უკრაინული დღეები - 8, 9 ივნისი

ბექა ქურხული

8  ივნისი

     დილიდან მოყოლებული, მთელი დღის განმავლობაში, ყველა მხრიდან მოგვაწვნენ რუსები განსაკუთრებით კი სამხრეთაღმოსავლეთის მიმართულებით: – ზაპოროჟიე, დნეპრი, ნიკოლაევი, აქეთ აღმოსავლეთიდან, ბახმუტი, ლისიჩინსკი, თითქმის ბოლომდე მოაქციეს ალყაში სევეროდონეცკი, რამდენჯერმე კვლავ დაბომბეს ოდესარუსის ლოგიკას და სტრატეგიას  ხომ კაცი ვერ გაიგებს, ოტო ფონ ბისმარკით დაწყებული ჩემით დამთავრებულიერთი რამე ფაქტია, რომ რუსულმა არმიამ, საბოლოოდ თქვა უარი, კონტაქტურ და მობილურ ბრძოლაზე და გადაწყვიტა მაქსიმალურად გამოიყენოს, საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო უპირატესობა და ამას უკვე საკმაო წარმატებითაც ახერხებს. უკრაინული არმია საკმაოდ მწყობრად  და ორგანიზებულად, მაგრამ მაინც უკან იხევს. უკან დახევასთან ერთად მატულობს მსხვერპლი, როგორც მშვიდობიან  მოსახლეობაში, ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიმათ შორის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა. კირილე შოთას ძე შანავა, მამამისი აფხაზეთიდანოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარადან არისგუშინწინ გიორგი გრიგოლია დაგვეღუპა, დღეს კირილე შანავა. ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, ქართველებს ამ ომში მსხვერპლი როგორ არ გვქონია, მაგრამ ასე ზედიზედ მიყოლებით არ მახსენდებამსხვერპლის მატებასთან ერთად, მოსახლეობაშიც მატულობს დაძაბულობა, გაურკვეველი მომავლის შიშიმიუხედავად იმისა რომ კაცების, ქვეყნიდან გასვლა კატეგორიულად აკრძალულია (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემასთან არის  დაკავშირებული), უკრაინიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, (თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ, ყველაზე მეტი დევნილი პოლონეთმა მიიღო) საბოლოო ჯამში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვათქვენ წარმოიდგინეთ ეს საქართველოს  მთლიან მოსახლეობაზე ბევრად მეტიასერიოზული ლაპარაკია, რომ რუსები შეეცდებიან სამხრეთდასავლეთით განავითარონ შეტევა ოდესაც ჩაიგდონ ხელში, დნესტრისპირეთშიც შევიდნენ და უშუალოდ დაემუქრონ მოლდოვის დანარჩენ  ტერიტორიას და კიშინოვსამით სრულ საზღვაო ბლოკადას მოუწყობენ მთელს უკრაინას და დანარჩენი მოლდავის თუ არა, დნესტრისპირეთის ხელში ჩაგდებითაც კი უშუალო საფრთხეს შეუქმნიან სამხრეთიდან, დასავლეთ უკრაინის ყველაზე დაცულ რეგიონსაც გალიჩინის, თავის ივანოფრანკოვსკით და ლვოვითიქიდან კი ზაკარპატიე უჟგოროდი და ევროპული ქვეყნებიც ხელის ერთ გაწვდენაზეა. ამას გარდა მას შემდეგ  რაც ლიეტუვამ დაბლოკა და რკინიგზის და ყოველგვარი სახის მიმოსვლა შეეზღუდა რუსეთს თავისი ანკლავის – „კალინინგრადის ობლასტის“ – (ესეც ბედის ირონია და რუსული ცინიზმი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ემანუელ კანტის მშობლიურ ქალაქსკენინგსბერგისმოხუცი მარაზმატიკის მიხეილ კალინინის სახელი რომ ჰქვია, რომელსაც თავად სტალინი დაცინვითკაზიოლ ვსესაუზნისეძახდა…) რუსეთი პირდაპირ დაემუქრა ლიეტუვას სამხედრო ინტერვენციით, რამაც ვილნიუსის და საერთოდ ნატოს სამხედრო ბლოკის საკმაო შეშფოთება გამოიწვია

     სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ უკრაინის მთავრობა, ევროპას და ამერიკას, სულ უფრო მტკიცედ  და დაჟინებით სთხოვს სამხედრომატერიალური დახმარების გაზრდას და მართლაც გაუგებარია, რატომ უზოგავს დასავლეთი აშკარა, თავხედური და დამპყრობლური აგრესიის წინაშე უკრაინას მისთვის ასე აშკარად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თავდაცვით შეიარაღებას.

     თთქოს საკმაოდ შავბნელი სურათი დაიხატა,  ჩენი კიევში ყოფნის ერთი თვის თავზე, მაგრამ ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმის იდიოტური პროპაგანდისა და რაღაც ფსევდოპატრიოტული  ლოზუნგების გარეშე უნდა მოგახსენითრომ  სრულიად დარწმუნებული ვარ რუსეთის დამარცხების გარდაუვალობაში,  და ასევე ზუსტი არგუმენტები მაქვს რატომაც: პირველი რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალის, აბსოლუტური არაადექვატურობა და უუნარობა აწარმოოს ამხელა მასშტაბის ომიმეორე თავდაცვის მინისტრი შოიგუ და მისი  გენშტაბი რომლებმაც გარდა იმისა რომ სულ არაკომპეტენტურობა და უცნაურობა გამოავლინეს, არამედ ელემენტარულად  გაძარცვეს და კორუფციის ჭაობში ჩაახრჩვეს, მთელი რუსული არმიაუბრალოდ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ტანზე და ფეხზე გახადეს საკუთარ ჯარს და ვიღაც ზავხოზები და ღამის დარაჯები გამოუშვეს კეტებით და კირზის ჩექმებით ამ სასაკლაოზე და კრემაციის მანქანებიც გამოაყოლეს თან, რომ ფერფლად აქციონ და უკვალოდ გააქრონ, მათი ოჯახი კი ზეთითგრეჩიხითდარაკუშკამაკარონით ანუგეშონ, ან უკეთეს შემთხვევაში სარეცხი მანქანითამას გარდა რაც უნდა ულევი მარაგი ჰქონდეთ ამ ჯართი ჯავშანტექნიკისა, ფაქტობრივი მსოფლიო ბლოკადის პირობებში, გამოულეველი რესურსები უბრალოდ არ არსებობს და ბოლო და მთავარი – „დიდ უმაღლეს მთავრასარდალსვლდაიმერ პუტინს და  მის ასევედიდ მთავრასარდალსშოეუიგეს, დღემდე არ ჩამოუყალიბებიათ, არც სამხედროსტრატეგიული, არც სამხედროპოლიტიკური, არც სამხედროოპერატიული ამოცანაანუ ადამიანურ ენაზე რომ მოგახსენოთ – „რა დედისა უნდათ?“ გარდა რაღაც იდიოტურიდენაციფიკაციისა“… და  ესდენაციფიკაციარას ნიშნავს თავადაც არ იციან და ვერ ჩამოყალიბებულანკიევის აღებას და ზელენსკის ლიკვიდაციას?… ზელენსკის დამხობას და მისი ხელისუფლების პრორუსული მთავრობით ჩანაცვლებას?… უკრაინისთვის ტერიტორიების წართმევას ფინეთივით და საქართველოსავით და მათ ასევე სამუდამოდ გადამტერებას

     მოკლედ კითხვები უამრავია, პასუხები კი არ ჩანს, და სწორედ ეს მაფიქრებინებს, ერთის მხრივ იმას რომ ეს ომი გაგრძელდება დროში და სამწუხაროდ შეიძლება, კიდევ უფასო სასტიკი და სისხლისმღვრელი აღმოჩნდეს ვიდრე აქამდე იყო, ყოველ შემთხვევაში, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ 2023 წელსაც გადმოგვყვებახოლო მეორე მხრივ რუსეთი როგორც გადაიტანს მომავალი წლისთვის ამ ომს, ასევე სწორედ ამ ომითვე მოეღება ბოლო და გული მიგრძნობს რომ მოძალადისა და ბრუტალური მონსტრის იმიჯით დაწყებული ომს საცოდავი მსხვერპლის როლში მყოფი დაასრულებს, ხოლო უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი, თავისი შოიგუთი, ლავროვით და  კადიროვით თუ გაუმართლა ჰიტლერივით , ჰებელსივით, ჰიმლერივით და გერინგივით თავის მოკვლას მოასწრებს და თუ ნაკლებად გაუმართლებთ მუსოლინისა არ იყოს თავად თავისივე რუსები გააცნობენ ძალიან ახლოს ბენზინგასამართ სადგურთან, მაღალ ფარანს, ფეხებით თავქვე დაკიდებულები                                                                                                                                                                                                                                                                                     

9 ივნისი

     ხვალ 11 საათისთვის ავიღეთ ლვოვიკრაკოვის ავტობუსის ბილეთი. ვბრუნდებით. მთელი ღამე განგაშის ხმა არ გაჩერებულა. ყველანი მაქსიმალურად ვცდილობდით ბავშვებს არაფერი შეემჩნიათ. უკრაინა საარტილერიო და სარაკეტო კანონადით გვეშვიდობებოდა. ძალიან გულნაკლულები მოვდიოდით, არ გვინდოდა წამოსვლა. აქ ვტოვებდით მიხასას, ულიანას, დაჭრილთუშსდათო აბულიძეს, ჯაბა ხოფერიას, ანდრეი სემენჩენკოს, არჩილ შარვაშიძეს, კახა მოსაშვილს, მეიდნელ გიორგას, ვალერა სერგეევს, ვადიმ გეფტერს, ათას  ნაცნობ თუ უცნობ ქართველს და უკრაინელს, მაგრამ მეტი გზა აღარ გვქონდა, ყველა რესურსი ერთ თვეზე გვქონდა გათვალისწინებული და აქამდეც ჩვენი მეგობრების დახმარებით გავქაჩეთდღის განმვალობაში გავიგეთ, რომ ამ დღეს, დაბომბვისას კიდევ ერთი ქართველი მეომარი დანიელ გერლიანი დაგვეღუპა. ისიც აფხაზეთიდან იყო წარმოშობითსაერთოდ აფხაზეთიდან უამრავი ქართველი ჰყავდა უკრაინას შეფარებული და ქართველებიც თავდადებით იბრძვიან დღეს თავისი ახალი სამშობლოსთვისუკრაინისთვისძველი მტრის რუსეთის წინააღმდეგ. დანიელ გერლიანის მამა ფრონტის ხაზზე დარჩა შვილის სისხლის ასაღებად, დანიელს კი კიევში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

       ეს უკვე მეოთხე ქართველო მებრძოლი დაგვეღუპა ჩვენს აქ ყოფნაში, აქედან სამი მათგანი ბოლო ოთხ დღეშიამას გარდა დაიღუპა კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი, რომელიც ჩვენებთან იბრძოდა და უკრაინელი სამხედრო მეთაურიკუმირომელსაც ჯერ კიდევ თბილისიდან წამოსვლისას დავუკავშირდით

     ჩვენების გარდა ლისიჩინსკისა და სევერნოდონეცკში დაბომბვებისას მარტო 9 ივნისის განმავლობაში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა დაჭრილების რაოდენობა კი ჯერჯერობით დაუზუსტებელია

     პატარა ბიჭები არა ვართ და მშვენივრად გვესმის, რომ ომი მსხვერპლის და დანაკარგის გარეშე არ არსებობს და სულ თავისუფლად შეიძლებოდა ეს მსხვერპლი და დანაკარგი ჩვენ თვითონ ვყოფილიყავითმაგრამ მაინც ძალიან  რთული გადასატანია ეს ყველაფერი, მით უმეტეს რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, მეორე დღეს, 10 ივნისს, ღამიანად გვიწევდა წამოსვლა და სახლში დაბრუნება 

      ყოველთვის ძალიან მურტალი შეგრძნებაა ეგ, შენ რომ ბრუნდები და სხვა ვერაერთმანეთში უცნაურად შერეულისიხარულის, რომ ისევ გადავრჩით და ახლობლებს ვნახავთ და ლამის სინდისის ქენჯნისრომ ჩვენ გადავრჩით და სხვები ვერა და ისღა დაგვრჩენოდა, ერთმანეთი ცალყბად გვენუგეშებინა: – „ჩავთვალოთ, რომ ეს იყორაზვედკა ს ბოემ  მეორედ უფრო მომზადებულები და უკეთესად ორგანიზებულები დავბრუნდეთო…“

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი

მეთოთხმეტე ნაწილი

მეთხუტმეტე ნაწილი

მეთექვსმეტე ნაწილი

მეჩვიდმეტე ნაწილი

მეთვრამეტე ნაწილი

მეცხრამეტე ნაწილი

მეოცე ნაწილი

ოცდამეერთე ნაწილი

ოცდამეორე ნაწილი

ოცდამესამე ნაწილი

ოცდამეოთხე ნაწილი