უკრაინული დღეები - 27 მაისი

ბექა ქურხული

27 მაისი

მთელი დღეა წვიმს. დროდადრო განგაშის სირენები ირთვება. ველოდებით ზარებს, მაგრამ გაბრიელ გარსია მარკესის არ იყოს – „პოლკოვნიკს არავინ წერს…“ გადავწყვიტე დრო მეხელთა და დამეწერაშიგადაშიგ ძიაძია ვალერა მე და გოგა თითო ჭიქას ვურტყამთტელევიზორი 24 საათი ჩართულია და ინფორმაციას ვუსმენთ. გადაცემა, რა თქმა უნდა, უკრაინულ ენაზეა.

გალიჩინური უკრაინულისგან განსხვავებით, რომელზეც ლვოვში ლაპარაკობენ, კიევური უკრაინულის ნახევარი მაინც მესმის, ყოველ შემთხვევაში აზრი გამომაქვს. ლვოვში ამბობენ რომზა კარპატიეს“, ანუ კარპატებს გადაღმა, უჟგოროდის ოლქის უკრაინული, თავადაც ცუდად ესმით. უჟგოროდში, ისევე როგორც მოსაზღვრე სლოვაკეთის კოშიცეში, ძირითადად უნგრელები ცხოვრობენ და ბევრი, უნგრული, პოლონური და გერმანული სიტყვები აქვთ შერეული, თვითონ კარპატებში კი გუცულები ცხოვრობენ, რომლებსაც ჩვენი მთიელების მსგავსად, საკუთარი ეთნომენტალიტეტი, დიალექტი და ძალიან საინტერესო ყოფა და წესჩვეულებები აქვთ

სხვათა შორის იტალიაში ყოფნისასაც მითხრეს, 2018 წელს, როდესაცქალაქი თოვლში“-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია იყო (გამომცემლობა „Stillo editrice“) ჯერ ტორინოში, მაისის თვეში, შემდეგ კი ოქტომბერში, ბარის მე-13 საუკუნეში დაარსებულ უნივერსიტეტში, რომ ტოსკანური დიალექტის გარდა, რომელმაც გენიალური დანტე ალიგიერის წყალობით დაუდო სათავე ლიტერატურულ იტალიურს, იმდენი კილოკავი გვაქვს, ყოველ 30-50 კილომეტრში ერთმანეთის არ გვესმისოდა აქ, რა თქმა უნდა, არ ითვლება, სიცილიური და სარდინიული დიალექტები, რომლებიც კიდევ სულ სხვა ამბავია 

თუმცა, რუსეთის იმპერიამ მოახერხა ის რომ, მის საშინელებაზე, სიმხეცეზე და სამხედრო დანაშაულებზე კაცობრიობის წინაშე, ყველა მის მოსაზღვრე ენაზე, დიალექტზე და კილოკავზე ჰყვებიან, ფინურად, ლიტვურად, ლატვიურად, ესტონურად, პოლონურად, ჩეხურად, უნგრულად, აფხაზურად, ქართულად, ჩეჩენინგუშურად და ავღანეთის ყველა ენაზე ტაჯიკურით და უზბეკურით დაწყებული, ხაზარულით და პუშტუნურით დამთავრებულირა, რა და აი ეს მოახერხა ამ უზარმაზარმა იმპერიამ, რომ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, ერთხმად და სხვადასხვა ენებზე სწყევლიან და აგინებენ

თავად რუსეთი კი ყველა ჯურის ნაძირალისა და ავანტიურისტისთვის, კარიერის გაკეთების და ბინძური ქონების დაგროვების ასპარეზად იქცა. მთავარია, ყველანაირ ღირსებაზე და სინდისნამუსზე ხელი აიღო და ყველაფერი იკადრო: – გადაიარო საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ბესლანში და ახლა კი უკრაინაში დაღვრილი ბავშვების სისხლზე დაკარგად იცხოვრებ“ – მთავარია, აქო და ადიდო პუტინიმოიტყუო, მოიტყუო, მოიტყუო

ვერავინ დამაჯერებს, რომ ისეთ უპრინციპო ავანტიურისტებს, როგორებიც არიან: ვლადიმერ სოლოვიოვი, თინა კანდელაკი, საოცარი ოჯახური წყვილი: – მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან კეოსაიანი, იოსებ კერმანი, რამზან კადიროვი და ამდენი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის, ბეგრაუნდის, განათლების, მისწრაფებების და ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანებს, არა მარტო უყვართ რუსეთი, არამედ ოდნავ მაინც აინტერესებდეთ ამ ქვეყნის ბედიღბალი

აი, ხომ არიან ეგეთი გიჟებიიგივე ჰიტლერი და სტალინი, რომლებიც გაგიჟდნენ, გადაწყვიტეს რაღაცის აშენება და ააშენეს ჯოჯოხეთი, რომელიც მათვე დაემხოთ თავზე. არა, ესენი იაფფასიანი შარლატანები და ვაჭრუკანები არიან, რომლებმაც ამ უბედური და ცოდვილი ქვეყნის კატასტროფაზე და დეგრადაციაზე, მაყუთის კეთება დაიწყეს და ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ და უყვართ ეს მამონაა!.. ნებისმიერი სისხლის, ნებისმიერი ცოდვის ფასად და რუსეთი, როგორც არცერთი ქვეყანა მსოფლიოში, აძლევთ ამის შანსს, საშუალებას, რომ ასე იაფად, იაფფასიანი ლიქნის და ნაძირალობის ხარჯზე გამდიდრდნენ, „თავი დაიმკვიდრონდა, .. „ფეისებად“, ანუ პერსონებად იქცნენ თორემ ხომ გასაგებია, რომ სხვანაირად, სხვა შემთხვევაში ვერც მარგარიტა სიმონიანი და ვერც თინა კანდელაკი გასცდებოდნენ საუნის პუტანკების სტატუსს და ვერც რამზან კადიროვიორღობის სულელისას. სხვებზე აღარაფერს ვამბობ

სულ მახსენდება ცნობილი რუსი ნობელიანტი მწერლის, ივან ბუნინის დღიურები – „ოკაიანნიე დნი“ – „წყეული დღეები“ – რომელიც 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას ეძღვნება. სხვათა შორის თავადაც ხმალამოღებული ებრძოდა ბოლშევიზმს და იძულებული გახდა დამარცხებულ თეთრგვარდიელებს გაჰყოლოდა ემიგრაციაში. ამ დღიურებში პირდაპირი მნიშვნელობით არა მარტო ბოლშევიკებსლენინს, ტროცკის, ზინოვიევს და კამენევს უტრიალებდა დედის ტრაკს – (სხვათა შორის არსად არ ჰყავს ნახსენები სტალინი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როგორც ჩანს, ჩვენი თანამემამულე და რუსეთის მომავალი ტირანი ჯერ არ გახლდათ იმ მასშტაბის ფიგურა)… არამედ მთელ რუსულ ინტელიგენციას, დაწყებული ლუნაჩარსკითა და გორკით, საწყალი ბლოკითა და ბრიუსოვით დამთავრებულიამავე დღიურებში ივან ბუნინს აქვს ერთი ფრაზა, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა და განსაკუთრებით ხშირად მახსენდება აქ უკრაინაშიემიგრაციაში წასვლის დღეებში წერდა: – „წარმოდგენაც კი მზარავს ჩვენი წასვლის შემდეგ ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანას და რა ეშველება რუსეთს, რად გადიქცევა ის, რა მომავალი ექნება ორი სამი თაობის შემდეგ, ამ პირუტყვების, ბიდლოებისა და ამაზრზენი ბრბოს შთამომავლობის ხელშიო…“.

და აი, მოვიდა, ესმეორე და მესამეთაობაც და მიიღეს ის, რაც მიიღესუბრალოდ ტყვედ ჩავარდნილი რუსებისა და მათი ოჯახების საუბრების ჩანაწერების მოსმენაც კი შემაძრწუნებელია და ბუნინის წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით ახდა 

 13 და 14 მაისს უკვე ვწერდი კიევის რუსულენოვანი ინტელიგენციის ტრაგიკულ ბედზე, იგივე ვალერი სერგეევი, დიმიტრი დოლგოვი, რომლებიც მთელი ცხოვრება რუსულენოვანი კულტურის ნაწილად თვლიდნენ თავს და მათ თვალწინ ეს მათი, .. „რუსულენოვანი კულტურაპირდაპირი მნიშვნელობით, წერაკითხვის უცოდინარ, აჯაჯულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ დაუბანელ და წვერიან კანიბალების და ზომბების ბრბოდ ექცათსწორედ ამას წინასწარმეტყველებდა და განიცდიდა ივან ბუნინიც, რომელიც თავისი პოლონური ფესვების მიუხედავად (შლიახტი ბუნინოვსკების შთამომავალი იყო), ვისაც წაუკითხავს მისი ნაწარმოებებითუნდაცანტონოვსკიე იაბლოკიანმიწინა ლიუბოვაუცილებლად ემახსოვრება, როგორ გრძნობდა და როგორ გიჟდებოდა თავის რუსეთზეიმთავის რუსეთზე“, რომელსაც სალეწი მანქანით გადაუარეს და ჯერ რაღაცსაბჭოთა კავშირადაქციეს ბოლშევიკებმა, მას შემდეგ კი, რაც ასე 70 წელში ხელში შემოეფშვნათ ესსაიუზი,“ ახლა ელცინმა და ამ მართლა ვიღაცდენშჩიკმაპუტინმა, საერთოდ ჩრდილოეთ კორეად დაარესტარტეს

სიმართლე გითხრათ, მე პირადად ისე ამომივიდნენ ყელში ჩემს საყვარელ პოეტებს და მწერლებსაც კიტოლსტოი, ცეხოვი, ბუნინი, ესენინი, ბულგაკოვი, შალამოვი, დოვლატოვი, შუკშინი, ვისოცკისაც ვეღარ თანავუგრძნობ. ჩემმა საქართველომ და ჩემმა წინაპრებმა რაღა დააშავეს?.. ჩემმა აფხაზეთმა და ცხინვალმა რაღა დააშავა?.. თუ ვინმე მაგათზე ნაკლები გვყავდა, თუ მაგათზე ნაკლები ვართ რამეში?.. ყველა იმას იღებს, რაც დაიმსახურა, ჩვენ ხომ მივიღეთ ძალიან მწარედ ჩვენი შეცდომების, სისულელეების გამო?.. ხოდა რუსეთიც ათმაგად მიიღებს თავისი გაათმაგებული ბოროტების და იდიოტიზმის სანაცვლოდ. გიორგი XI-ის კარის მწერლისა და თანამებრძოლისა არ იყოს: – „კაცს, (ერს, სახელმწიფოს) თავისი ცოდვებისთვის რა ღმერთი გაუწყრება, პირველად გონებას წაართმევსო…“. მართალია, ცხონებული სეხნია ჩხეიძე ირანის ჭკუასუსტ შაჰს, ანუ როგორც ქართველობა იხსენიებდასპარსეთის ყაენსგულისხმობდა, რომელსაც რამსები ჰქონდა არეული და დღეში 10-ჯერ ცვლიდა საკუთარ ბრძანებებს, მაგრამ მგონი პუტინზე და ყველა საკუთარ სისხლში, ნაგავში და სისულელეებში ჩამხვრჩალ მომაკვდავ იმპერიაზე წავა

გოგამ აშკარად მოიწყინა. ჯერ იყო და არა და არ გაუარა ყელის ტკივილმა, თან იმაზე დარდობდა შენ კი წერ, მაგრამ მე კადრები ვერ ავკრიფეო. არადა, სულო ცოდვილო მე კიდევ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც არც კადრების დარდი არ ჰქონდა. საქართველოში წამოსვლის წინ კი ვღადაობდით ბიჭები – „ჭყონი, თუ უკრაინაში დაგბრიდეს პოლტავაში დავით გურამიშვილის გვერდით დაგმარხავთო…“, მაგრამ თანდათან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მართლა სიკვდილს ეძებსდაიწყებოდა განგაში, დაბომბვა და უბედურება, გაუბრწყინდებოდა თვალები და ლამის ჭურვებისთვის შეეშვირა თავი. გადაივლიდა საფრთხე და ისევ მოიწყენდა და ჩამოუშვებდა იმ გურულ ცხვირსდნეპრში და ზაპოროჟიეში ნაკლებად და აქ კიევში უკვე ძალიან შეეტყორაც უფრო მეტი დრო გადიოდა და ჩვენი უკან დაბრუნების დღე ახლოვდებოდა, მით უფრო ცუდ ხასიათზე დგებოდა. ამ წვიმაში ვეღარც კიევი მოვიწანწალეთ და გადიგამოდიოდა ეზოში მოღუშული და სიგარეტსსიგარეტზე ეწეოდა

ე ბიჭო რა იყო? – ვუთხარი, – შემოვედით ხო, 2 000 კილომეტრი გავიარეთ და გამოვიარეთ უკანკიდევ ორი კვირა უნდა ვიყოთ აქდა საზღვრიდან რომ გავებრუნებინეთ, ან ლვოვში, კომენდანტის საათის დროს შიგ ბლოკპოსტზე რომ შევატასავეთ, რომ ავეყვანეთ და ჩავეყუდებინეთ, ან დეპორტი მოერტყათ და უკან გავებუნძულებინეთ, მერე რას იტყოდი?… ვაა ტოო, აუცილებელია აქ ჩავიხოცოთ, თან გინდა თუ არა?.. თან პოლტავამდე და დავით გურამიშვილის საფლავამდეც კაი შორია ჯერაგე ბიჭები რეკავენ, დროზე ჩამოდით, ჩვენც როდის შემოგვივარდებიან ეს მონგოლოიდები, კაცმა არ იცისოთუ არადა, ვზადნავთ?… უკან ვიხევთ?.. გაჩნდა რამე საქმე და არ მივდივართ?.. კიდევ ორი კვირა გვაქვს, გაიჩითება რაიმე სერიოზული პონტი და კიდევაც დავრჩეთ, ვიდრე საჭირო იქნება, იმ 11 ივნისზე დავიზაირისბილეთებზე ჯვარი ხო არ გვაქვს დაწერილი?..

არაოჭყონიამ ყელი მტკივა, გამტანჯა და იმიტომ მაქვს ეგეთი სიფათიომარა შანსი არაა, არ არის იმის ჩიტი, უბრალოდ ყელის ტკივილის გამო ცუდ ხასიათზე დამდგარიყო

ძიაძია ვალერაც დაბრუნდა თევზაობიდან, იქვე სახლთან, მდინარე დნეპრის ნაპირიდან ახლომახლო, ერთი პატარა ტბა იყო და იქ უყვარდა ძაიძია ვალერას ჩამოჯდომა და დასვენება ანკესით ხელშიძირითადად წვრილ თევზს იჭერდა და იმათაც უკან უშვებდა. თუმცა ამტკიცებდა შიგადაშიგ კაი ბარაქიანიშჩუკებიცმოჰყვება ხოლმეო, მაგრამ ჩემს იქ ყოფნაში არ მინახავს, რაც მართალია, მართალია

დიმა დოლგოვმა დარეკა გოგა, ხვალ შენს პატივსაცემად ჩვენი კიეველი მეგობრები ბარდების გრანდიოზულ საღამოს აწყობენ, აქვე ჩვენი მეგობრების აგარაკზევინც კიევში საინტერესო პოეტი და მომღერალია, ყველა იქ იქნებაკინაღამ დავახეთქე ვადიმა ჩათლახმაც მოაწყო კიდევ უფრო გრანდიოზული კონცერტი დნეპრის მეტროვაგზალნაიაშიდა იქაც უნდა გვემღერამეთქი მარა დროზე მოვკეტე, გოგა ძლივს ცოტა მოხასიათდა და ახლა ჩემი უადგილო ანგლობის დრო არ იყო.

ეს ისეთი ამბავია უნდა აღვნიშნოთ, წამო, ჭყონი, სანამ კომენდანტის საათი დაწყებულა, სასმელსაჭმელი მოვიმარაგოთ, ხვალ ხელცარიელები ხომ არ მივალთ, კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს: – „ვინძლო პურადძვირობა არ დაგვწამონ ქართველთ, ხახოლებმა მეთქი..“. ისე, ვისი ფანტასტიური მოგონებებია აღარ მახსოვს, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რომ იყო 1930 იანი წლების დასაწყისში კიევში, ლიტერატურულ ფესტივალზე მიწვეული. ერთ საღამოს ყავის ჭიქები არ მოსწონებია: – „აჰ ასეთი უშნო ჭიქებით ყავას როგორ გეახლებითოდა გაბრაზებულს პროტესტის ნიშნად მშიერს დაუძინიანეტაი, ამ მწერლებს და პოეტებს აეგრე არ აჟრიალებდეთ ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე რააუშნო ყავის ჭიქები არა ისაწამო ჭყონი და ჩვენთვისაც კილოიანი კონიაკი ავაგდოთ (კილო კონიაკი არაყი და ა. . ჩვენი უბნის ტერმინია – „ციყვებისდა როგორც მიხვდით ლიტრიან ბოთლს ნიშნავს) და ამ საღამოსვე ბდღვირი გავადინოთმეთქი

ძიაძია ვალერამ მადლიერი თვალებით შემომხედა, ანკესი იქვე მიაყუდა და სახლში შევიდა, თავის ცოლ ტანეჩკასთან, კაი ხელჩართული და უკრაინულხალხური ჩხუბის მოსაწყობად, რომ ამ საღამოს მოეგერიებინა

ჭყონიამაც არანაკლებ გაიხარა და ისე გაუბრწყინდა თვალები, თითქოს აი ახლა დაგვიშვებენგრადისზალპურ ცეცხლს, პრიამოი ნავოდკოიო“…

მივდიოდით კიევში, მდინარე დნეპრის პირას, „სლავუტიჩისუბანში, კარგა მაგრად გვაწვიმდა, შორიდან ისმოდა ერთმანეთში გადარეული გრუხუნი და გუგუნი, ვერც გაიგებდი ჭექაქუხილი იყო თუ დაბომბვა და სიმართლე გითხრათ, აღარც ვარჩევდით და სუც მარცხენა ბეჭზე გვეხატამივდიოდით კიევში ორ თბილისელი ავანტიურისტი ჩვენი ბედი, ყისმათი, ფარტი და სიცოცხლე კონიაკით სავსე დიდი ბოთლისთვის მიგვენდო

იმ ღამეს ისეთი შეუბერეს ორი გიტარით, ძიაძია ვალერამ და ჭყონიამერთი მგონი შვიდსიმიანი იყო, რომ აბა რავი ხვალ უფრო მაგარი რაღა უნდა მამხდარიყო და ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

დიდხანს გვირბინა ტანეჩკამ გარშემო, ხვალინდელი წვეულებისთვისაც შემოინახეთო, მაგრამ ისეთი ხოშიანი წვიმა იყო, ამ ომიან კიევში რომ არ გავტყდით და არ დავიშალეთჩაიქნია ხელი ტანეჩკამ და დასაძინებლად წავიდა

ტანეჩკა დასაძინებლად წავიდაოდა აბა მერე ვკარით ქუდი ჭერს.

ძლივს, თავისთვის, სადღაც საცოდავად ღნაოდა საჰაერო განგაშის ხმა

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი

მეთოთხმეტე ნაწილი