Border circle

ნენე გიორგაძე

ავტორი

ნენე გიორგაძე

საქართველოში მხოლოდ ფულიან კაცს შეუძლია, ბაზარში ნაყიდი ხორცით ძაღლები გამოკვებოს. ის არ ცნობს ძაღლებისთვის სპეციალურად დამზადებულ საკვებს და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი მასალა ხელოვნურზე უკეთესია.

ნენე გიორგაძე

არ ვიცი, რა გაახსენდებათ თავად რიონის მცველებს, მე კი უცნაურმა, თუმცა ნათელმა სევდამ შემიპყრო როცა 26 მაისის ღამეს ისინი თბილისიდან წავიდნენ. საქართველოში როცა ჩამოვალ, ალბათ სოფელ ნამოხვანსაც მივაკითხავ და ამ ხალხს პირადად ვეტყვი მადლობას.

ნენე გიორგაძე

მართალია, 2020 წელსაც რაღაცეები დაინგრა, მაგრამ იცით რა? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ფული არა გვაქვს, თორემ გული – იცოცხლე, შეგვტკივა, განსაკუთრებით – ბანკების მმართველებსა და საფონდე ბირჟავიკებს, ბოდიში, ბირჟებს, შიგადაშიგ კი პარლამენტარებსაც შეაქვთ თავიანთი წილი პატრიოტიზმის ყულაბაში…

ნენე გიორგაძე

რა არის ის „დაკვეთა”, რასაც უმრავლესობა ითხოვს პოლიტიკოსისაგან, და რომელსაც, როგორც არაერთხელ მწარედ ვიწვნიეთ, არაფერი აქვს საერთო ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომასა და კეთილდღეობასთან?

ნენე გიორგაძე

დიახ, მხედველობაში მაქვს ვითომ საწყალი და ვითომ საცოდავი. ეს „ვითომ” ბავშვების საყვარელი სიტყვაა. აბა, გაიხსენეთ, ბავშვობაში რომ სახლობანას, ომობანას, დამალობანას თუ სხვა „ობანას” თამაშობდით და წარმოსახულ სამყაროს აგებდით: ვითომ შენ ხარ მამა და მე – დედა. ვითომ ომია და სანგრებში ვართ დამალული.

ნენე გიორგაძე

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ნოამ ჩომსკის ტიპის ქართველი პოლიტიკოსი. მხედველობაში მაქვს ჩომსკის მშვიდი და თანმიმდევრული საუბრის მანერა და არა ინტელექტუალური გაქანება, რომელზე პრეტენზიაც ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ექნებათ ქართველ პოლიტიკოსებს. ჩომსკი, ებრაული წარმოშობის ამერიკელი ინტელექტუალი,  მასაჩუსეტის შტატის ცნობილი უნივერსიტეტის MIT-s ლინგვისტიკის პროფესორი იყო წლების განმავლობაში.

ნენე გიორგაძე

ერთფეროვანს ნუ გავხდით მას, რაც „გვაქვს უთვალავი ფერითა”, და თუკი კატალონიელებივით  „კომპიუტერს” სხვა სიტყვით ვერ ჩავანაცვლებთ (კატალონიურად “ordinador”), რაც გვაქვს, იმას მაინც მოვუფრთხილდეთ.

ნენე გიორგაძე

თუმცა ერთია ფორმა და მეორე – შინაარსი (თუ პირიქით). გავიმეორებ, კულტურის ისეთი სფეროს განვითარება, როგორიცაა ლიტერატურა, გასაგები მიზეზების გამო, არ საჭიროებს დიდ ფინანსებს, როგორსაც მაგალითად, - კინოინდუსტრია, და უცნაური ტერმინი რომ ვიხმაროთ, „ხარჯეფექტურია”. მიუხედავად ამისა, საჭიროებს დიდ ცოდნასა და გემოვნებას, ასათვისებელ ბიუჯეტთან ერთად ლიტერატურული პროცესის სწორად დაგეგმვასა და განკარგვას, და მის ყველა მიმართულებაში პროფესიონალების ჩართვას.