უკრაინული დღეები - 24 მაისი

ბექა ქურხული

4 მაისი

     დღეს ვალერი ბაბროვიჩს ვხვდებით.

     22 მაისის ჩანაწერებში ორიოდე სიტყვით უკვე მოგახსენეთ ამ ადამიანზე. როდესაც დნეპრიდან კიევში ვბრუნდებოდით,  გოგა მატარებელშივე ცდილობდა თავის ახლობელ თუ ჯერ კიდევ უცნობ, მაგრამ მეგობრებისგან რეკომენდებულ ქართველ და უკრაინელ მებრძოლებთან დაკავშირებას. ეს საკმაოდ რთული ამბავი იყო ზოგს ვერ ვუკავშირდებოდით, რადგან, რეალურად, მტრის ზურგში იყვნენ გადასულები, ზოგიერთი კი, უბრალოდ, თავს გვარიდებდა. ოლეგ ბელიი, თუ ბილიი, როგორც მოიქცა, უკვე მოვყევი 15 მაისს შეგვხვდა,  გადაგვამოწმა,  ჩვენი პასპორტები გადაიღო და გაქრა  აღარც თვითონ გამოჩენილა, აღარც მობილურს იღებდა… „ტა ია ნაბერუ…“ „თქვენს ნომერს ავკრეფ, ანუ დაგირეკავთო…“  უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ზრდილობიანად მოგიშორეს თავიდან

     შეიძლება გვეფიქრა, რომ ე.. აკრედიტაციის უქონლობა გვაფერხებდა, თუმცა აკრედიტაციას არც გვეკითხებოდა ვინმე, არც ისინი, ვინც გვხვდებოდნენ, არც ის, ვინც არ გვხვდებოდა აი, აკრედიტაცია თუ გაქვთ, შეგხვდებით, თუ არა და არაო…“ ეგეთი პონტი ნამდვილად არ ყოფილა

     22 მაისს გოგას ხმა გაიგო თუ არა, ულაპარაკოდ და უპირობოდ დაგვთანხმდა შეხვედრაზე უკრაინის ეროვნულგამათავისუფლებელი მოძრაობისა და შეიარაღებული ბრძოლის პატრიარქი, „უნაუნსოსსაპატიო  მეთაური, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მწერალი, მთარგმნელი და დისიდენტი ვალერი ბობროვიჩი

     ვალერი ბობროვიჩი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და უკრაინაში დაახლოებით ისეთივე ფიგურა გახლავთ, როგორიც ჩვენთვის მერაბ კოსტავა და წარმოიდგინეთ, ახლა მერაბ კოსტავასთან შესახვედრად რომ მიდიოდეთ ან უკრაინელები მიდიოდნენ ვერაზე, კოსტავას ცნობილ ეზოში და პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს სახლში, მასთან შესახვედრად

     ბობროვიჩი წარმოშობით ლვოველი გახლავთ გალიჩინიდან. „უკრაინული დღეებისდასაწყისში, 10 მაისს, ლვოვის აღწერისას, უკვე მოგიყევით, რომ ლვოველების, გალიჩინელების, კარპატელებისა და საერთოდ დასავლეთ უკრაინელებისთვის რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის ტრადიცია ლამის რელიგიის რანგშია აყვანილი და აქაურების უმრავლესობისთვის მთავარი იდეოლოგია გახლავთ!..  ანუ ებრძვიან  რუსეთს არა მარტო უკრაინაში, არამედ ყველგან, სადაც კი საშუალება მიეცემათ:  საქართველოში, მოლდოვაში, ჩეჩნეთსა და ა.

        სწორედ ვალერი ბაბროვიჩს ეკუთვნის ის ისტორიული ფრაზა, რომელიც საოცრად წინასწარმეტყველური გამოდგა.   როდესაც უცხოელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს: რატომ  იბრძვით უკრაინელები, აქ აფხაზეთში, გუმისთის ფრონტზეო, იმიტომ, რომ მერე ჩემს მშობლიურ დნეპრთან არ მომიწიოს  ბრძოლა, რადგან თუ აქ, საქართველოში, სოხუმში,  გუმისთის ფრონტზე დაგვამარცხებს რუსეთი, მერე დნეპრის დაცვაც მოგვიწევს მოსკოვური ორდებისგანომართლაც, ბოლომდე  და თავდადებით იბრძოდა აფხაზეთში, „უნაუნსოს“ 300 მებრძოლთან ერთად. რამდენჯერმე დაიჭრა კიდევაც.  აფხაზეთის ომის შემდეგაც კი, 1997 წელს, ქართველ პარტიზანებთან ერთად რამდენიმე რეიდი მოაწყო კოდორის ხეობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მტრის ზურგში და ამ ამბებზე ძალიან საინტერესო წიგნიც დაწერა სამხედრო მემუარები   ზაპისი უსტაშნოვა სოტნიკა“…

         16 მაისის ჩანაწერებში უკვე ვილაპარაკეთ მეომარ მწერლებზე, მაგრამ, საერთოდ, ამ ნაირნაირ ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და დიქტატორებს (ნუ, შეძლებისდაგვარად, მეტნაკლებად დიქტატორებს ვინც როგორ ქაჩავს ტირანიასა და ავტოკრატიას) კაი ლაზათიანად ჰყავს აგდებული მწერლები და ხელოვანები ასე იყო ყოველთვის და ასე იყო ყველგან    რატომღაც, მიაჩნიათ, რომ, თუ ადამიანი წერს, კითხულობს, ხატავს, უკრავს და საერთოდ შემოქმედი და ინტელექტუალია, ის ადვილი დასაჩაგრია შეაშინებ, დაიჭერ, სცემ, მოკლავ ან უარესი მოისყიდი, ფულს მისცემ, ხუთოთახიან ბინასეტყვი და გაუბედავ: შემოდი პარტიაში, მერე რა, რომ ამ პარტიამ, შენი მშობლები დააპატიმრა და წამებით ამოხადა სული; მერე რა, რომ ობლობისთვის გაიმეტასამაგიეროდ, ჟურნალის რედაქტორად დანიშნავენ; მანქანა მოემსახურება; მწერალთა კავშირის მდივნად დააწინაურებენ; დაიმეგობრებენ; თავიანთ სუფრასთან დასვამენ; გააბოზებენ, მოკლედასე იყო  კომუნისტების დროიდან, ასე იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც და ასეა ახლაცგაჩერდი, თორემ დაგინიშნავ კულტურის მინისტრად, ანუნადზირატელადთეა წულუკიანს, პრემიერმინისტრად ღარიბაშვილს და ნახე, რა მოგივა, თუ ხმას ამოიღებ  და არ დამემორჩილები 

         სულ ტყუილად კი მწერლები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ვიღაცას შეაშინებ, მოისყიდი და მოაღორებ, ვიღაც კი ისეთს შემოგიბრუნებს ხელს, რომ სიფათს აგახევს.   მწერლები იყვნენ გურამ რჩეულიშვილი და ვაჟა გიგაშვილი, 1956 წლის 9 მარტს ლენინის ძეგლს თოფი რომ ესროლეს; მწერალი იყო ადამ ბობღაშვილი, თუშეთში ამბოხება რომ მოაწყო, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ; პოეტი იყო მიხა ხელაშვილი, მთელი ცხოვრება კარაბინი რომ არ გაუგდია ხელიდან; მწერალი იყო ნიგერიელი  უოლე შოიინკა, დიქტატორი აჩაბეს სისხლიანი რეჟიმის დროს, პისტოლეტით რომ შევარდა სახელმწიფო რადიოში პირდაპირი ეთერის დროს და მთელი ქვეყნის გასაგონად იღრიალა:  გონს მოდით, გამოფხიზლდით, გარეთ გამოდით, ნიგერიელებო, მოაშორეთ ეს ნაბიჭვარი დიქტატორი, თორემ დედა  გვაქვს ნატირები…“  მწერალი და ჟურნალისტი იყო  27 წლის  რობერტო ლოპეს პერესი, რომელმაც 1956 წლის 21 სექტემბერს  ქალაქ ლეონში, პირდაპირ სამთავრობო წვეულებაზესმით და ვესონის  38-კალიბრიანი  რევოლვერიდან  7 ტყვია დაახალა  დღემდე ლათინური ამერიკის დიქტატორების  ერთერთ სიმბოლურ სახედ მიჩნეულ დიქტატორ ანასტასიო სომოსა გარსიას, რომელსაც თავად ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი მფარველობდა  (სომოსა ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი) მართალია, 7 ტყვიიდან  3 ააცილა  (მაინც მწერალი იყო)  მაგრამ ის 4 ტყვია, ძაღლის შვილ დიქტატორ სომოსას ჭირადაც ეყო და ლხინადაც, რომ სული ეშმაკისთვის მიებარებინა და ფეხები გაეფშიკაასე რომ, ფრთხილად იყავით, ბატონო დიქტატორებო და პოლიტიკოსებო, პუტინებო და პუტინის სომოსებო, ამ მწერლებიდან ვიღაცას შეაშინებთ, მოისყიდით ან მოატყუებთ, ვიღაცას კი შეიძლება, 38 კალიბრის ტყვიაც გამოსტყუოთთან ისეთებსაც ვიცნობ  ამ მწერლებიდან, ვისაც ნასროლიცა აქვთ და თუ კიდევ საქმე საქმეზე მიდგა, იმ 7 ტყვიიდან ერთსაც არ ააცილებენკარგი, ეგ იქით იყოს, სამომავლოდ, თუ ჭკუით არ იქნებიან, ახლა კი კიევსა და უკრაინას დავუბრუნდეთ

     ვალერი ბობროვიჩმა მისამართი მოგვწერა და თავის სახლთან  დაგვითქვა შეხვედრა. ჩვენი უბნიდან, „სლოვეტიჩიდან,“ ჯერ მეტროთი ვიმგზავრეთ, შემდეგ ავტობუსში გადავსხედით და კიდევ დაახლოებით საათნახევარი ვიარეთ, ანუ, ფაქტობრივად, მთელი თბილისი რომ გადაგვეჭრა დიდი დიღმიდან ვარკეთილამდე იმხელა მანძილი გავიარეთ, აქ კი,  მხოლოდ ერთი უბნიდან მეორე უბანში გადავედითთუ არ ვცდები, სტამბოლის შემდეგ კიევი ყველაზე დიდი ქალაქია, სადაც ვყოფილვარ

     ვალერი ბობროვიჩმა დიდხანს არ გვალოდინა. ცოტა ხანში გაჩერებასთან, კუთხეში ერთი ციდა აცახცახებული მოხუცი გამოჩნდა, რომელსაც ძველისძველი, გახუნებული სამხედრო კიტელი ეცვა, რამდენიმე, მათ შორის ქართული, სამხედრო ორდენით; თავზეყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკისდროინდელი ავსტროუნგრეთის არმიის პორუჩიკის მსგავსი სამხედრო ქუდი ეხურა და მრავალი ჭრილობის,  კონტუზიისა და ასაკისგან აკანკალებული კიდურების მიუხედავად, ყოჩაღად, ხელჯოხის ბჯენით მოხუსხუსებდა ჩვენკენ

     აი, ეს არის ბობროვიჩი“… რაღაცნაირი, უცნაური სასოებით თქვა ჭყონიამ. ასეთი ინტონაცია ადამიანისადმი მანამდე არასოდეს გამიგია გოგასგან და ძალიან ეჭვი მეპარება, კიდევ როდისმე გავიგო; ესეც კარგი ბებერი ცინიკოსი და სკეპტიკოსია.

     ამასობაში ვალერი ბობროვიჩი მოგვიახლოვდა, გოგას გადაეხვია, მე ხელი ჩამომართვა, ერთი ამათვალიერჩამათვალიერა და  ასევე ყოჩაღად გაგვიძღვა სახლისკენ

     ვუყურებდი ამ გალეულ, სრულიად უმწეო, დაავადებულ, მოხუცს, რომელიც წარმოუდგენელი ძალისხმევისა და ნებისყოფის  დაძაბვის ფასად ცდილობდა თავისი დაგლეჯილი, დაავადებული სხეულის ფლობას და ამავე დროს, მთელი უკრაინის ბრძოლის, დაუმორჩილებლობის, ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ცოცხალი სიმბოლო გახლდათ და თვალებს არ ვუჯერებდი

     გასაგებია და დიდი ხანია, გამოვედი იმ ასაკიდან, რომ გმირი  მხოლოდ  ბუღა ხარის კისრიანი და ჰექტრიანი მხრების პატრონი  გიორგი სააკაძე გგონია, რომელსაც ხელში 16-კილოიანი ხმალი უჭირავს, ულვაშები ყურებზე გადაუგრეხია, ჩემი წონა მარტო საყურე ჰკიდია და თვალებდაქაჩული იწევს თავზარდაცემულ მტერზე, როგორც ეს კასტელის ნახატშია. გიორგი სააკაძე შეიძლება კიდევაც იყო ასეთი, მაგრამ სხვა გმირებიც ხომ ვიცით, სულაც რომ არ გამოირჩეოდნენ დევური აღნაგობით, თუმცა პან ბობროვიჩი  მაინც ნამეტანი იყომასთან შედარებით ჩვენი ბატონი ნოდარ ნათაძე პუპუზაცკი კულა გლდანელად მოგეჩვენებოდათ

     სახლიც ზუსტად ასეთივე პატარა ჰქონდა ერთი მოსკუპული ოთახი, მინიატიურული სააბაზანო და ერთი ბეწო შუშაბანდი, სულ ეს იყოროგორც ჩანს, კაცებს და მეომრებს მეტი არც სჭირდებათ, საკუთარ თავში იტევენ სახლებსაც, მამულებსაც, სამშობლოსაც და მთელ სამყაროსაც, სამაგიეროდ, ცოლი ჰყავდა კაი ზორბა, მოსული უკრაინელი ქალი, რომელიც ისეთი ერთგულებითა და უსაზღვრო სიყვარულით შეჰყურებდა თავის  ნამლევა და გმირ ქმარს, როგორც საერთოდ ქალები უყურებენ თავიანთ მეომარ და თავდადებულ  ქმრებსა და შეყვარებულებსგულიანად მიგვიღო, ყავით გაგვიმასპინძლდა და თან მოგვიბოდიშა დროდადრო უნდა შეგაწუხოთ, ნახევარ საათში ერთხელ წამალი  თუ არ გავუკეთე, უბრალოდ, ხელში ჩაგვაკვდებაოდა საოცარი ტკივილითა და ამავდროულად სიამაყით ჰყვებოდა ქმრის  ჭრილობებზე, რასაც პან ბობროვიჩი დამორცხვებული დუმილით უძლებდა და იტანდა

     ვალერი ბობროვიჩმა თავისი წიგნები გვისახსოვრა, ავტოგრაფით, საქართველორუსეთის აფხაზეთის ომზე, რომელიც უნიკალური მასალითა და ფოტოებით იყო დახუნძლულიმოგვიყვა, სოხუმის ზემოთ ჩასაფრების შედეგად როგორ გაანადგურა ქართულმა სადაზვერვო ათეულმა მტრის სამხედრო სატვირთო მანქანა   ურალი“, ერთი საკომანდოვილისიდა მტრის ცოცხალი ძალა და, რაც მთავარია, როგორ იგდო ამ სამხედრო ოპერაციისას ხელთ მოწინააღმდეგის შტაბის დოკუმენტაცია, საიდანაც  ირკვეოდა, რომ ფრონტის მხოლოდ ამ მონაკვეთზე რუსეთის ორმოცდაათამდე უმაღლესი რანგის სამხედროოფიცერი მონაწილეობდა ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებაშითავისი სახელებით, გვარებით წოდებებით, ხელშეკრულებებითა და მისამართებითაც კი  საერთოდ, ძალიან საინტერესოა, მართლა, სად არის გამქრალი მსგავსი დოკუმენტაცია და ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ჩვენმა  მებრძოლებმა, ოპერატორებმა, სამხედრო  ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა მოიპოვეს და უტყუარად ადასტურებს, რომ ეს სწორედაც რუსეთსაქართველოს ომი იყო აფხაზეთში და არა რაღაც ფსევდო ეთნოკონფლიქტი, აფხაზებს და ქართველებს, ანუ მოგვარეებს, ბიძაშვილმამიდაშვილებს, დეიდაშვილებსა და საერთოდ უახლოეს სისხლით ნათესავებს შორისწინა,  23 მაისის ჩანაწერებშიც ვსაუბრობდი ამ თემაზე, რომ აუცილებელია ლუსტრაციის კანონი და თავიდან არის შესასწავლი, გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი ჩვენი უახლესი ისტორია, კერძოდ კი, ჩვენი უახლესი სამხედრო ისტორია; მაგალითად, სად გაქრა ამდენი სამხედრო დოკუმენტაცია, ვიდეო და ფოტომასალა, რომელთაგანაც მხოლოდ  ფრაგმენტები გვაქვს შემორჩენილი, დანარჩენი კი გასარკვევია, ვისი ბრძანებით გაქრა და განადგურდა,  თუ ისეთ საიმედო ადგილას გადაჩქმალეს, რომ დღემდე გამქრალად ითვლება

     ველოდი, რომ რაღაც გამწვავებაზე წავიდოდა პუტინი, მაგრამ მთლად ასეთი იდიოტი თუ აღმოჩნდებოდა, მაინც ვერ წარმომედგინაერთ რუს გენერალს ჰკითხეს, რატომ ვერ აიღეთ კიევიო. კიევში ტანკების შეყვანა ძალიან ადვილია, აი, კიევიდან გამოყვანა კი ძალიან ძნელიო  უპასუხა იმ გენერალმა სტალინს მილიონნახევარი ჯარისკაცი დასჭირდა, რომ კიევი ჰიტლერისთვის უკან წაერთმია, თქვენ კი გინდათ, 150 000 ცხვირმოუხოცავი ლაწირაკით 4 მილიონიანი ქალაქი ავიღო და გავაკონტროლოო

     როგორც ჩანს, ხანდახან კაცაპებსა და მოსკალებშიც მოიძებნება ჭკვიანი კაცი…“ სიცილით დაამთავრა პან ბობროვიჩმა

     როგორც კი დაიწყო ეს ომი, რა თქმა უნდა, სამხედრო კომისარიატს მივმართე. კომისარმა ჩემს საქმეს გადახედა, მერე წამოხტა სამხედრო სალამი მომცა და პირდაპირ მომახალა მამაძაღლმა:  პან სოტნიკ სმეიუ დალაჟტ შჩო, ვ ვაშემ ვოზრასტე სოვესტლივიი კობელ დავნო ბი პადოს კაკოე იაკ ვოისკოო?…“ თავადვე ეცინებოდა ვალერი ბობროვიჩს კიეველი კომისრისტაქტიანგანცხადებაზე

     საერთოდ,  უკრაინელებს ახასიათებთ ასეთი პირდაპირი, მოურიდებელი და გულწრფელი განცხადებები, რაც  ჩვენთვის, სამხრეთელებისათვის, ლამის უხეშობადაც კი აღიქმებაგახსოვთ არამისისამი მუშკეტერიდან“?.. ეს ლუდის მსმელი ხალხი საშინლად უხეშები არიანო?.. არამისი აქ ინგლისელებს (და საერთოდ, ჩრდილოელებს) გულისხმობდა; დაახლოებით ეგ ამბავია

     ვალერი ბობროვიჩი ყველანაირ დახმარებას შეგვპირდა; გვითხრა, რომ კავშირზე ვყოფილიყავით და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ

     უკანა გზაზეც საათნახევარი ვიჩახჩახეთ მეტრომდე; როგორც იქნა, მივაღწიეთ და რომ გვეგონა,  გვეშველა, ისეთი საჰაერო განგაში ატყდა და ისეთი დაიქცა ცა, დნეპრი მოგვენატრამეტროსადგური სასწრაფოდ ჩაკეტეს, რადგან ჩვენს ხაზს  მდინარე დნეპრი უნდა გადაეკვეთა და ძალიან დიდი რისკი იყო, რუსებს სწორედ ხიდებისა და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის დაერტყათვიდექით ასე კიეველებთან ერთად; ველოდებოდით, როდის მორჩებოდნენ რუსები ჩვენს დაბომბვას; ვუსმენდით საჰაერო განგაშის გამყინავ და მომაბეზრებლად ერთფეროვან კივილს და ვიხსენებდი მოხუცი კონტუზირებული უკრაინელი მებრძოლის ბავშვურ ალალ სიცილს და მეც მეცინებოდათან ვცდილობდი, ისევე ბავშვურად და სუფთად გამცინებოდა, როგორც მერაბ კოსტავას, ვადიმ ბობროვიჩსა და საერთოდ მებრძოლებს ახასიათებთ, მართლა ბავშვურადროგორც ჩანს, ადამიანს სჭირდება, რაღაც ბიჭური, ბავშვური და ინფანტილურიც კი შემოინახოს თავის თავში, რომ თავის გაწირვა შეძლოს და სიკვდილზე წავიდესზრდასრულ და სერიოზულ ადამიანებს თითქოს უფრო უჭირთ ასეთ დროს, როცა, საცა წვრილია, იქ უნდა გაწყდეს