უკრაინული დღეები - 18 მაისი

ბექა ქურხული

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

18 მაისი

გამთენიისას დაბომბვამ გამაღვიძა. სერიოზულად დაგვიშვეს. იმდენად ახლოს ცვიოდა ჭურვები, რომ აფეთქებების ბათქი, განგაშის სირენების ხმას ახშობდა. ამხელა შენობამთელი სასტუმრო ერთიანად ზანზარებდა. ფანჯრებზე სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული, .. „სვეტამასკიროვკა“, მაგრამ, ოდნავ შემოპარულ სინათლის სხივებზე მაინც მივხვდი, რომ სულ ახალი გათენებული იყო

პირდაპირ გარიჟრაჟზე დაგვცხეს ჩვენმაერთმორწმუნეებმადაუკრაინელების მოძმერუსებმააი ეს იყო მძინარე და მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვა და არა ცხინვალი, როდესაც ჩვენვე გვაბრალებდნენ და თავისივე დაბომბილს, ცეცხლში გახვეულ გორის კადრებს აჩვენებდნენ მთელს მსოფლიოს და ახლაც ყურში მიდგას იმ გორელი ქალბატონის ხმა ქართულად რომ დაჰყვირის თავისი მოკლული შვილის ცხედარს: „მიშველეთ ხალხოო…“. ამ საშინელებას, ჩვენს მიერ დახოცილ ოსებად ასაღებდნენ და ასე აჩვენებდნენ ეს მართლა ნაძირლები

 დაბომბვა არ წყდებოდა. მომეჩვენა რომ აფეთქების ხმა უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა. გადავწყვიტე გოგა გამეღვიძებინა. თავგამოდებით კი ვემარიაჟებოდით ერთმანეთს, როგორ არ გვეშინოდა და როგორი თავზეხელაღებულები ვიყავით, მაგრამ მაინც სასწრაფოდ წამოვხტი ჩემი მატრასებიდანოთხი მატრასი მქონდა ასე ორიორზე დადებული და ერთმანეთს მიმდგარი მეტი კომფორტისთვის, მაგრამ ძილში ბევრს თუ ვიწრიალებდი, ერთმანეთს შორდებოდნენ და შუაში ვიჩხრიკებოდი

სასტუმროს ჰოლიდან გაფაციცებული მოძრაობის ხმა შემოდიოდა, მოგუდული ლაპარაკი და გადაძახილ გადმოძახილი ისმოდა. აქ ჩასახლებული ლტოლვილები გამალებით მიიჩქაროდნენ თავშესაფარში, თან ცდილობდნენ, მშვიდად ჩუმად და დაწყობილად ემოძრავათერთმანეთს ეძებდნენ, ატირებულ ბავშვებს ამშვიდებდნენმათ უკვე იცოდნენ რას ნიშნავდა აფეთქების ტალღების ასემოჩვენებითიმოახლოება, როდესაც, ამხელა შენობა კალათბურთის ბურთივით იწყებს ხტუნვას და მასიური ფანჯრები ისე, ზრიალებენ ლამის ჩარჩოებიდან ამოვარდნენმათ უკვე გამოვლილი ჰქონდათ სუმი და ხარკოვი, ლისიჩინსკი და ბახმუტი, სევერნოდონეცკი და ხერსონი, მარიუპოლი და მელიტოპოლი

გოგას ოთახის კარზე მივუკაკუნე და შევაღე, უნდა მეთქვა: – გავედით აწი ჩვენც, ამ ბეტონებში არ ჩავიმარხოთთქო

ჭყონია გულაღმა იყო გაშხლართული, ხელები ისე გაეშალა, თითქოს თავის მატრასზე, ძილში წონასწორობას იცავსორომ გაიღვიძა, გამომიტყდა, რომ მართლაც ასე უწევდა ძილში წონასწორობის დაცვა, რომ არ ჩამოვარდნილიყო და ისე მაგრად ხვრინავდა, თვით დარბაისელი პორთოსიც კისამი მუშკეტერიდანათი წუთი ტაშს დაუკრავდა.

 გოგა!… – გოგაა! – დავუძახე საკმაოდ ხმამაღლათქვენც არ მომიკვდეთგარედან აფეთქებების ტალღა აზანზარებდა სასტუმროს ოთახის ფანჯრებს, შიგნიდან ჭყონიას ომახიანი ხვრინვა

ეჰვიფიქრემძინარე ადამიანის გაღვიძება ცოდვაათუ არადა, ნაპოლეონისა არ იყოს, ერთ თავის ადიუტანტს რომ მიმართა, რომელიც დაბომბვისას, ყოველი აფეთქებისას წელში ორად იხრებოდა: – „ე სუდარ, ზრია უტრუჟდაიტე სებია პაკლონამი, ა კარტეჩ ვედ ვსიო რავნო ნაიდიოტ ვინოვატოვა…“. მართლაც და თავის წილ ჭურვს სიკვდილსა და ბედისწერას ვინ გაჰქცევია, რომ მე და ჭყონია გავქცეოდით 

გამოვბრუნდი და ისევ ჩემს მატრასებზე გავიშხლართე, ეგრევე ჩაცმულდახურული საბრძოლველად და სასიკვდილოდ გამზადებული. თან კარი ღია დავტოვე, თუ რამე შემოგვიფრინდებოდა და მეტნაკლებად მთელები გადავრჩებოდით, კარზე ჯაჯგურში არ დამეკარგა ძვირფასი წამები

სასტუმროს ჰოლიდან უკანასკნელი ხმებიც შეწყდა. ეტყობა ყველანი ჩავიდა თავშესაფარშიბოლოს თითქოს ძაღლის წკმუტუნში გადარეული ყეფა ჩამესმა

ვიწექი ასე მთელს სიგრძეზე გაშლილირატომღაც ძაღლის წკმუტუნმა ყველაზე მეტად დამასევდიანა. ჩემი ლაბრადორი, „როკიგამახსენდამერე ჩემი ოჯახი, ცოლშვილი, ძმები, მეგობრები და შავბნელმა ფიქრებმა შემიპყრო. არც ძველ ფხოველ მოთარეშეს, არც საბურთალოს უკვდავი და მრავლისმნახველი ქუჩების შვილს რომ არ ეკადრება, ისეთმა შავბნელმა ფიქრებმათან რუსებიც არაფრით ცეცხლს არ წყვეტდნენ, ისევ უშურველად გვბომბავდნენ ეს ბოლო კახპის გაგდებულები

ხუმრობა იქით იყოს და მართლაც რომ შემოგვივარდეს, ერთი, დედაატირებული რუსული რაკეტა და გაგვწიოს საიქიოსკენ, დამრჩეს განზე ჩემი განთქმულიფარტიდა იღბლიანობა, რითაც ასე მომაქვს თავი, მერე სად მივდივარ?.. აი, ღირს?… ღირს ის, რასაც ვაკეთებ?.. ან, რომ ავიყოლიებ ხოლმე ამ ხალხს, ანრიც მე გადმომყვა 1999 წლის შემოდგომაზე, პარტიზანებთან ერთად აფხაზეთში და გალში და გოგაც მე წამომყვა ახლა, 60 წლის ასაკში, თორემ თავისი წილი აფხაზეთიც მოვლილი აქვს და 2014 წლიდან მოყოლებული აქამდე უკვე ორჯერ იყო უკრაინაში, დოკუმენტური ფილმიც აქვს გადაღებული კიევის ცნობილ მაიდანსა და დონბასზე

დედამისს, თინა შონიას, რომელიც 80 წლისაა, უკრაინაში წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გულზე უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს, ჩვენ კი დავტოვეთ ასე და წამოვედით!.. ცოლი რჩება, შვილი, შვილიშვილი 

მე ხომ მთელი ცხოვრება, 16 წლიდან სისხლი გავუშრე მთელ ჩემს ოჯახსახლა ჩემი შვილი სანდროა 16 წლის, კაი ვირგლა გაიზარდა ესეც, ლამის ჩემ სიმაღლეა და ქუჩაში გასულს, ოდნავ რომ დააგვიანდება ჭკუიდან ვიშლებითავად კი მთელი ცხოვრება ასე გავტანჯე ჩემი ცხონებული მშობლებიჩემი უმცროსი ძმებილექსოს მთელი ბავშვობა გავუმწარე, სულ ჩემს მოლოდინში იყო, ახლა 37 წლისაა და ისევ ამ დღეში მყავსვეღარ მიტანს უკვე, აღარ მელაპარაკებაახლა ჩემი ცოლშვილი გადავრიე, ავღანეთი კაიპატარები იყვნენმაგრამ გაიზარდნენ და ახლა ამათ ვანერვიულებ!.. მართლა რო დავიბრიდო, ჩამიტანონ დამდგან თბილისში, ქაშვეთია ახლა მოდაში და ეს საწყალი მარიამი, სანდრიკა და ფეფო, პირდაღებულები და ატირებულები ამ ჩემს კუბოსთანფაქტობრივად ქუჩაში დარჩენილები, ხომ ბოლომდე დავუნგრევ ცხოვრებას, ჩემს ერთადერთ შთამომავლებს, ჩემს სისხლსა და ხორცს

და რა ღირს ამად?… რა ღირდა ჩემი მშობლების ტანჯვად და ნერვიულობად?… რა ყველაზე კეთილშობილი და კარგი ადამიანი ვარ?… არა, არანაირადყველზე მეტად მიყვარს სამშობლო?… არა, რა თქმა უნდა, ძალიან ჩემი ქვეყანა და ძალიან ქართველი ვარ, ვისაც გინდამოეწონოს, ვისაც გინდაარ მოეწონოს, მარცხენა ბეჭზე მახატიან თავის ფსევდოგლობალური აზროვნებითდამსოფლიო მოქალაქეობით“… მარა ერთი ამ საქართველოს ოხერი და უპატრონო, საკუთარი შვილებიჭამია დედაც ვატირე რა ბოლოს და ბოლოსმაიცა ჩემი შვილები ჩემები არ არიან? … ჩემი ცოლი მარიამი ჩემი არ არის?… ჩემი ძმები ჩემები არ არიან?… ჩემი ძმაკაცები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიტანენ, ნერვიულობენ და ზრუნავენ და ახლაც თავის უკანასკნელ კაპიკებს აქ მიგზავნიან?.. რა მიღირს ამად?.. რა მინდა?… საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სახელისა და დიდებისათვის?… კი გვჭირს ქართველებს ეგ: „ხოლო არიან ქართველნი მოყვარულნი სახელისა და დიდებისათვის ეგზომ, რომ არღარა დაზოგონ არცა მეფე თვისი, არცა სამშობლო თვისი..“. მაგრამ ეს სახელიც ასე თუ ისე მაქვს და თუ მეტი მინდა, სულაც არ არის აუცილებელი დნეპრში, ვადიმ გეფტერის ლტოლვილებით სავსე სასტუმროში ან ბომბაუბეჟიშჩეში ჩამარხვა, უამისოდაც შეიძლება, ამ ტიტულების და ცენზის მოპოვება. ახერხებს ხალხი, რაღაცას ჩალიჩობს, წვალობსმაგარი ბიჭი ვარ?… კი მაგარი ბიჭი ვარ, მაგრამ ჩემზე მაგარი ბიჭებიც იყვნენ, თუმცა მათმა უმრავლესობამ დიდი ხანია წინ გამასწრეს და უკვე საიმედოდ არიან დაბინავებულები წმინდა სასუფეველშიაბა რა მინდა? რას ვაკეთებ?… არა ვარ მე იმის სულელი, ვფიქრობდე, რომ რეალურად რამე გავაკეთე, ან ახლა ვაკეთებ რამეს, ან აფხაზური რეიდებით რა შევცვალე და რას ვუშველე, ან კოდორის ხეობაში გადასვლითან ცხინვალი რით დავიცავი, რა უშველა ჩემმა წანწალმა დიდი ლიახვის ხეობაში?.. ან პანკისში, ინგუშეთში და დაღესტანში გადასვლამ რა შეცვალა, ან ჩემმა ჩრდილოეთ კავკასიურმა ყონაღობამ და ნაბეგებმა?… რომელი აჰმად ხუჩბაროვი, ბაისანგურ ბენოელი და ჰაჯიმურატი მე ვარ?… ან ამ უკრაინას რას ვუშველი და რას ვუკეთებ იმის ფასს, რასაც ჩვენი დაღუპვით, ამდენ ხალხს, ამდენ ოჯახს დავმართებთ?.. კარგი ვწერე, დავწერ და აგერ ახლაც ვწერ, მაგრამ ჯერ ერთი ვარლამ შალამოვისა არ იყოს მწერლობით და ლიტერატურით გადარჩენილი სამყაროსი არც მე მჯერა. აგერ არ ვართ, რაცხა გადარჩენილები ვართ?… და მეორეც ერთი, იქნება და მართლებიც არიან ეს ჩემი კრიტიკოსები და ვატრაკებ და მიხარია?..

და რატომ არ მტოვებს შეგრძნება, რომ ამჯერად თითქოს გამოვეპარე გარდაცვლილ მამაჩემს და დედაჩემს და გადასარევად და უსინდისოდ ვსარგებლობ იმით, რომ ვეღარ მეჩხუბებიან და ვეღარ ინერვიულებენ?.. უფრო სწორად, მე ვეღარ ვიგრძნობ აქ, როგორ ნერვიულობენ იქ და ასე უნამუსოდ ვსარგებლობ ამით და ახლაც დავტყდი უკრაინაში, ჯიუტად და უკანმოუხედავადნუთუ ობლობასაც თავის კომფორტი აქვს, თუნდაც იმას, რომ სახლიდან გასულს, ისე როგორც 42 წლამდე, დედაჩემი აღარ გამომენთება, ეგ გაიხადე, არ გიხდება და აი ეს ჩაიცვიო

დედასთან და მამასთან მინდა ვაადა საერთოდ არ მაინტერესებს ეს კალენდარი – 47 წლის ვარ თუ-7-ის

გამოღებულ კარში ნამძინარევი, გაბუჟებული და მატრასზე წოლისგან წელგაკავებული ჭყონია ჩამოდგა

არ დააქციეს ქვეყანა დილაადრიანად ამ ბოზიშვილებმა?… არ დამაძინეს, ჩამეძინებოდა და ბუუდა ბუუუდა ამ ვადიმას კიდედაგვყარა ამ მატრასებზეჰაერში მძინავს ბლიადადე ჰა გავიდეთ, სიგარეტი გამითავდა იქნება ვიშოვოთ სადმე

ავდექი და დასტოინი გაკრეჭილი სიფათით დავიძარი კარისკენ

ღირს მარაა

პასპორტი არ დაგრჩეს ჭყონიიქით დავარიგე გოგა, თითქოს სულ ერთი წუთის წინ მე არ მინდოდა დედასთან

მაგასაც უნდა თინასთან, მარა რას გამოტეხ, ამპარტავანი გურულია.