უკრაინული დღეები - 20 მაისი

ბექა ქურხული

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

20 მაისი

გამთენიისას კვლავ განგაშის სიგნალმა გამაღვიძა. ძილბურანში ჩამესმა, როგორ აწრიალდნენ სასტუმროს ჰოლში ლტოლვილები, თუმცა ამჯერად ხმაური საკმაოდ სწრაფად შეწყდაროგორც ჩანს, უკვე ჩავიდნენ თავშესაფარშიამის შემდეგ სასტუმროში კვლავ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ გარედან აწყდებოდა შენობას საჰაერო განგაშის გაბმული, განწირული ყმუილი

ამჯერად აღარც ავმდგარვარ, მით უმეტეს, რომ 18 მაისისგან განსხვავებით, აფეთქებების ყრუ ექო საკმაოდ შორიდან აღწევდა

შევეცადე ძილი შემებრუნებინა. რაღაც არეული ისტორიები დამესიზმრა, აი ამბები რომ ხდება, თან რომ გადმოგყვება და სულ ბოლო წამს წაგეშლება, ისე

მზე უკვე კარგად იყო წამოსული, როცა მეორედ გამეღვიძა. განგაშის სიგნალი, როგორც იქნა, მიჩუმდაგარეთ მზე კაშკაშებდა, ყველაფერი ყვაოდა, ფანტასტიური გაზაფხული იდგა და მხოლოდ ნამდვილ მანიაკს, ან ზღაპრულ ავსულს შეეძლო ასეთ დროს დაბომბვები, ხოცვაჟლეტა და კაცის კვლა მოეწყო

როგორც იქნა, ხმა მივაწვდინე ჩემს უკრაინელ რძალს, ლილია ორლიანსკაიას, რომელიც აქ, დნეპრში ცხოვრობს თავის შვილიშვილთან, ანუ ჩემს ბიძაშვილიშვილთან, უმცროს ლილიაჩკასთან ერთად. მათზე 13 მაისს მოგიყევით, დღეს უნდა ვინახულო ორივე. ძალიან ვღელავ, როგორ დამხვდებიან, როგორ გააქვთ თავი, ამ გაგანია ომსა და ყოველდღიურ დაბომბვებშიმინდა, როგორმე დავიყოლიო, რომ სანამ უკრაინაში ასეთი ამბავია თბილისში წამოვიდნენარაფერი სასირცხვილო და საუხერხულო არ არისბოლოს და ბოლოს იმდენი უკრაინელია საქართველოში, ესენი კი ფაქტობრივად ქართველები არიან, თბილისში სახლი აქვთ და ყველაფერი

ვადიმა გამალებული ემზადება ხვალინდელი კონცერტისთვის, პირდაპირ ქალაქ დნეპრის მეტრო სადგურვაგზლნაიაში“. თან მეტრო, ბუნებრივია, შეუფერხებლად იმუშავებსდგამს სცენას, უკავშირდება მასმედიას, ტელევიზიას, ჟურნალისტებს, ბეჭდავს მოსაწვევებს, დაარბენინებს ხალხს ზევითქვევით, კიდევ უფრო მეტს თავად დარბისწამში ერთხელ რეკავსურეკავენ, ჩხუბობს, ხუმრობს, მღერის, ნერვიულობს, ავიწყდება, ახსენდებაგუშინდელმა ელდამროდესაც ზაპოროჟიეს გასასვლელში შეგვიპყრეს და ვიღაც მოწადინებულმა კაპრალმა კინაღამ მიახვრიტაუკვე აშკარად გადაუარა და ახალი ამბავი მოიგონაგოგა ჭყონიას გადაეკიდა, გინდა თუ არა, ხვალინდელ კონცერტზე უნდა იმღეროო 

დიდხანს ეხვეწა გოგა: – ბიჭო ყელი მტკივა, ეს ხომ კამერული ბარდების კონცერტი არ არის, როდესაც მეგობრები შინაურულად სხედან სამზარეულოში და თავის გულის ნადებს უბერავენ გემრიელადსად შემიძლია ამ ნათრევს და გატანჯულსმეათე დღეა 2000 კილომეტრამდე გამოვიარე, მეტროსადგურის ბაქანზე 500-კაციან და 1000-კაციან კონცერტზე გამოსვლაომაგრამ ვადიმას არაფრის გაგონება არ უნდოდა: – „ტა ია ატვჩაიუ გოგა, პოსლუშაი მენია“ – მოკლედ ასე შეგვაბა და ჩვენც მუღამში მოვედითყველაზე ძვირადღირებული და საუკეთესო წამლები ვიყიდეთ, ცხელი ჩაი, ჭიქა კონიაკი, სიგარეტს მოვუკელითმე, რა თქმა უნდა, ქვეყანა შევყარევინც იმ დღეებში დამირეკა ან მომწერა, ყველას მოვახსენე: – „ხვალ გოგამ დნეპრის მეტროში გრანდიოზულ, 1000-კაციან კონცერტზე უნდა იმღეროსმეთქი“… მოკლედ როგორც მჩვევია და ვერც მომიშლია, ვიტრაბახე ბოლომდემით უმეტეს, საქველმოქმედო კონცერტი იყო და შემოსული თანხა ბოლო გროშამდე, დნეპრში შეხიზნულ და ვადიმას სასტუმროში დაბინავებულ ლტოლვილებს უნდა მოხმარებოდამოკლედ იქით ვადიმა დაქროდა აჟიტირებული, აქეთ მე გავდიგამოვდიოდი და ეს საწყალი ჭყონიაც ასე სცილას და ქარიბდასორ გიჟს შორის მოყოლილი, ასე ევროპულად დასვეცკადეპარებოდა, ჩვენგან გამოზოგილ კონიაკს და ცოტა არ იყოს შეშფოთებული სახით ადევნებდა თვალს ჩვენ აურზაურს

შუადღისას მე და გოგა ჩემი რძლის და ბიძაშვილის შვილის სანახავად წავედით. თითქმის მთელი დნეპრი გადავჭერითმდინარე დნეპრი, ქალაქ დნეპრში კიდევ უფრო განიერი იყო, ვიდრე დედაქალაქ კიევშიძალიან ვღელავდი, როგორ დამხვდებოდნენ, როგორ იყვნენროდესაც მათ უბანს მივუახლოვდი, გამახსენდა ჩემი ცხონებული ბიძაშვილისგუჯიკას მოყოლილი ამბები დნეპრზე, რომელიც მაშინ ასეთი შორეული იყო და ახლა მე დავდიოდი ამ ქუჩებში, თავად კი აღარ იყომისი ისტორიაც 13 მაისის ამბებში მოვყევი… 2014 წელს მაიდანის შემდეგ, ეგრევე მოხალისედ წავიდა უკრაინულ არმიაში, მარიუპოლთან იბრძოდა. 2 წლის წინ კი 2020 წელს, ბებია დაეღუპა, ჩამოვიდა თბილისში, ბებიის დაკრძალვაზე, დარჩა და ორი თვის შემდეგ, გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს საკუთარ სახლში გაზის გაჟონვას ემსხვერპლაახლა კი ამ ომის გადამკიდე, პრინციპში სრულიად შემთხვევით, უფრო ვადიმას დამსახურებით, დნეპრში მოხვედრილები დედამისის და მისი შვილის მოსანახულებლად მივდიოდითპატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს გუჯიკას მშობლების ქორწილი, მისი დაბადებაახლა კი თავად ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე წევს, საქართველოში, საგარეჯოში, მე კი მის დედულეთში, უკრაინაში, დნეპრის ქუჩებში დავდიოდი და მისი აქაური სახლისკენ ვიკვლევდი გზას

ორივე ლილია ბებიაც და შვილიშვილიც გადასარევად დაგვხვდნენ, მაგრამ მაინც ყველანი შესამჩნევად ვღელავდითჩამოვურეკეთ მთელ სანათესავოსორივე ლილია ხვალინდელ კონცერტზე მოვიწვიეთ, სახლშისაქართველოზე წამოსვლაზეც ვილაპარაკეთმეტს კი არაფერს მოვყვები, ეს ჩვენი, ქურხულების საოჯახო დრამა იყო და არ მინდა, ამ ჩემი კლანის არეული ისტორიებით ზედმეტად შევაწუხო მკითხველი (თუ ვინმეს მაინცდამაინც დააინტერესებს, შეუძლია ნახოს მოთხრობები: „ლერა მასკვა“, ორი მთვარის ამბავი“, რომანისამოთხიდან გაქცეულები“, რომლის მეორე ტირაჟი სულ ახლახან გამოსცაინტელექტმა“).

უკან ჩვენს სასტუმრომდე ადვილად გამოვიგნეთ გზა ოღონდ რამდენჯერაც მდინარე დნეპრს გადავივლიდით, იმდენჯერ აღფრთოვანებულ და დამრგვალებულ თვალებს ვერ ვაცილებდით მდინარეს

საღამოს უკრაინის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსულ ლტოლვილებთან გველოდა შეხვედრა, რასაც არანაკლები მღელვარებით ველოდი, ვიდრე ჩემს ნათესავებთან და სისხლსა და ხორცთან შეხვედრასომის და სიყვარულის არ იყოს, ლტოლვილთა და დევნილების ისტორიებიც საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, სოხუმიდან თუ დონეცკიდან, ცხინვალიდან თუ მარიუპოლიდან, რუანდოდან თუ უგანდიდან, გაზეპირებულივით ჰგავს ერთმანეთსდაბომბვა, ტყვეობა, სიკვდილი, წამებათან სულ სხვადასხვა ისტორიები, სხვადასხვა ადამიანური ბედი და ტრაგედიები, სხვადასხვა ხასიათი, დამოკიდებულება და ტემპერამენტიზოგი დაწვრილებით გიყვება თავის ტრაგედიას და ამით იოხებს გულს, ზოგს არავის გახსენება და არავის დანახვა არ უნდათავად ლტოლვილებშიც, ახალ ადგილებში სხვადასხვა ურთიერთობა, სხვადასხვა დამოკიდებულებები და იერარქია ყალიბდება. თანაც გააჩნია, ერთი რეგიონიდან არიან დევნილები და მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს, თუ სხვადასხვა მხრიდან შეიყარნენ და ახლა თავიდან უწევდათ კომუნიკაცია და ურთიერთობის ჩამოყალიბება.

 საღამოს ლტოლვილებს შევხვდით, დევნილთა უმრავლესობას სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურდა, საკუთარ თავგადასავალზე საუბარი, ყველა თავისი გასჭირვებოდა, ზოგს სხვა საზრუნავი ჰქონდა, ზოგს ამხელა სტრესისა და ტრაგედიის თავიდან გახსენება უმძიმდა… 1999 წლის სექტემბრიდან მოყოლებულიდილის გაზეთშიმუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი რეპორტაჟი სწორედ დაღესტნიდან ლტოლვილების ჩაწერა იყო. 1999 წლის სექტემბერში დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი – (დაღესტნის ბოთლიხის და წუმადინის რაიონებში დაწყებული ბრძოლები) და იქიდან მოყოლებული წესად მაქვს, ვინმეს გვარის და სახელის დასახელება ნებართვის გარეშე, ვინმეს შეწუხება, უკან დევნა და მით უმეტეს, ფარული ჩაწერა და მსგავსი, ახლა ძალიან მოსული თუ მეინსტრიმული, პირადად ჩემთვის კი სრულიად მიუღებელი საქციელირაც უნდასენსაციურითუეპატაჟურიარ უნდა იყოს მასალა, ჩემგან გამორიცხულიაამავე დროს უნდა მოგახსენოთ და ეს პირველ რიგში დამწყებ, ახალგაზრდა ჟურნალისტებს და სამხედრო რეპორტიორებს ეხებათუ ადამიანურად სწორად და წესიერად მოიქცევით და ამა თუ იმ კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გენდოთ, გაცილებით მეტ, უტყუარ, საინტერესო და საიმედო ინფორმაციას მოიპოვებთჩემი პირადი გამოცდილებით ასე იყო: – პანკისში, ცხინვალში, აფხაზეთში, ინგუშეთში, ოსეთში, დაღესტანში და ავღანეთში და დარწმუნებული ვარ ასე იქნება, უკრაინაშიცრადგან უმთავრეს ღირებულებებში, უმთავრეს ტკივილებში და უმთავრეს ტრაგედიებშიადამიანები აბსოლუტურად ერთნი ვართ, – ყველგან და ყოველთვის

ერთი იყო უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან იძულებით გადაადგილებულთა, უბედურება და ტრაგედიაცრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო.

ზინაიდა ბირიუკოვაქალაქი ლისიჩინსკი, 55 წლის: – ეს უბედურება სრულიად მოულოდნელად დაიწყო… 24 თებერვალს გამთენიისას, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გუგუნმა გაგვაღვიძაფანჯრებს ვეცითასე დაწყობილები მოფრინავდნენმერე დაბომბვაც დაიწყოთვალებს არ ვუჯერებდითპაპაჩემი და ბებიაჩემი მეორე მსოფლიო ომის მომსწრენი იყვნენ და ზუსტად მათი მონაყოლი გამახსენდა, როგორ მოულოდნელად დაესხა თავს მათ ნაცისტური გერმანია და 22 ივნისს გამთენიისას როგორ გადაუფრინეს გერმანულმამესერშმიდტებმადაფოკევულფებმა“… რაღაც საშინელი ისტორიული დეჟავიუს შეგრძნება გამიჩნდა, როგორც პაპა, ბებია, თითქმის 80 წლის წინ მეც თვალებს არ ვუჯერებდიშემდეგ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვა დაიწყესმძინარე, მშვიდობიანი ქალაქის, სადაც არანაირი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა არასოდესთავი კოშმარულ სიზმარში მეგონა, გაღვიძებას რომ ცდილობ, ეს საშინელება რო დამთავრებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხადი გახდა, რომ ეს სიზმარი არ იყო და კოშმარიც კიდევ კარგა ხანს არ დამთავრდებოდა….

დაბომბვის ხმები სულ უფრო ახლოვდებოდადავიბენით, არც ვიცოდით, ასე საწოლიდან წამომხტრები და დედიშობილები საით გავქცეულიყავით, რა გვექნასრულიად მოუმაზდებლები ვიყავით ამ უბედურებისთვისკი 2014 წლიდან იყო შეტაკებები, დაბომბვებიც იყო და მსხვერპლიც, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ეს სულელურიელენერი“ (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) დადენეერიდონეცკის სახალხო რესპუბლიკა) გამოაცხადეს, თვითონაც გადასარევად იციან, რომ არავის არ სჭირდებიან და მხოლოდ სათამაშო პაიკები არიან რუსეთის იმპერიის ხელშიმაგრამ ასეთ დაუნდობელ, მასირებულ და და ფართომასშტაბიან ომს მაინც არ ველოდით, რუსეთისგან. ბოლოს და ბოლოს მაინც ჩვენები არიანმე ეროვნებით რუსი ვარხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის აბსოლუტური უმრავლესობა რუსები ვართ და მაინცდამაინც ჩვენ გადაგვიარესუზარმაზარი მსხვერპლი გვაქვს, ვერც დათვლით იმდენიგვერდით კორპუსში ერთი ბებო ცხოვრობდა, დილაადრიანად სადარბაზოს წინ, სკამზე უყვარდა ჯდომა, აი სახლის ჭორიკანა ბებოები რომ არიანასე იჯდა საცოდავი, როგორც ყოველთვის სადარბაზოს წინ, დილაადრიანად მის თვალწინ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა რაკეტა ესროლა სახლს, პირდაპირ მის ბინას მოარტყა და მეორე მხარეს გამოვარდა. მთელი სახლი ერთ დიდ ამომწვარ ხვრელად იქცამძინარე შვილი, რძალი და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ისე ჩაეხოცა და ჩაეწვა ფერფლიც ვერ ავკრიფეთიმ ბებოს განწირული კივილი ახლაც თვალწინ მიდგასრა უნდოდათ ვისგან და რისგან გვათავისუფლებენ, ამის ფასად, ამხელა მსხვერპლის ფასად, თან სულ მშვიდობიანი მოსახლეობა და აბსოლუტური უმრავლესობა რუსებიგააფრინა ამ პუტინმა წყეულიმც იყოს, უკუნითი უკუნისამდეარავინ არაფერს არ გვიშლიდა, ვცხოვრობდით ჩვენთვის, ვმუშაობდით, რუსულად ვლაპარაკობდით, ვინ ბანდერა, რა ბანდერელები, მე ეგენი მისდღემში თვალით არ მინახავსთუ არადა, ხარკოვის 1805 წელს აშენებული ხარკოვის უნივერსიტეტი, ბანდერამ და შუხევიჩმა ააშენეს, მიწასთან რომ გაასწორა ამ იდიოტმა?… 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბეს და გაანადგურეს, 100 ბერი და მონაზონია მოკლული, ვისი იყო ეს ეკლესიამონასტრები, ის ბერები და მონაზვნებიც რუსები იყვნენაქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, როდის ვყოფდით ერთმანეთს უკრაინელები და რუსები რომ ასე ამოგვეხოცა ერთმანეთი?.. მხოლოდ ხუმრობის დონეზე – „ხახოლებიდამოსკალები“… რუსეთში რომ ვიყავი ხახლუშკას მეძახდნენ, აქკაცაპკას…“, ვხუმრობდითვცხოვრობდით მშვენივრად

არასოდეს, არასოდეს მე ამას პუტინს და რუსეთს არ დავუვიწყებ და არ ვაპატიებშენიანი რომ გაგიმეტებს, ათჯერ მტკივნეულია. თან რისთვის, რისი გულისთვის, ამდენი მსხვერპლი, სისხლი, ჩახოცილი ქალები, ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოქალაქეები

რომც მოვინდომო, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პატიება, როგორ მოვახერხებ ამისთვის ვიწვალე, ვიშრომე და ვზარდე შვილები, რომ 55 წლის ასაკში საკუთარ ქვეყანაში დევნილი ვყოფილიყავი და ქუჩაში დავრჩენილიყავი?

მღვდელი, პროტოპრესვიტერი ვოლოდიმერ კოსკინი: მე რუსი მართლმადიდებელი მღვდელი გახლავართ, მარიუპოლიდანმარიუპოლმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღორატომღაც ყველაზე მეტად გაგვიმეტეს, მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლი ტრადიციულად ყოველთვის რუსული, რუსულენოვანი ქალაქი გახლდათამას რამდენიმე სავარაუდო მიზეზი აქვს ალბათ, პირველი ის, რომ რუსეთი ცდილობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა აზოვის ნაპირზე გასულიყო და ყირიმის შემდეგ, აზოვის ზღვაც გადაეკეტა უკრაინისთვის და თანაც პლაცდარმი შეექმნა მომავალი დარტყმისათვის ოდესაზე და შემდეგ დნეპრისპირეთზე გასასვლელადდა მეორეც, რატომღაც არ მოელოდნენ რუსულენოვანი მოქალაქეებისგან, ასეთ გააფთრებულ და სასტიკ წინააღმდეგობას, ვერ წარმოიდგინეს, რომ ჩვენ მათგან განსხვავებით, არ გვსურს მონობაში და ვიღაც გაბოროტებული დიქტატორის ტირანიის ქვეშ ცხოვრებარომ ჩვენ ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას, სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობთ, რომ ჩვენ თავისუფალი მოქალაქეები ვართ, თავისუფალი ნებით და თავისუფალი არჩევანით. სწორედ ეს არ გვაპატია რუსეთის იმპერიამ, სწორედ ამას არ პატიობს უკრაინას, საქართველოს, ბალტიისპირეთს, მოლდოვასრწმენას, თავისუფლებას, ნებას, სილაღეს, მათ გარშემო ყველაფერი გაჭუჭყიანებული, გაუბედურებული და სასოწარკვეთილი უნდა იყოს ისეთივე, როგორიც რუსეთის იმპერიაათუ არადა, მოვა, დაგბომბავს გაგანადგურებსროგორც გაანადგურა ჩემს თვალწინ, ჩემი მშობლიური ულამაზესი, საპორტო ზღვისპირა ქალაქი. დაანგრია ჩემი ეკლესია, ამომიხოცა, გამინადგურა და ლტოლვილად მიქცია მრევლი

მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მზად ვარ მივუტევო და უარი ვთქვა შურისძიებაზე, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებ იმას, რომ მათ დედა მომიკლესმათ დაბომბვას შეეწირა ჩემი მოხუცი დედა, ძლივს ვიპოვე და იმ დაბომბვების ქვეშ, ნამდვილ ჯოჯოხეთში, ძლივს ავუგე წესი და მიწას მივაბარე ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ტანჯულ სულსისევ ჩემს მეზობლებს გაახარებს ღმერთი, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დამიდგნენ გვერდში და დედის დაკრძალვაში დამეხმარნენვიმეორებ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და სასულიერო პირი, ვალდებული ვარ მივუტევო და მომიტევონ დედის სიკვდილიუარს ვამბობ ჩემი საწყალი დედის გამო სისხლის აღებაზე, მაგრამ ამავე დროს არასოდეს არ დავივიწყებ ამას და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩემს შთამომავლებს მოვუყვები, ვიდრე პირში სული მიდგას და ცოცხალი ვარ, ვინ მოკლა დედაჩემი, მათი ბებია და დიდი ბებია, ვინ არის მათი მტერი და რას ნიშნავს რუსეთის იმპერია

ჩვენ საკმაოდ დაზაფრულები ვუსმენდით, უკრაინელი, რუსი მღვდლის ინტერვიუს თუ აღსარებასკაი მაღალი, კარგად ასხმული, ახალგაზრდა მღვდელი იყო, სლავ სასულიერო პირზე მეტად კავკასიელ მუჯაჰედს ჩამოჰგავდა. როგორც მერე აღმოჩნდა, გუმანს მაინცდამაინც არ უღალატიაგამომშვიდობებისას დაგვლოცა და უცებ პატარა ბიჭივით ეშმაკურად, გონივრულად გაგვიღიმა და გამოგვიცხადა:

ისე, რომ იცოდეთ, მეც თქვენსავით ქართველი ვარ, მამაჩემი პაპუნაშვილი იყოოდა ვიდრე მე და გოგა დაბნეულები თვალებს ვაფახულებდით და ხან ერთმანეთს ვუყურებდით და ხან უცებ ქართველად ქცეულ, უკრაინელ, რუს მამაოს, პროტოპრესვიტერმა ვოლოდიმირმა, პირჯვარი გარდაგვსახა, დაგვლოცა და ანაფორის ფრიალით გაგვშორდა

როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ სასტუმროში, უამრავი სხვადასხვა ბედისა და ხასიათის დევნილი ცხოვრობდა ზოგი ხალისით გვეკონტაქტებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ დღეებში ყველაზე მეტ ყურადღებას ერთი მოხუცი ქალი იქცევდა, რომელიც დღიდან დღემდე, დილიდან საღამომდე, სულ ერთსა და იმავე ადგილას იჯდა ფეხმოუცვლელად და არა მარტო ჩვენ, საერთოდ არავის ელაპარაკებოდა.