Border circle

ბექა ქურხული

ავტორი

ბექა ქურხული

როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ სასტუმროში, უამრავი სხვადასხვა ბედისა და ხასიათის დევნილი ცხოვრობდა ზოგი ხალისით გვეკონტაქტებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ დღეებში ყველაზე მეტ ყურადღებას ერთი მოხუცი ქალი იქცევდა, რომელიც დღიდან დღემდე, დილიდან საღამომდე, სულ ერთსა და იმავე ადგილას იჯდა ფეხმოუცვლელად და არა მარტო ჩვენ, საერთოდ არავის ელაპარაკებოდა.

ბექა ქურხული

სწორედ ასე იბრძოლა და იბრძვის „აზოვის“ ბატალიონი, ასე იბრძვის  და იბრძოლებს უკრაინა, ასე იბრძოლებს და იბრძვის საქართველო, რომელსაც 5 საუკუნის წინანდელი ნისლიანი ისტორიის ხეობებიდან მოსძახის, ქართლის დიდი მეფის - ლუარსაბ I-ის ანდერძი:     - “მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელსა უნდა ამსგავსოს და მტრისა ჯარი ცხვრისა ფარას და შიგან ასრე გამოერიოს,  ხოლო გამარჯვება ღმერთის ხელთ არისო...“

ბექა ქურხული

  აი სწორედ ეს გახლავთ ყველაზე საშინელი ამ ომში... გარდა აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტებისა, თითქმის მთელი უკრაინა ფრონტის ხაზია, როდის და საიდან გამოუშვებენ და დაგიშვებენ, ჩვენი „დაუძინებელი“ ჩრდილოელი მეზობლები არავინ იცის...

ბექა ქურხული

სასწრაფოდ შევხტით მანქანებში და მოვხიეთ. გზაში კი „ვადიმას ვაძილას“ მუტრუკი მძღოლის - აი, ხარკოველი ფერმერების ამბავი რომ მოგვიყვა, დაბომბვაშიც რომ არ იშლიდნენ კარტოფილის თესვას - დაფეთებული ბანით ნამღერი მოგვყვებოდა, რომელიც შემთხვევით კადრებშიც დარჩა...

ბექა ქურხული

     მთელი გზა კიევიდან დნეპრამდე ბლოკ-პოსტებით არის მოფენილი. ყოველ მათგანზე გვაჩერებენ და გულდასმით გვამოწმებენ. ქართული  პასპორტების დანახვაზე აშკარად კეთილგანწყობილად იღიმებიან და ცდილობენ, თითო-ოროლა ქართული სიტყვით გამოგველაპარაკონ: „გენაცვალე“... „გამარჯობა“ „ბიდჟო“... „ტბილისი“... ასევე გულდასმით ამოწმებდნენ თანამოქალაქეებსაც, ოღონდ, ყოველგვარი დაძაბულობის, ნერვიულობისა და მით უმეტეს, უხეშობის გარეშე...

ბექა ქურხული

არავინ ისეთი დაუცველი არ  არის, როგორც ზვარაკი რომელიც წკეპლის შიშით, საყასბოში მიყვება თავის ჯალათს სადაც ის ნამდვილად განწირულია, მაგრამ თუ შემობრუნდება, კი, შეიძლება დაიღუპოს , მაგრამ შეიძლება რქებზეც წამოაგოს თავისი სისხლისმსმელი...

ბექა ქურხული

უკვე შუაღამე იყო, როდესაც ნატალიას შვილი და რძალი, მიხასი და ულიანა ფეხზე წამოვყარეთ. საწყლები სულ ახალი ჩაძინებულები იყვნენ.

ბექა ქურხული

მერე იყო 2019 წლის 21 აპრილი, როდესაც ქისტის ბებოებმა რბოლით ჩამოავლევინეს პოლიციელებს გრძელი ალაზნის ჭალა და მთელი თბილისი და საქართველო ნერვიულობასთან ერთად სიცილს ვერ ვიკავებდით და გულიანად ვგულშემატკივრობდით ამ ჯოხმომარჯვებულ ქისტ ბებოებს.