უკრაინული დღეები - 30 მაისი

ბექა ქურხული

                                                                                                                                           30 მაისი

   29 მაისის ჩანაწერი იმით დავასრულეთ, რომ ომში ყოველთვის ძალიან სწრაფად იცვლება ადამიანური შეგრძნებების მთელი პალიტრა: სიამაყე, ტკივილი, სიბრაზე, გულმოწყალება, სიკვდილი და სიცილი, სიცოცხლე და საფლავისაერთოდ, ცხოვრების მთელი კალეიდოსკოპი ბრძოლის ველზე უცნაურად ჩქარდება და მძაფრდება, იმდენად სწრაფად, რომ არამცთუ აზრი და ინტელექტი, შეგრძნება და ინსტინქტებიც კი ძნელად მიჰყვება და პოსტსაომარი ტრავმისა და სტრესის ერთერთი უმთავრესი მიზეზი ესეც გახლავთ

     გუშინ ირპენში სულ ერთი დღის განმავლობაში მოვასწარით, გვეამაყა ქართული საბრძოლო სულით, როდესაც დავინახეთ, როგორ ხვდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა ქართველ მეომრებს. ტკივილისა და სასოწარკვეთისგან ენა ჩაგვივარდა, როდესაც გადავაწყდით უკრაინელ ცოლქმარს, რომლებმაც სულ რაღაც ერთი საათის წინ რუსებისგან ბუჩაში დაუნდობლად დახვრეტილი, ხელფეხშეკრული  შვილი დაკრძალეს.

     ამავე დროს აღმოვაჩინეთ, რომ ქართველები უკრაინაში მხოლოდ იარაღით ხელში და ბრძოლის ველზე არ ომობენ

     ჯაბა ხოფერიამ გუშინ, ღამე, როდესაც ირპენიდან დავბრუნდით, თავისი აქაური ქართველი  მეგობრები გაგვაცნოარჩილ შერვაშიძე და კახა მოსაშვილი. კახა მოსაშვილი თბილისელია, ვაკელი; წლებია, კიევში ცხოვრობს, უკრაინელი მეუღლე  ჰყავს და 4 შვილი. პატარა კაფე აქვსთბილისო…“ არჩილ შერვაშიძე და კახა ბავშვობის მეგობრები არიან. როგორც კი კიევში  ომი დაიწყო, შერვაშიძემ კახას დაურეკა და კახამაც იმის ახსნა კი არ დაუწყო: – „არა ძმაო ვერ წამოვალ, აქაურობას ახლა ვერ მივატოვებ, მერე რა, რომ ბომბები გაცვივა, 4 შვილი მყავს,“ – არა, არაფერი მსგავსი. უბრალოდ, ეგრევე ჰკითხა: – „ჰა, აიღე ბიჭო აქ ჩამოსასვლელი ბილეთი?..“ ანუ არჩილმა იმის მაგივრად, რომ გამოდი და წამოდი და ეგეთიჟღალი ბაზარიდაეწყო, ეგრევე იქით ჩააკითხა ომის ცეცხლში მოყოლილ კახას და მის ცოლშვილს

     აი, რაც გინდა, ის მითხარით, მომკალით და ვგიჟდები ამ ჩემი ბიჭობის დროინდელ, გასული საუკუნის 90-იანი წლების, გიჟურ, ერთგულ და რაღაც სხვანაირ, თავზეხელაღებულ თბილისურ, ქართულ და კავკასიურ ძმაკაცობაზე. სიკვდილამდე და ვერც სიკვდილის მერე ვერ მოვიშლი ამასკი, თუნდაც ცოტა მაზალო, გულუბრყვილოდ ჰეროიკულ, ტრიპაჩა და არტისტულ ძმაკაცობას, როდესაც უსიტყვოდ, ნახევარტონებში გესმით ერთმანეთის და სიხარულითა და სუფთა სულით შეგიძლია, ძმაკაცს ომში ჩააკითხო და იმანაც რომ იცის, რო ჩააკითხავ  არ არის ეს ადვილი საქმე, ბატონებო და ქალბატონებო და მარტო 90-იანი წლების ჩამქრალილამპოჩკები“, ქუჩაში კოცონთან გათენებული ღამეები და ანეკდოტები არ გახლავთ; წლები სჭირდება ასე ორი სიტყვით და ერთი მიმიკით ერთმანეთის გაგებას, ათეული წლები და უამრავი, შარი, ხათაბალა და ერთმანეთის  თავანის ჩაბარება, ერთმანეთზე ტყვიასა და დანაზე გადაფარება და ეს ყველაფერი ამ ტრუხა ტელევიზიებში, ტრუხა გადაცემებსა და ქუჩაზე გადაღებულ უამრავ ტრუხა ფილმშია ადვილი, რომანტიკული ან გაშარჟებული და კარიკატურული, რეალურ ცხოვრებაში კი არც, არც ისეისე, ვისაც არ გიცდიათ, სცადეთ და ნახავთ

     კახა მოსაშვილსა და არჩილ შერვაშიძეზე და მათ კაფეთბილისოზესიუჟეტიც კი გააკეთა ქართულმა და, თუ არ ვცდები,  უკრაინულმა ტელევიზიამაც, როდესაც თითქმის ალყაშემორტყმულ და ბოლომდე დაცარიელებულ კიევში ეს ორი  თბილისელი ბიჭი და მესამეც, მათი მეიდნელი მზარეული, გიორგი დღეში 300-იდან 500-მდე პურს  აცხობდნენ და უბანში ჩარჩენილ, დაბომბილ, დაზაფრულ და სასოწარკვეთილ მოსახლეობას სრულიად უფასოდ ურიგებდნენ.  და ეს ერთი და ორი დღე კი არ გრძელდებოდა, არამედ მანამდე, სანამ კიევის მისადგომებიდან მტერი სრულად არ განდევნეს და ქალაქში, ასე თუ ისე, სრულიად არ აღდგა სამოქალაქო ცხოვრება. 

     რობერტ ჯორდანი ამბობს – „ვისთვის რეკს ზარში“ – დასავლეთ იბერიელებზე, ესპანელებზე, როდესაც თავის მეგზურ მოხუცზე ფიქრობს, ვილიარეალის, ძველი კასტილიის მთებში, მტრის ზურგში გადასული: „ეს ესპანელები თუ კარგები არიან, ყველაზე უკეთესები არიან და თუ ცუდები, მათზე უარესებს ვეღარ ნახავო…“ მე მგონი, მართლები არიან, ვინც ჩვენს ნათესაობაზე ლაპარაკობს (სხვათა შორის ეს ლაპარაკი დღეს და გუშინ არ დაწყებულა; ჩვენი ცხონებული მეფე, ვახტანგ მეექვსე, როდესაციშპანიისმეფეს წერილს სწერდა, სწორედ ორი იბერიის ნათესაობას ახსენებდაჩვენი საწყალი, გულუბრყვილო მეფეები) იმიტომ, რომ ეს სიტყვები ასევე ზუსტად ჯდება  აღმოსავლეთის იბერიაზე, საქართველოზეც – „თუ მაგრები არიან, მართლა ყველაზე მაგრები არიან, აი, სასწაულს იზამენ, მაგრამ ერთი თუ მოცურდნენ, მერე მტერსა და ავს სიცოცხლე აღარ მოგინდება მათი შემხედვარე…“  ამდენი ხნის განმავლობაში, მართლა ვერაფერი გავიგე ამ ოხერი ქართველებისა

     ეს მეიდნელი მზარეული გიორგი ხომ საერთოდ სასწაული ჰყავდათ; რავი, სად იპოვეს, ტოოაი, სუფთა გენიალური რეზო გაბრიაძისთავადი ფანტიევის ბრილიანტიდანგადმომხტარი ხეჩუაუბედურის ერთი და დარეხვილი. დაგვინახა თუ არა, გამოგვივარდა!.. კაი ჯმუხი, შეკრული ჯიგარი იყო, ცარიელი ჯანი და ენერგია; რა მილეთისა იყო, ვერ ვიგებდი, მაგრამ ქართულს სუფთად ლაპარაკობდა და ყველა თბილისურ ენასაც ერთნაირად უბერავდასომხურს, ქურთულს, აზერბაიჯანულს, რავიგამოგვივარდა და ისეთ ყიჟინა დაგვცა  ამ ირპენიდან შემობრუნებულ და დაზაფრულ ხალხს, ისე შემოგვეგება, გეგონება, მთელი ცხოვრება ჩვენ გველოდებოდა: – „ვახ თქვენ გენაცვალეთ, თქვენი ჭირიმე, რა ხალხი გაგიცანით, ტოო; მეიდნელი გიორგა“, – წარმოგვიდგა და ღონივრად ჩამოგვართა ხელი – „გიჟი ვარ გიჟიიი“, – მოგვახსენა სასწრაფოდ. – თქმა რაღად გვინდოდა, ჩვენ ვერ ვხედავდით?!.  ვაახ, თქვენ გენაცვალეთგემშიბათ ეხლა თქვენა, ისეთი პური გაჭამოთ, ერეკლე მეფეს შაიშურდეს…“  ჭყონია შეწუხდა კიდევაც; ისედაც საშინელ ხასიათზე იყო, როგორც ყველა, ირპენის  საშინელებების მერე. არანაირიპურის ჭამაარ უნდოდა – „აუ, ახლა ამას რა გაუძლებსო…“ და ავად შეუბღვირა გიჟ გიორგას, რომელიც გარშემო გვირბენდა და რაღაცნაირად ახერხებდა, ყველას ერთად დაგვლაპარაკებოდამე კი ეგრევე ჩავუბრატდიაკი, ადრევე მოგახსენეთ და გეტრაბახეთ: გიჟებს, გოგოებს, ბავშვებსა და ცხოველებს პატარაობიდანვე ვუყვარვარმეთქი, ნორმალურებისა და სერიოზული ხალხისგან განსხვავებით და მეც ეგრევე თბილისური მასლაათი გავუბი, თავისი საერთო ნაცნობებისა და ახლობლების ძებნით: – ცხონებული მეიდნელი შოთა შუშიაშვილი გახსოვს?.. მაგის ბიჭები კაი ხანია, იტალიაში არიან დამტყდრები; ცხონებული რეზო შავიშვილი (პოლიტიკოსი არა, ეგ ცოცხალიაგანაბი)? ებრაელი მესაათე იცხაკა, რომელმაც მე და რევაზას გვითხრა:  ეგ არიფებს ჰგონიათ დაგენაცვლეთ, რომ საათებს ვასწორებ, მე დროს ვასწორებ, დროს ასწორებს მოხუცი ებრაელი იცხაკა, დროსო…“ ყველანიც მშვენივრად ახსოვდა და იცნობდა და ხო გასაგებია, რომ იქ ბაზარი წაგვივიდა, აქ არ ითქმის და, საერთოდ, მედიასაშუალებებისთვის არ გახლავთ განკუთვნილი

     – „ვახ, ვახ, თქვენ გენაცვალეთ, თქვენაეხლავ ყველაფერი იქნება, ეხლავ; ისეთი სუფრა გაგიშალოთ გიჟუამ, ვახტანგ გორგასალი საიქიოდან მობრუნდეს, რა ყოფა გაქვთ აქა, ეს რა ჩარფუზანა გაგიმართიათოჯერ ეს ჩაციებული ოტკა მიირთვით და ეს კიტრისა და პამიდვრის სალათი გამიშინჯეთ, ნიგვზითა და ამბებით და მერე თქვით, აი, მერე თქვითნიგოზი არ უნდა დაინანო, ნიგოზი, ჩათლახობაა ეგაპაჰ, პაჰ, პაჰ! ახლავ მწვადს ავასხამ;  ვააა გაგიგონია?.. აღშფოთდა უცებ რაღაცაზე, გახარებული კი იყოისეთს გადიგამოდიოდა მაქოსავით სამზარეულოსა და კაფეს სტუმარკლიენტებს შორის, ვერ გაიგებდი, მზარეული იყო თუხაზეინი“, რაღა; აქაურობის ბატონპატრონად კი აშკარად თავად გრძნობდა თავს

     აღარ შემიძლია, მართლა გიჟია ეს ოხერი, ამას ვის გადავეყარეთო, – გულახდილად შესჩიოდა აფხაზეთის დიდი მთავრების შთამომავალი, არჩილ შარვაშიძე ასევე შეწუხებულ და ასევე დედით აფხაზ გურულ გოგა ჭყონიასთან ეტყობოდათ, რომ ძალიან უყვარდათ ან სხვა რომელი დალაგებული გაუჩერდებოდათ დაბომბილ კიევში და  მარტოკა 300 და 500 პურს  გამოუცხობდა… – ბიჭო, აქ რა უჭირს, ეგრე უვლის მთელ ამხელა კიევს გარშემო; არც პასპორტი აქვს, არცპრავა“… უკვე ყველა ბლოკპოსტზე იცნობენ, დაგვირეკავენ, წავა კახა, გამოიხსნის, მოიყვანსმგონი, აღარც აჩერებენ. კარგა ხანია, აღარ დაურეკავთ. იმ დღესაც რაღაც შენიშვნა მისცეს, ეტყობა, ნუ ხმაურობო, არ მოეწონა და კლიენტებზე იწევდა საჩხუბრად; ძლივს გავაშველე; ამ  ხალხსაც აღარ აქვს ნერვები, ომია ხო; სუფთა შარია, ტოო 

     ამასობაში სამზარეულოდან გიჟი გიორგა გამოვარდა უზარმაზარი ლანგრით ხელში, გზად ორ მაგიდას მაინც გადმოახტა, თავის კლიენტებიანად, თან რაღაც სასწაულით შეინარჩუნა წონასწორობა და ლანგარსაც და მასზე დადგმულ არყის გრაფინს და პროდუქტებსაც შეუნარჩუნა. 

     გიორგი, ძმურად გთხოვ, ნუ ყვირი და ნუ ხმაურობ ამდენს; ხალხი ისედაც დაზაფრულია. ომი ბომბებიამათ ხომ ქართული არ ესმით, ვერ ხვდებიან, რომ რაღაც გიხარია და ღადაობ; კლიენტები უკვე დაფეთებულები გვიყურებენ, ჰგონიათ, რომ ვჩხუბობთლამის ეხვეწებოდა აფხაზეთის დიდი თავადი  არჩილ შერვაშიძე მეიდნელ გიორგას.

     – „შავდივარ, შავდივარ მაგათ მდგომარეობაში“, – გამოსძახა  სამზარეულოდან გიორგამ, – „თქვენს მდგომარეობაშიც შავდივარ“. – „ეს მგონი გვეკაიფება, ტოო..“ – ავად გამოსცრა არჩილმა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, არჩილმაც შვებით ამოისუნთქა, მართლაც დაიჯერა და ის იყო, შვებით უნდა ამოესუნთქა, მით უფრო, რომ კახა მოსაშვილი შემოგვიერთდაგიორგას კი ჩანდა, კახასი ცოტა, სულ ცოტათი უფრო მეტად ერიდებოდა, მაგრამ დაახლოებით რამდენიმე წუთზე მეტი მაინც ვერ გაძლო და უცბად სამზარეულოდან გამაყრუებელი ღრიალი გაისმა.

               სირცხვილი იმ გუთნის დედასა,

                მამაპაპის საფლავს ხნავდეს,

                თავის მოძმის მოღალატეს,

               დამმარხველი არა ჰყავდეს.“

     არჩილმა და ჭყონიამ საწყლად ამოიოხრეს; ეტყობა, ქალაქური, კერძოდ, იეთიმ გურჯის პოეზიის დიდი თაყვანისმცემლები  ვერ იყვნენმე და ჯაბა ვხალისობდით; კახა საქმეზე გველაპარაკებოდა, თან ცერად გაჰყურებდა სამზარეულოსსამზარეულოში ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა

                ყარაჩოხელ კაცმა შობა,

                ყარაჩოხელებმა მზარდეს“…

     გაახსენდა და დასჭექა ისევ გიჟმა გიორგიმ ძველ,თბილისური, შუაგულ დაბომბილ კიევში

     არსებობს ასეთი დღეები, უცნაურად ტევადი, თავისი დრო რომ არა ჰყოფნით და მეორე დღეშიც გადადიანდღეები, რომლებიც მთელი ცხოვრება გახსოვსასე გადავიდა 29 მაისი 30 მაისში. ვერც გავიგეთ, როდის მოხდა ეს. სახლში კახამ და აჩიკომ წაგვიყვანეს. ჯაბას, ანდრეის და, რა თქმა უნდა, მეიდნელ გიორგას გულიანად გამოვემშვიდობეთ. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყოჯაბა ხოფერია გოგა ჭყონიას და მე შეგვპირდა, რომ ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში დაგვირეკავდა. მე და გოგას უკვე უნდა გადაგვეწყვიტა, თუ შანსი გამოჩნდებოდათუშსან ჯაბას ბიჭებს უნდა გავყოლოდით აღმოსავლეთითხარკოვირუმისევერადონეცკილუგანსკის მიმართულებით, ან, თუ  უახლოეს დღეებში ვერ გაირკვეოდა ეს ამბავი,  უკვე ნელნელა დასავლეთით ლვოვის მიმართულებით დაგვეხია და სახლში დაბრუნებაზე გვეფიქრა. 11 ივნისს უკვე კრაკოვიდან გვქონდა ფრენა, თან იქამდე კიდევ 1500 კილომეტრი გვქონდა გასავლელიყოველ შემთხვევაში, კიევშიც ვეღარ დავრჩებოდით ვალერა სერგეევთანუხერხული იყო, თანაც ტანეჩკას თავისუფლად შეეძლო, ჩვენს გადასარევ ბიძია ვალერასთან ერთად გამოვეყარეთ სახლიდან და რაზე ჩავმდგარიყავით ჩვენი ოქროსავით მასპინძლის ცოდვაში, მადლობის მაგიერ

     მთელი 30 მაისი ჯაბას ზარს ველოდებოდით გოგა და მეშუადღეს გადაცილებული იყო, ჯაბა ხოფერიამ რომ დარეკა, ხარკოვში ვინც გველოდებოდა, ვისთანაც უნდა ჩავსულიყავით, ოლექსანდრ ბეზვერხიი დაჭრეს და თავისი ბიჭებით კიევში დააბრუნეს, აქ არის ახლა კიევის სამხედრო ჰოსპიტალშიო.

     სხვა გზა აღარ იყო, ლვოვის მატარებლის  ბილეთები უნდა აგვეღოჩვენით ასე უფულოდ, უაკრედიტაციოდ და უპატრონოდ კიდევ სადმე წასვლა უკვე სიგიჟეზე მეტი უპასუხისმგებლობა იყო და არა მარტო თავისა და ოჯახის წევრებისადმი, არამედ იმ ბიჭებისადმიც,  ვინც შეგვხვდა და, შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღეს ჩვენზე, რომ ამ გაგანია ომში რაიმე გაუთვალისწინებელ სისულელეს არ ჩავიდენდითეს ყველაფერი ცხადზე უცხადესი იყო ორივესთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, გოგა ჭყონიასთვის, რომელსაც ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში, მაგრამ ისე დადიოდა და დაიბოღმა, რომ აქ უკვე მეორედ გამკრა გულში, ეს ბიჭი აქ სიკვდილს ეძებსმეთქივუთხარი კიდევაც, ადრე ნათქვამი გავუმეორე:  რა გინდა ტო? …უკან დავიხიეთ სადმე?.. გადავჭერითგადმოვჭერით ეს ამხელა უკრაინა, ბომბი ჩვენ არ მოგვკლებია, სირენა, დრონი და წივილკივილივინცა ვნახეთ ჩვენები, ყველას ვუთხარით, რომ, სადაც იტყვით, ყველგან მოვდივართ, აი, ახლავე, ამ წამსგზაში კიდევ რა  გველოდება, კაცმა არ იცისჰა, ახლა მეტი რაღა, ტოო?… თუ არადა, ძალიანაც მიხარია, რომ ცოცხლები ვართ და უკან ვბრუნდებით; ბავშვები მომენატრნენ, მარიამი, ძმები, ძმისშვილი სალიკუნა, მეგობრები, გოგოები, ბიჭები, თბილისი, უბანი, „ციყვები“, არ მოგენატრა, ტო?… და არაო, არ მომენატრაო; ბოღმა გურული ესაკაროჩე აქ მარტო ვერ მოკვდები და მე ცოცხალი თავით, სიკვდილს არ ვაპირებმოვკვდე რა ის არი, მამაძალი, ბლენა?.. როგორც ჩემი კლასელი მინდია მაღალაშვილი იტყოდამოვკვდე რა, აღარ უშლიან?.. დაიბრიდე აქა, გათრიონ. ამ ხალხს თავისი გასჭირვებია; მოსახმარებლად ჩამოვედით თუ, ჩვენი კუბოების თრევით წელი რომ მოვწყვიტოთ?.. ადე, ჰა წავედით;  ადე, მომინდომა გმირული სიკვდილიზედ გადაფენილი ეროვნული დროშა დამხედრიონისწმინდა გიორგიადე, დავბრუნდეთ ლვოვში და მერე სახლში. ადე, წავედითრა იმედი გადაიწურე; იქნება, გზაშიც აგვაფეთქონ და შენი მადლიც მოისხან ჰა

     ვალერი სერგეევს ძალიან გულიანად გამოვემშვიდობეთ; ჩემი წიგნიც ვაჩუქე წარწერით. ისე საყვარლად და გულიანად გვიმასპინძლა, გამიხარდა, ჩემი წიგნი მისი ბიბლიოთეკის თაროზე რომ დარჩა; თითქოს ჩემი სულის ნაწილიც დარჩა ამ სახლში, უგანიერესი დნეპრის პირას, „სლავუტიჩისუბანშიდიდი სიყვარულით გამოვემშვიდობეთ ულამაზეს გერმანელავჩარკაფრაუგრეტხენსაც.“

     კომენდანტის საათს ახლაც ყოჩაღად  შევასწარით კიევის რკინიგზის ვაგზალში. იქვე  ცოტა წავიხემსეთ და ადგილობრივ ბომჟსაც ვუმასპინძლეთ.

     გოგასგან განსხვავებით, რომელსაცბარსკიდა ცოტაბრეზგლივი“ „ზამაშკებიაქვს ამ კატეგორიის ხალხთან, მე რაღაც უცნაური სენტიმენტები მაქვს ხოლმე ამ ქუჩაში ჩარჩენილ ლოთ და მაწანწალა ბრიგადასთანსულ მგონია, რომ მე ვარამათი ვარ რარაც მე ქუჩაში ამბები დამიტრიალებია, ფათერაკები გადამხდენია და გახეთქილ მთვრალს მიწოწიალიაამათი ვარ, აბა, ვისი ვარ. უბრალოდ, მე თითქოს გამიმართლა. ისიც თუ გამიმართლა ბოლომდე, რავი მე

     ჩვენი მატარებელი კიევილვოვი სულ ბოლო, მე-13 ბაქნიდან გადიოდა და ზუსტად ისევ ისეთი ძველი, საბჭოთა კუპეებიანი დადაბავოჩნიიყო, რომლითაც 13 მაისს,  დროში უჩვეულოდ განვრცობილი და გაგრძელებული 17 დღის წინ  ჩამოვედით ლვოვიდან მოღრუბლულ, ბინდისფერ, დაბომბილ და ბლოკპოსტებით გადაჭედილ ნაომარ კიევში

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი

მეთოთხმეტე ნაწილი

მეთხუტმეტე ნაწილი

მეთექვსმეტე ნაწილი

მეჩვიდმეტე ნაწილი