უკრაინული დღეები - 2 ივნისი

ბექა ქურხული

 29  მაისიდან 30 ივნისზე გადასვლისა არ იყოს, 2 ივნისის დაწყებაც პირველი ივნისიდან გვიწევს და ცოტა მოგვიანებითაც  კი გავიგე, რატომ მოგვიხდება, დღეებისა და დროის პოკერის  კარტივით აჭრადროის, რომელსაც მოხუცი მეიდნელი მესაათე ებრაელი იცხაკა ასწორებდა, მე დავორ ვ კონფლიქტერევაზა შავიშვილს კი უკანასკნელი ფრაერებივით გვეგონა, რომ საათებს ასწორებდა და აკეთებდა

     როდესაც გოგა და მე პირველი ივნისის დილას მატარებლით ლვოვში შევდიოდით, კიევში  დათო აბულიძე,  ჩვენითუშიდა  უცხოური ლეგიონისსხვა მებრძოლები დილის ხუთ  საათზე სრულიად  მოულოდნელად  წამოყარეს სამხედრო განგაშზე და სამხედრო ვერტმფრენებით გადასხეს ლუგანსკში,  ნახევრად ალყაშემორტყმული სევერნოდონეცკის მიმართულებით… (ამის კადრებიც არსებობს და ამაზე ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი). სევერნოდონეცკი ამ დროს უკვე ორმხრივ საარტილერიო ცეცხლში იყო გახვეული, აქედან უკრაინული არტილერია და ზალპური ცეცხლი მუშაობდა, იქიდან რუსული, რომ ერთმანეთის ქვეითი ნაწილებისთვის ქალაქის გაკონტროლების საშუალება არ მიეცათ.

     მრავლისმნახველმა და რამდენიმე ომის ვეტერანმათუშმაცკი მოგვიანებით მომიყვა: „მსგავსი ჯოჯოხეთი არასოდეს მინახავს; შესვლიდან 5 წუთში 3  კაცი დაგვეჭრა მძიმედ; ერთი მათგანი ევაკუირების დროს ჩაგვაკვდა ხელში. სულ სამი დღე გავჩერდით და მსხვერპლის გარდა, მთელი და დაუჭრელი ერთი კაცი არ გადაგვრჩენია, ყველანი დავიჭერითოდილით რომ წამოგვყარეს და ვერტმფრენებში გვანაწილებდნენ, ერთი კი დავიძახე, ორი ქართველი მყავს,  შეპირებული ვარ,  წამოსვლა უნდათთქო, მაგრამ  ახლა მაგის დრო არ არის, თანაც იმ შენს ქართველებზედაბროარ მოსულა დადავაივერტმფრენებშიო

     თუშითვითონაც მაგრა დაიჭრა, ფეხზე აესხა ჭურვის ნამსხვრევები და ყურის ბარაბანიც გაუსკდაახლა ოპერაცია სჭირდება, რომ ცალ ყურში სმენის 50 პროცენტი მაინც აღუდგესჩვენც  მაგრად  გადავრჩით, თორემ იქ რომ ვყოფილიყავით, ჩვენზე მაგარი ბიჭები დაიჭრნენ და დაიხოცნენუკრაინელებიც, ქართველებიც და ჩვენ ეგეთს რას გაგვიმართლებდა; კი ვართ მე და ჭყონია იღბლიანები, მაგრამ არც მაგდენად

     ისე ცოტათი რომ დავჭრილიყავით, ჭყონია ახლა ცხვირჩამოშვებული, დაძმარებული და მოწყენილი არ იჯდებოდა  ნატალი ტროხიმის  მშვენიერ აყვავებულ ეზოში და ცოტა უფრო გახალისებული იქნებოდა, გამოჭიმული კიევის სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ  ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება და ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული

     ყველაფერი გოგა ჭყონიას რომ არ დავაბრალო, სინამდვილეში მეც გვარიანად მოვიწყინე, მით უმეტეს, რომ გუშინდელი სამმაგი სირენებისა და დაბომბვის შემდეგ ქალაქში საოცარი სიწყნარე და სიმყუდროვე იყო, თითქოს აქ, ლვოვსა და უკრაინაში კი არა, საერთოდ მთელ მსოფლიოში, სამოთხისებური იდილია და კაცთა შორის სათნოება სუფევდა

     სწორედ ამიდილიიდანდასათნოებიდანთავდასახსნელად და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან გვერიდებოდა ჩვენი მასპინძლების და კიდევ ერთი კვირა ფაქტობრივად უსაქმოდ და უფუნქციოდ ლვოვში ყურყუტის, მთელი დღის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით კრაკოვიდან საქართველოში გადმოსაფრენი ბილეთების  ცოტა აქეთ გადმოცვლასუფრო სწორად ამაოდ კი არა,  იმხელა თანხა მოგვიხიეს, გადმოცვლა კი არა, ფაქტობრივად, ბილეთების თავიდან ყიდვა გვიწევდა, თანაც თანხის დამატებით.  ამდენი ფული კი ალალად არ გვქონდა; ისედაც ამ ჩვენი უკრაინაში ზევითქვევით წანწალის გამოისობით, ძალიან გავწეწეთ მეგობარახლობლები.

    მთელი დღე ფეხით დავბორიალობდით ლვოვში. უკვე, ძირითადად, ჩუმად. როდესაც ორი ადამიანი თითქმის მთელი თვე ერთად მოძრაობს უსასტიკესი ომით მოცულ ამხელა ქვეყანაში, მათ ერთდროულად,  თითქოს სასაუბრო თემაც ელევათ და ამავე დროს, უნდათ თუ არა, უსიტყვოდაც უგებენ ერთმანეთს. ამიტომ ნელნელა, ძველ საკაიფოვესთერნებშირომ ორი ტიპი უცხო და სახიფათო ადგილებში ეძრობიან, მხოლოდ ერთმანეთის იმედად არიან და თან ორივე თავის საფიქრალსა და დარდისას ფიქრობს, დაახლოებით ეგრე ვიყავით

     ზაფხულის მეორე დღე იყო. გვარიანად დაცხა, ღია კაფებარს შევაფარეთ თავი და ადგილობრივი ლუდი შევუკვეთეთ, რომელიც უზარმაზარი დაცვარული ქარვისფერი კათხებით მოგვიტანესპირველი დღეების მერე ჭკუა ვისწავლეთ და ლვოვში არაფრის დიდებით რუსულად არ ვიღებდით ხმას. უკრაინის სხვა ქალაქებში კი, ბატონო, არანაირი პრობლემა არ იყო, თუნდაც შუა ფრონტის ხაზზე რუსულად ლაპარაკის, მით უფრო, როდესაც ჩვენს, განსაკუთრებით კი ჩემს გადასარევ აქცენტზე ხვდებოდნენ, რომ ქართველები ვიყავით. აქ კი ნებისმიერ ენაზე სჯობდა დალაპარაკებოდი, თუნდაც მართლა პუშტუნურად, ოღონდ, არა რუსულადარა, არც აქ დაგიშავებდა ვინმე რამეს, უბრალოდ, ზედაც არ შემოგხედავენ; არც იმის კვლევას დაიწყებენ, ქართველი ხარ,  ლიტველი თუ ჩერქეზი, არც კი შემოგიბღვერენ, უბრალოდ, არ შეგიმჩნევენ, არა ხარ, არ არსებობ, ვერ დაგინახეს და მორჩაამიტომ პირდაპირ ქართულად ვიწყებდით ლაპარაკსდა მერე გოგა ინგლისურზე გადადიოდა. სხვათა შორის, ეგეც აქ აღმოვაჩინე, რომ ჭყონია ინგლისურად ლაპარაკობს; აბა, თბილისში, უბანსა დაციყვებშიინგლისური არ დაგვჭირვებია და

     ისე, ეს ამბავი, ალბათ, ცალკე ტრაგედიააისე როგორ უნდა შეაძულო მთელ სამყაროს თავი, რომ შენი დედაენის გაგონებაზე, რომელზეც მართლა მსოფლიო ლიტერატურული შედევრები შეიქმნა, ან ეგრევე შენი მოკვლა უნდოდეთ, ან უკეთეს შემთხვევაში,  კეთროვანებივით გაგირბოდნენროდესაც თავადაც ვერ გაგირკვევია, მთელი ისტორიის განმავლობაში მცირე გამონაკლისების გარდა (მაგალითად, როდესაც ფაშისტური გერმანია დაესხათ თავს და აქაც უამრავი კითხვის ნიშნებია დარჩენილი ისტორიაში), ვერ გაგიგია, ვერ ჩამოყალიბებულხარ როგორც სახელმწიფო, რისთვის ებრძვი თითქმის ყველა მეზობელს, რა გინდა და ვის რას ერჩირაისრასშირიაც როდინუ…“  რას ჰქვიარასშირიაც როდინუ?..“ და საერთოდ, სამშობლო როგორ უნდა გააფართოო?.. ან რატომ?.. აი, როგორ უნდა გააფართოო, ვთქვათ, ვარძია ან გრემის ტაძარი?.. მართლა ამათი საბჭოთაკვარტირნი ვაპროსიხომ არ არის, ასეთი და ამხელა სულიერი და მისტიკური, ასეთი სადავო და იდუმალი სუბსტანცია, როგორიც სამშობლოა?.. 

     ადრეც, წინა დღეებშიც გავიხსენეთ ისევ უკრაინასთან, და არა მარტო უკრაინასთან, დაკავშირებით რუსეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსი, ნიკლაი ბერდიაევი, რომელიც რუსულბაბია დუშაზემოთქვამდა და აცხადებდა, რომროსია ჟივიოტ ვო ვრედ სებია ი ნა ზლო დრუგიმოდა რატომ ხდება ასე?.. რატომ ხდება ასე, თან ამდენი ხნის განმავლობაში?.. და რატომ ვერ აკეთებს ეს ამხელა ქვეყანა და ამ რაოდენობის ხალხი ელემენტარულ დასკვნებს?.. იმპერიების მეტი რა ახსოვს  მსოფლიო ისტორიას,  დაწყებული რომის იმპერიიდანსხვათა შორის, დღემდე მთელი ევროპა რომაელების გაყვანილი გზებით დადისდამთავრებული ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიებითა და თავისი კოლონიებით, სადაც მზე არასდროს ჩადიოდა, მაგრამ ყველა იმპერიამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ძალით თუ ნებით რაღაც დასკვნები გააკეთა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა  და საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხელისუფლებას შემოუბრუნდადა ამ ქვეყანას და ამ ხალხს რა სჭირს ასეთი, რომ ვერაფერს ითვალისწინებს, ვერაფერს უხერხებს ვერც თავს და ვერც თავის ხელისუფლებას და ისევ ის ურჩევნია,  იმ უკიდეგანო ზიზღს, სიძულვილსა და მტრობას შეეგუოს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოირტყა და გამოიწვია თავისი საკუთარი პოლიტიკით და უსასტიკესი აგრესიით?..

      და ისევ ნიკოლაი ბერდიაევი: „გარეგანი ჩაგვრისგან მხოლოდ მაშინ გავთავისუფლდებით, როცა შინაგან მონობას დავაღწევთ თავს, ანუ საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას და შევწყვეტთ ყველაფერში გარეგანი ძალების დადანაშაულებას…“  და ეს აუცილებელი აქსიომა და ჭეშმარიტება უდავოდ და თანაბრად ეხება როგორც ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ისევე ერთ კონკრეტულ სახელმწიფოსხომ თითქოს ცხადზე ცხადი და გასაგები ჭეშმარიტებაა, მაშინ რატომ უჭირს ასე, როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ასევე კონკრეტულ სახელმწიფოს ამ ყველაფრის  გათავისება?.. იმიტომ ხომ არა, რომ როგორც ერთ კონკრეტულ ხელმოცარულ, აგრესორ და სამარცხვინო მარცხისთვის განწირულ სახელმწიფოს, ისე კონკრეტულ ადამიანებს ურჩევნიათ, რაღაც იდიოტურ, ფსევდოიდეოლოგიურ, ფსევდომაღალმატერიებსა და ზეაღმატებულ, არარსებულ  მიზნებს ეპოტინებოდნენ ჰაერში („რუსული ნაციონალური იდეა“ „თავის დამკვიდრება“, „გამდიდრება…“ „კაცობრიობის განათლება და გაბრწყინება“ „ჭეშმარიტი უფლის გზა“ – გენიალური მაჰათმა  განდი: –  უფალს რელიგია არ სჭირდება“), ვიდრე, უბრალოდ, გზის პირას დაჯდეს, თასმები შეიხსნას, ფეხსაცმელებიდან, ყოვლად სასაცილო ეგოცენტრიზმის ამპარტავნების, ეგოიზმისა და ამბიციის ქვა ამოიგდოს და გემრიელად თავის გემოსა და ნებაზე გააგრძელოს ცხოვრება და ეს ორი წამის წუთისოფელი?..

     თქვენი არ ვიცი და მე კი ასეთი ღრმა და ბრძნული აზრები, სექსისა არ იყოს, ძალიან მაშინებსშეიძლება, იმიტომ  რომ, კაცობრიობას დღემდე სექსზე  ღრმა და ბრძნული არც არაფერი მოუგონია და მადლობა ღმერთს, დღემდე სწორედ ასე მრავლდება, ყოველი სულდგმული ამ ცოდვილ და აალებულ დედამიწაზეგანსაკუთრებით, თუკი  კაი ბარაქიანი კათხით ლუდიც მიაშველე ამ ფიქრებს, ამიტომ  ორი  სტეიკი და დიდისაინითსალაც შევუკვეთე თანაც ქართულადუნდა მოგახსენოთ, რომ პან მიმტანმა ყველაფერი მშვენივრად გაიგო; ალბათ, იმიტომ, რომ ქართულად სხვა ენებისგან განსხვავებით გადასარევად ვლაპარაკობსწრაფად, ენერგიულად და საფუძვლიანად

     ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, კიდევ ორი კათხა ლუდიც მივუმატეთ

     უნდა გამოგიტყდეთ, რომ სტეიკები დიდი ვერაფერი შვილი იყო, აი, სალა კი, მართლაც, საგანგებო გახლდათვინც უკრაინაში არ ყოფილხართ და მხოლოდ საქართველოში მიგირთმევიათ სალა, ჩათვალეთ, რომ სულ სხვა საჭმელი გიჭამიათეს იგივეა ფშავში, ჩემი მათურას მთავარანგელოზების ხატში, ხინკალს რომ შეჭამთ და სადმე ევროპაში რესტორანში გაკეთებული ხინკალი ერთმანეთს შეადაროთ

     ალბათ, ამ სალის წყალობით იყო, რომ მესამედაც  მოვითხოვეთ თითო კათხა ლუდი და ასე მძიმედ და კვლავ მდუმარედ ამოვუყევით კნიაგინია ოლგას აღმართს სახლისკენ 

     სახლში მოსულებს ამბავი დაგვხვდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსებმა დონეცკი ლუგანსკის ტრასა დაბომბეს, ბახმუტი ლისიაჩინსკის  მონაკვეთზე, ჩვენკენ, დასავლეთ უკრაინაში კი სპეციალურად  დაარტყეს მარცვლეულის (ხორბლის, მზესუმზირის და ა. .) უზარმაზარ საწყობებს და იქაურობა ცეცხლს მისცეს. უბრალოდ, ჯინაზე, რომ მთელ მსოფლიოში ამდენი ადამიანი შიმშილობს, თორემ მარცვლეულის საწყობებს რა სამხედრო დანიშნულება უნდა ჰქონოდათ

     მერამდენედ ვიმეორებ და ალბათ, სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება მომიწევს გამეორება, რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს, მაგრამ აი, ასეთი სადიზმისა და მარაზმის წინააღმდეგ, მართლა ალალი და აუცილებელია, ბრძოლაც და ომიცთორემ  ისევ შეგვახსენებს საკუთარი ორლულიანი თოფით თავდაბრედილი ერნესტ ჰემინგუეი რომ:

     ომი საშინელებაა, მაგრამ ომზე უარესი რამეც არსებობს ამქვეყნადეგოიზმია ომზე უარესი, ლაჩრობაა ომზე უარესი, ღალატია ომზე უარესი

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი

მეთოთხმეტე ნაწილი

მეთხუტმეტე ნაწილი

მეთექვსმეტე ნაწილი

მეჩვიდმეტე ნაწილი

მეთვრამეტე ნაწილი

მეცხრამეტე ნაწილი