ავტორი
სტატია
ახსოვს რა კარგად საბჭოთა კავშირის დაშლის ამბავი, პუტინი მეტად მძიმედ რეაგირებს რეჟიმის შერყევის ყველა შესაძლო ნიშანზე. ნავალნის მოწამვლა დროში ძალიან დაემთხვა ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლებს და ასევე თავად რუსეთში, კონკრეტულად კი ხაბაროვსკში, უჩვეულო მასშტაბის დემონსტრაციებს.
უკვე გამოითქვა წუხილი, რომ ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას შეასუსტებს. ჩემი აზრით, ეს არც ისე დიდი დანაკარგია. თუკი ამ ომის შემდეგ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დაისადგურებს, საქართველო საბოლოო ჯამში მოგებული დარჩება.
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებათა ყოველი განახლება ჩვენს ქვეყანაში სამართლიან შეშფოთებასა და შიშს იწვევს ხოლმე. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იქნება. ყარაბაღის პრობლემა არსად წავა და რეგიონს, საქართველოს ჩათვლით, მასთან ერთად კიდევ დიდხანს მოუწევს ცხოვრება.
ცხადია, არის ალბათობა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება უფრო მძიმე გამოცდის წინაშე დააყენოს. გამოგზავნოს ლავროვი და შემდეგ დააკვირდეს, რამდენად „კარგად მოიქცევა“ ჩვენი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტიისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს, რომელსაც ეს პარტია ალბათ გადაყვება კიდეც. მოსკოვში ხომ ახლანდელი მმართველი პარტია აშკარად ურჩევნიათ, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია.