უკრაინული დღეები - 26 მაისი

ბექა ქურხული

26 მაისი 

ალბათ ძალიან სიმბოლური იყო, რომ საქართველოს ეროვნულგამათავისუფლებელი მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსეთმა, დილიდანვე, გამთენიისას, საჰაერო განგაშით და დაბომბვით მოგვილოცა კიევშიასევე დაბომბეს ჩვენი დნეპრი, დაბომბეს ხარკოვის ცენტრი, დაღუპულია 7 ადამიანი მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვიმთელს უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მთელი ცხოვრება ვფიქრობ, განსაკუთრებით კი ომის დროს, რა მოხდებოდა, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკა რომ შეგვენარჩუნებინა და 1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელი არმია დაგვემარცხებინა, უფრო მეტად გაგვეწირა თავი და მტერი სამშობლოში არ შემოგვეშვაკი გაცილებით მეტ მსხვერპლად დაგვიჯდებოდა, ვიდრე დიდი მარიამ მაყაშვილი და იუნკრები იყვნენ, მაგრამ ეს მსხვერპლიც კი ზღვაში წვეთი იქნებოდა, იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს მოუტანა.

ამას დაუმატეთ ის ღირსების და სიამაყის შეგრძნება, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოუტანდა მაშინდელი საქართველოს მოქალაქეებსგადარჩებოდნენ ჩემი უშუალო წინაპრები: – ერეკლე, არჩილ, დავით, ელეფთერ და ლევან ქურხულები, ძმები და ბიძაშვილები, რომლებიც პირადად შეეწირნენ 1924 წლის აჯანყებას და აქედან, ამ ხუთი ქურხულიდან, შთამომავლობა მხოლოდ ლევან ქურხულს დარჩა, ისინიც მთელს მსოფლიოში გაიფანტნენ, მათ შორის ერთი, იმ დიდი ლევან ქურხულის შთამომავალი, აქ არის უკრაინაში, ლვოვში, ისიც ლევან ქურხული, უკვე მეხუთე თაობა და თუ ჩავაღწიე უკან ლვოვში და თუ მოვახერხე ძალიან მინდა, რომ ვნახო.

დანარჩენები შეიარაღებული ამბოხების დროს ახალგაზრდობაშივე ჩახოცეს ბოლშევიკებმა და უშვილძიროდ გადაეგნენჩემი წინაპრების გარდა, მთელი საქართველოს საუკეთესო სისხლი დალიეს რუსებმა და სწორედ 1924 წელს გადატეხეს საბოლოოდ წელში, ქართული შეიარაღებული წინააღმდეგობაიმდენად სასტიკად ირჯებოდნენ, რომ თვითონ სადისტობამდე დაუნდობელი ლევ ტროცკიც კი შეწუხდა, რომელმაც თავის მხრივ მთელი რუსეთი სისხლში ამოავლო და კრემლში მოხსენებით ჩასულ სერგო ორჯონიკიძეს, „ცეკასანუ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ სხდომაზე, .. „ქართულ საკითხზემოხსენებით გამოსულს პირდაპირ ჰკითხა: – „ამხანაგო სერგო, თქვენ ქართველ ბოლშევიკებს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა, ასე საშინლად გისწორდებოდათო?…“.

ამას მოჰყვა 30-იანი წლების კოლექტივიზაცია. თუ 1924 წელს, თავადაზნაურობა, სასულიერო პირები და სამხედრო არისტოკრატია გაწყვიტეს, ამჯერად, ქართველი გლეხობა გაჟუჟეს, გააკულაკეს და გადაასახლესის გლეხობა, რომელზეც 1625 წლის ივლისში, მარაბდის ბრძოლის დროს, თავადმა ბაადურ ციციშვილმა ირანის 50 000-იან არმიასთან ბრძოლის წინ თქვა: – „ბრძოლა დილაბნელზე დავიწყოთ, თორემ მკათათვეა, შუადღისას ჩამოცხება, გლეხკაცობა ძირითადად ფეხითა გვყავს, დაიღლებიან, ამოგვეხოცებიან და: – „რა გლეხი კაცი ამოგვიწყდეს საქართველო დაძაბუნდესო…“. სხვათა შორის თავადაც ბაადურ ციციშვილი თავის გლეხკაცობასთან ერთად შეეწირა მარაბდის ეპოქალურ ომს

გლეხების გაკულაკების დროს, უკვე 1934 წელს დახვრიტეს დედაჩემის პაპა, ლაზარე ჭიჭიბოშვილიც და ყვარლის გზაზე დააგდეს. მისმა ცოლმა ევა გეთიაშვილმა ღამე მოიპარა თავისი დახვრეტილი ქმრის ხალიჩაში გახვეული ცხედარი და ურმით მიასვენა შინ. ახლაც სახლში მაქვს ის ხალიჩა… 1937 წელს უკვე ინტელიგენცია ამოწყვიტეს, ამის მერე მეორე მსოფლიო ომში, სწორედ საქართველოში ჩაატარეს ყველაზე უსასტიკესი მობილიზაცია, 2-მილიონიანი მოსახლეობიდან 750 000 ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც 350 000 კაცი შეეწირა მათ ომს გერმანელებთან. გამარჯვებიდან 11 წლის შემდეგ, 1956 წლის 9 მარტს კი მადლობის ნიშნად რუსთაველზე და სანაპიროზე დაგვხვრიტეს და ტანკებით გადაგვიარეს, ამის მერე 1989 წლის 9 აპრილს უკვე უშუალოდ ჩემი თაობის ჯერიც მოვიდა და აქამდე ომში ვართ

ბოღმით ვიგუდები, რომ წარმოვიდგენ, რამდენ უბედურებას ავცდებოდით, ჩემი ოჯახიდან დაწყებული, ჩემი სამშობლოთი დამთავრებული, ჩვენი 1918 წლის 26 მაისის მონაპოვარი რომ შეგვენარჩუნებინა, რამდენს მივაღწევდით ხელოვნებაში, კულტურაში, მწერლობაში, რეებს იზამდნენ ჩვენი გენიალური მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, ჩვენი სპორტსმენებიფეხბურთელები, კალათბურთელები, მოჭიდავეებისულ სხვა სახელმწიფო ვიქნებოდით ახლა, სულ სხვა ერი, სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სიტყვა გვექნებოდა სათქმელი, კავკასიაშიც, ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც

რატომ შეგაწყინეთ თავი, კიდევ ერთხელ ჩვენი უახლესი ისტორიის გახსენებით და ადრეც მოგახსენეთ და ახლაც გავიმეორებ, რადგან მარტო მე კი არა, ისტორიამაც იცის რაღაც უცნაური, ცოტა მისტიური პარალელური განმეორებებიდა აი, ახლაც, როდესაც საუბარია ჩვენს ძალიან მტკივნეულ და მოუშუშებელ მსხვერპლზე, უკრაინის, აფხაზეთის, თუ ცხინვალის ომებზე, ზუსტად ისევე როგორც 1921 წლის თებერვალს, როდესაც მაშინდელი 26 მაისი იყო დასაცავი, ახლაც თუ ბოლომდე არ ვიომებთ მოძალადე და დამპყრობელი რუსეთს იმპერიის დასამარცხებლად და დასამხობად, აქაც უკრაინაშიც, საქართველოშიც და ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მერე ჩვენი სიფრთხილე გაცილებით უფრო მძიმე სისხლად, მსხვერპლად და სირცხვილად დაგვიჯდება. და რაც მთავარია, როგორც ახლა გვიწევს 1921 წლის დამარცხების ზღვა, საკუთარი სისხლით, ისე მოუწევთ ჩვენს შთამომავლებს, ჩვენი სიფრთხილის გამო, საკუთარი თავის გადადება, ჩვენ კი ასეც და ისეც მიწაში ვიწვებით. ხო და არანაირი სურვილი აღარა მაქვს, ჩემი შვილთაშვილები და შთამომავლები, ზუსტად ისეთივე საფრთხეში იყვნენ რუსეთის ორდისგან, როგორც ჩემი დიდი პაპები, პაპები, მამაჩემი, მე და ჩემი ძმები და შვილები ვართ, იმიტომ რომ, მე საკუთარ თავს გავუფრთხილდი. – არა ეს ლირიკა არ გახლავთ, არც რომანტიზმი და არც ჰეროიზმი, (თუმცა გულწრფელად რომ მოგახსენოთ, კარგად ვერ ვიგებ, რატომ გახდა ეს სიტყვები ლამის დასაცინი და სალანძღავი) არამედ, უბრალოდ გასაგები და მშრალი, ძალიან მიწიერი და რეალური ანგარიში და გათვლაა, რომ ორსაუკუნოვანი ომი რუსეთის ორდასთან როდისმე უნდა დამთავრდეს და კრემლი უნდა დაინგრეს ისე საქართველოს, და არა მარტო საქართველოს, მშვიდი ძილი არ ეღირსება

ამ ორი წლის წინ, მწერალთა სახლმა და ნატა ლომოურმა, პატივი დამდო და 26 მაისთან დაკავშირებით სიტყვის სათქმელად მიმიწვიამახსოვს ეს სიტყვა გენიალური პოეტის და მთარგმნელის დავით წერედიანის ლექსით დავამთავრე, რომელსაც, ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოს ეროვნული გვარდიის ჰიმნად მივიღებდიაქ მთელს ლექსს აღარ გადმოვწერ, ბოლო ნაწილს კი შეგახსენებთ, რომელიც როგორც ყველა, ნამდვილი და ნაღდი ლიტერატურული ნაწარმოები, ძალიან წინასწარმეტყველური გამოდგა, ჯერ შეიძლება არც ვიცით, როგორი წინასწარმეტყველური. პოეტმა ეს ბალადა, რუსეთის წინააღმდეგ სვანეთში აჯანყებულ სოფელ ხალდეს გმირებს მიუძღვნა, რომლის მცხოვრებლებიც მთლიანად შეაწყდნენ დამპყრობლებს (ისევე როგორც მერე აფხაზეთში ასევე სვანური სოფლის კამანის მცხოვრებლები) და ახლა, დღესაც კი, ამ წმინდა ადგილას, მხოლოდ ხალდეს ნასოფლარიღა არის დარჩენილი.

 ძველი სიმღერა

 „… რაც გულში ჯავრი დაგროვდა

 ბნელში დაიწყებს ვარვარს

 ნუ რჯულზე მელაქარდები,

 შენი მოყვასი არ ვარ.

 მთაგაღმით დავიკარგები,

 ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს.

 ისლამურ მთვარეს ამოვჭრი

 შენს ღალატია გულზე.

 ისე შემყროდეს სიკვდილი,

 მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა. 

 მტრისგანამც გამომეჩოქოს

 დასამარხავი მიწა…“.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი