უკრაინული დღეები - 15 მაისი

ბექა ქურხული

პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი

15 მაისი

დილიდან ვემზადებით და ვიბარგებით. გოგას ძმაკაცმა, ვადიმ გეფტერმა უნდა გამოგვიაროს და დნეპრში წაგვიყვანოს. ვადიმ გეფტერზე უკვე მოგიყევით. 13 ივნისს კიევში ჩამოსვლისთანავე დაგვადგა, პარკებით დახუნძლული. როგორც გითხარით, კაი ყოჩაღი ჩასუქებული ჯეელი იყო,  ბიზნესმენი, პოეტი, პროდიუსერი, ბარდი და ებრაელითავისი ებრაელობით ძალიან ამაყობდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის  ეთნიკურ წარმომავლობას… 2014 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად დონეცკში თითქმის მთელი თავისი ქონება და ბიზნესი დაკარგა, მაგრამ  ყურები არ ჩამოუყრია, დნეპრში გადმოვიდა, რომელიც უკრაინაში იმ  თვიდან, ვაჭრობისა და ბიზნესის ერთერთ მთავარ ცენტრად მიიჩნეოდა და მიიჩნევაოლიგარქ ბენია კოლომოისკიდან დაწყებული, მოსახლეობის 70-პროცენტზე მეტი, ეთნიკური ებრაელიაასეთი ხუმრობაც კი აქვთ – „ი ტი ციგან ი ია ციგან, ობა მი ევრეი…“ ვადიმაც დნეპრში გადმოვიდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო და ისევ გამოუვიდა.

     თავიდან მაინცდამაინც თვალში არ მომივიდა ვალერი სერგეევისგან და დმიტრიი დოლგოვისგან განსხვავებით. ძალიან აქტიურობდა, ბევრს ლაპარაკობდა და ბევრს ბლატაობდა. ამ ორი დღის წინაც  ყოჩაღად შემოგორდა, ამხედდამხედა სათვალიდან ბეცი თვალებით და კატეგორიული და პრეტენზიული ტონით მკითხა – „შალომ…. ნუ კაგდა ატკრივაემ ვტაროი ფრონტ?..“ ვიგრძენი, როგორ გავცოფდი და ხაზგასმულად წყნარად და ხმადაბლა დავიწყე… „მისმინე ძმა…“ გოგამ შეშფოთებულმა შემომხედაიცის, ასე ხმადაბლა როცა ვიწყებ ხიხინს, უკვე ძალიან მომიარეს… „მისმინე ძმა, ჩვენ 30 წელია უკვე, მეორე ფრონტიც გახსნილი გვაქვს, პირველიც და მესამეცდა არავისგან, რუსებთან ომი არ გვესწავლებააქაც უკრაინაში  2014 წლიდან მოყოლებული თვითონ უკრაინელების მერე ყველაზე მეტი ქართველი ომობს და მსხვერპლიც, შესაბამისად, უკრაინელების მერე ყველაზე მეტი ქართველებს გვაქვს. კი ძმაო, აფხაზეთში 300 უკრაინელი იბრძოდაუნაუნსოდანჩვენს მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ და მთელი ცხოვრება მადლობლები ვართ, მაგრამ უკრაინაში 2000 ქართველი რომ იბრძვის და ჩვენც აგერ აქ ვართ, არა უშავს?.. თუ 45-მილიონიანი უკრაინიდან 300 კაცი და 3-მილიონიანი საქართველოდან 2 000 კაცი  ერთია?.. თუ არადა, 2008 წელს, თქვენ რატომ არ გახსენით მეორე ფრონტი?.. თუ მაშინ ყირიმი არ ჰქონდათ რუსებს წაღებული. თან, სხვათა შორის, ერთი ტყვიის გაუსროლელად  დამაია ხატა ს კრაიაიყო?..  აქ 2014 წელს რომ დაიწყეთ ლენინის ძეგლების მოხსნა ჩვენთან უკვე 1988-1989  წლებში არც ერთი კომუნისტური ძეგლი აღარ იდგა საქართველოშიმეთქი..“  ტა ია ტე უმოლიაუ ნე მოჟეტ ბიტ?“  განცვიფრდა ვადიმაეგ არის  გამოვიჭირე და უპირატესობა მოვიპოვეო, მაგრამ გოგამაც დაუდასტურა უდავო ჭეშმარიტება – „კი ნამდვილად ასე იყოო…“ „ტა კტო ვამ პაზვოლილ, ტოგდა ჟე იშჩო ბილ სოვეცკი საიუზ“, – ჭყიტა თვალები სათვალიდან ვადიმამ – „ნამ ნიკტო ნიჩეგო ნე პოზვოლიალ, მი სამი სებია პაზვოლილი“, – ვუთხარი სუფთა თბილისური გონორით და  ხაზგასმულად ქართული აქცენტით.  თან გუნებაში  ჩვენს ლაჩარ დააბა, ომი გინდათხელისუფლებასა და მთავრობას კაი ნარჩევი მრავალსართულიანი კახურით ვუკურთხავდი, აქ რომ  თავს მამართლებინებდაკაი, რაის მეორე ფრონტი, მარა ხმა მაინც ამოიღე შეჩემისა, ისე ტყუილა მაინც  გააჩმახეგრუზინულად,“ ყასიდად მაინც გაშალე ხელები და დაძაბერა გაშინებს, რაღა გვაქვს დასაკარგი? მარა მაგათ აქვთ კი თუ აქვთ დასაკარგი, სავსე გეჯასა და გობში აქვთ დინგი ჩაყოფილი და ამოღება ენანებათ  მოკლედ, ისე გავახურე, რომ გოგაც შეწუხებული სახით მიყურებდა, ვადიმამაც  ლადნა ნავერნოე ია ნე პრავილნა  პოსტავილ ვაპროსოჩაიბურტყუნა და კაი გვარიანად შევიძულეთ ერთმანეთი

        დნეპრში წასვლამდე მე და გოგა ოლეგ ბელიის შევხვდით. 2014 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთსახლა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში. ვუთხარით, რომ აკრედიტაციის პრობლემა გვქონდა. ისიც ვუთხარით, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ, ყველაზე პრობლემურ და რთულ ადგილზე იყავით მზადისიც ვუთხარით, რომპუბლიკამჯერ კიდევ 20 აპრილს გადმოაგზავნა ჩვენი პასპორტი და ყველანაირი მონაცემები აკრედიტაციისთვის, ყველაფერი აქ უნდა იყოს, მაგრამ დღემდე პასუხი არ ჩანს და იქნება დაგვეხმაროთო

       ოლეგ ბელიიმ გოგა ეგრევე იცნო, საკმაოდ მეგობრულად შეგვხვდა, ჩვენს პასპორტებს ფოტო გადაუღო, ყველანაირ დახმარებას შეგვპირდა, გამოგვემშვიდობა და გაქრა. აღარც გამოჩენილა 

      დნეპრი კიევიდან სამხრეთაღმოსავლეთით 450 კილომეტრშია და უკვე საკმაოდ ახლოს არის ფრონტიდან. თუმცა ეს ფრონტის  ცნებაც საკმაოდ პირობითია. უკრაინაში ლვოვი და გალიჩინა თითქოს საკმაოდ მოშორებულია საბრძოლო მოვლენების ეპიცენტრს და ღრმა ზურგად მიიჩნევა, მაგრამ 13-ში დილით, ანუ სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩვენ მატარებლით გამოვედით, მაგრად დაბომბეს. პირდაპირ კასპიის ზღვიდან სამხედრო გემიდან გაუშვეს სარაკეტო კომპლექსიისკანდერებიდა თითქმის 5000 კილომეტრში დაარტყეს ლვოვს. იმ სამხედრო ეშელონს უმიზნებდნენ, რომელიც  ევროპიდან, კერძოდ, პოლონეთიდან  შემოვიდა და იმ ღამეს  ჩვენმა მატარებელმა გამოატარა, მაგრამ ააცილეს მაგ გოიმებმა და ქალაქის გარეუბნებს დაარტყეს, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ლვოვი ომის დაწყებიდან მანამდეც რამდენჯერმე დაბომბეს. რამდენიმე დღის წინ დნეპრის სარკინიგზოვაგზალიცმაგრად დაადუღეს, სადაც ახლა ჩვენ მივდიოდითასე რომ, დღეს უკრაინაში, როდის რომელ მხარეს გამწვავდება ვითარება და რომელი რეგიონი იქცევა საბრძოლო მოქმედების ეპიცენტრად, ვერ  გაიგებ. საათებში, და ლამის წუთებშიც კი, რადიკალურად იცვლება ვითარება. როგორც ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, ყველაზე  მეტად რუსებთან მიჭირს ბრძოლაც და ურთიერთობაც, რადგან ნებისმიერ წუთს შეიძლება ისეთი იდიოტობა ჩაიდინონ, რომელიც არც ერთ ლოგიკაში არ  ჯდება და ვერაფრით ვერ აჰყვებიო.

მთელი გზა კიევიდან დნეპრამდე ბლოკპოსტებით არის მოფენილი. ყოველ მათგანზე გვაჩერებენ და გულდასმით გვამოწმებენ. ქართული  პასპორტების დანახვაზე აშკარად კეთილგანწყობილად იღიმებიან და ცდილობენ, თითოოროლა ქართული სიტყვით გამოგველაპარაკონ: „გენაცვალე“… „გამარჯობა“ „ბიდჟო“… „ტბილისი“… ასევე გულდასმით ამოწმებდნენ თანამოქალაქეებსაც, ოღონდ, ყოველგვარი დაძაბულობის, ნერვიულობისა და მით უმეტეს, უხეშობის გარეშე… „ატკუდა ი კუდა?“… „ბუძ ლასკა დოკუმენტი“… „დობროი დროგი“… „დიაკუიუ“… „ნემაზაშჩო“… საავტომობილო ტრასის გასწვრივ, გახურებული ხვნათესვა მიდიოდა. სამხედროები და გამნაღმველები ტერიტორიებია გასუფთავებას, აფეთქებული, დაზიანებული და ჯართად ქცეული ტექნიკისა  და მინდვრების განაღმვას ვერ ასწრებენ, რომ უკრაინელი ფერმერები თავთავიანთი ნაკვეთების დამუშავებას იწყებენ; თან ისეთი მოვლილი, დამარმარებული და ნაპატიები ნაკვეთები და ნათესები აქვთ, დავით კაკაბაძისიმერეთიგაგახსენდებათ.

 ტრაქტორებით ჰპარავდნენ ამ გამოქლიავებულ რუსებს ტანკებს და ჯავშანმანქანებს,  რაშიც,  ტრადიციისამებრ, ციგნებმა გამოიჩინეს თავი. ისინი აქ და სლოვაკეთში  კომპაქტურად ხუტორებში ცხოვრობენ. ახლა გუთნები ჩაუბეს და ხვნათესვას მოჰყვნენ. ამხელა გზაზე თითქმის ყოველ ნაბიჯზე, სასოფლოსამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობდა

     როცა ეს ამბავი აღვნიშნეთ, ვადიმას მძღოლი („ვადიკას ვაძილა“) მოგვიბრუნდა და გვითხრა: „ეს რა არის. აქ შედარებით სიმშვიდეა. ხარკოვში, სუმთან, ზედ ფრონტის ხაზზე, ოდნავ შეწყდებოდა თუ არა ცეცხლი, გლეხები თავიანთ ნაკვეთებში შერბოდნენ და  კარტოფილის თესვას იწყებდნენ. ჩვენი სამხედროები მიუცვივდნენ:  თქვენ ხომ არ აგირევიათ, ჭურვები გადადიგადმოდის, აფეთქებებია, ტყვია წვიმს, რა დროს კარტოფილი და თალგამიაო?“… „აბა, შენ დამირგავ კარტოფილს, თუ შენ აჭმევ ამ ზამთარს ჩემს ცოლშვილს?! დაიკარგეთ აქედან, წადით,  ჩემი საქმის მე ვიციო…“ „ვიშ, ხახოლ კაკოი…“ დაუფარავი სიამაყით დაამთავრა მოყოლა.

     გზაში ძალიან ცუდი ამბავი დაგვეწია. ხარკოვის ქვემოთ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა, ღმერთმა სული გაუნათლოსყველას ძალიან წაგვიხდა ხასიათი, ქართველებსაც და უკრაინელებსაც

     გასაგებია, რომ ომია, მაგრამ თითოეული ქართველი თუ უკრაინელი მებრძოლის დაკარგვა სამოქალაქო პირების, ქალებისა და ბავშვების ასე მასობრივი დაღუპვა, პირდაპირ ღია ჭრილობას, მოუშუშებელ ტკივილს ტოვებს თითოეული ჩვენგანის სულში. მართლა წარმოუდგენელია ამდენი უაზრო მსხვერპლი, საქართველოდან და საერთოდ კავკასიიდან მოყოლებული, უკრაინით დამთავრებული, როგორ უნდა შერჩეს  პუტინს და პუტინისტურ რუსეთს, როდესაც 22-ე წელია, მთელი მსოფლიოს თვალწინ, აურაცხელი  ფაქტებით, ფოტო და ვიდეომასალით დადასტურებულ სამხედრო დანაშაულებს სჩადის. რა ნიურნბერგის პროცესი და ჰააგის სასამართლო ეყოფა და აუვა ან დღემდე რაღას ეთამაშებიან და კოჭს უგორებენ ამ ბოტოქსიან მანიაკს, რომელმაც თითქმის ნახევარი მსოფლიო, თავისი პარანოიისა და შიზოფრენიის მძევლად აქცია. 

      დნეპრში ვადიმამ იმ სასტუმროში განგვათავსა, სადაც აღმოსავლეთ უკრაინიდან გადმოხვეწილი ლტოლვილები იყვნენ დაბინავებულები.

     საღამოს ფრონტიდან ახლად  დაბრუნებულ სამხედროებს შევხვდით, ვადიმამ სუფრა გაშალა მათ პატივსაცემად. რა თქმა უნდა, უხვად იყო ნაირნაირი ჰორილკა და სალაწინა ხაზიდან გამოსული ბიჭები დიდი სიამოვნებით მიუსხდნენ სუფრას და მესამე ჭიქის შემდეგ უკვე ერთმანეთს აღარ აცლიდნენ იმის მოყოლას, მორიგი დაბომბვის დროს ვის რა რეაქცია ჰქონდა, ვინ სად აფარებდა თავს, ვინ სად ჩახტა, ვის ჩაი გადაექცა, თან სიცილით კვდებოდნენ 

     სადღაც, მგონი, უკვე ნათქვამი და დაწერილიც მაქვს  (ვიცი ხოლმე ასე ჩახვევა და ერთი და იმავეს გამეორება), რომ არსად იმდენს არ იცინიან, რამდენსაც ომში და რაც უფრო უახლოვდები ფრონტის ხაზს და ე.. „ცხელ წერტილსთუ კონფლიქტურ რეგიონს, მით უფრო მაგარი ადამიანები გვხვდებიანარ ვიცი, ფსიქოლოგიურად რა ხდება, რა იწრთობა ამ ცეცხლის ალშითითქოს სიკვდილის წინ დარჩენილი ადამიანი უფრო ალალი, ნამდვილი და ნაღდი ხდება და აღარ სცალია, ვეღარ იცლის ამ ათასნაირი ყალბი ნიღბის, პოზების, ბითურული თამაშის, ეგოცენტრიზმისა და სიხარბისათვისრა სიხარბე და რისი ვერაგობა, მიიღებს მიქელგაბრიელი 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის სახეს, მოფრინდება და გაჩვენებს, რა ძვირი ღირებულა სულ პატარა ჩაღრმავებული ადგილი; გაცილებით ძვირი, ვიდრე ნებისმიერი ლამბორჯინინი ან იახტარა გემრიელი და სურნელოვანი ყოფილა უბრალო შავი მიწა;  გაცილებით გემრიელი და სურნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი დელიკატესი ანშანელი“, „გუჩიდაბოსიდა რა პატარა და უმწეოა ჩვენი დედამიწა; გაცილებით პატარა და უმწეო, ვიდრე ჩვენი ახლად დაბადებული შვილებიმით უმეტეს, როცა ეს მართლა პუტანას  გაგდებული პუტინი, ყველა სამხედრო კონვენციით აკრძალული ფოსფორის მანათობელი ჭურვებით რწყავს ყველაფერს, რომელიც თუ მოგვხვდა, უბრალოდ, ვერ ჩააქრობ, ვერც წყლით, ვერც ვერაფრით, შიგნიდან იწვის და საშინელი წამებით გკლავს. ასევე დაუნდობლად ანადგურებს და ასახიჩრებს დედამიწას, ნებისმიერ მცენარეს, ნებისმიერ სულიერ არსებასყველაფერს

    ალბათ, ამ საშინლად მკაცრი და დაუნდობელი სინამდვილისა და სინაღდის გამო იზიდავს ფრონტის ხაზი, და სამართლიანობისა და ღირსებისათვის ბრძოლა ადამიანებს, მათ შორის, ძალიან მაგარ შემოქმედებს  და ჰუმანიტარებსაც  სერვანტესით, სეხნია ჩხეიძით, დავით გურამიშვილით, ბაირონით, ლევ ტოლსოტოით, დავით კლდიაშვილით,  ერნესტ ჰემინგუეითა და ჯერომ სელინჯერით მოყოლებული.

     უკვე გარეთ ვიყავით გასულები, როდესაც განგაშის სირენა ჩაირთო. თან ისე მოგუდულად და სხვათა შორის კი არა, როგორც კიევში, რომელიც 4-მილიონიანი ქალაქია, უზარმაზარ სივრცეზე გაშლილი და  თუ რომელიმე შორეულ უბანს ურტყამენ, ხმა შორიდან გესმის, აქ ყურის ძირში და გამაყრუებლად აყმუვლდა. საგანგაშო სიგნალი, აზანზარებდა იქაურობას. ლტოლვილებიქალები, ბავშვები და მოხუცები კისრისტეხით  ჩაცვივდნენ თავშესაფარში.. „ბომბაუბეჟიშჩეში“, ჩვენ კი დაძაბულები ავყურებდით დნეპრის შავად ჩაკუნაპეტებულ ცაზე მოციალე რამდენიმე მრგვალ, მოწითალომოყვითალო წერტილს – „დრონი, დრონი, ეტა დრონი!..“ დასცა  ყიჟინა  იურა ბერეჟნიჩიმ..

      დრონებიო?.. გამარჯობა შენი!.. ყარაბაღის შარშანდელი ომიდან, შემოვიდა მოდაშიმახსოვს, მუშაობდა საათივითდაფიქსირება, რამდენიმე წამი და ძალიან ახლოს პირადად გაიცნობ ღმერთს და იხილავ განსაწმენდელს,  საზვერეებსა და კიდევ საინტერესო რამერუმებს 

     ჭყონია იმ წუთას ჩემს მობილურს ეცა და გადაღება დაიწყო. სიჩქარისგან საკმაოდ აცაბაცა კადრები გამოვიდა, მაგრამ ამბავი მაინც დაფიქსირდა. ცოტა ხანში, მოციმციმე წითელყვითელმა დრონებმა ცაშივე იბუთქა და გაქრნენ. ისევ უკუნი სიბნელე ჩამოწვა. რამდენიმე ვარიანტი იყოან საბრძოლო, .. „თვითმკვლელი დრონებიიყო და ბეწვზე მოგვისწრო უკრაინის საჰაერო  თავდაცვის უზადო მუშაობამ (იმავე პევეომ – „პროტივა ვაზდუშნაია აბარონამ“) ან სადაზვერვო, რომელიც ასევე უკრაინისპევეომ  გაანადგურა

     თუმცა ჩვენ აღარ  მოვყოლილვართ მაინცდამაინც იმის გარჩევას, რომელი რომელი იყო და გავიფანტებოდით და აირეოდა თუ არა ქართველებისა და უკრაინელების  დაფლეთილი სხეულები ერთმანეთში, აგვხიკავდნენ თუ არა მეორე დილით, სისხამზე, ერთად დნეპრის ქუჩებიდან, სასწრაფოდ შევხტით მანქანებში და მოვხიეთ. გზაში კივადიმას ვაძილასმუტრუკი მძღოლისაი, ხარკოველი ფერმერების ამბავი რომ მოგვიყვა, დაბომბვაშიც რომ არ იშლიდნენ კარტოფილის თესვასდაფეთებული ბანით ნამღერი მოგვყვებოდა, რომელიც შემთხვევით კადრებშიც დარჩა

   შჩოობ პოდავიილის ეტიი უროდიი“…

გაგრძელება იქნება