უკრაინული დღეები - 5 ივნისი

ბექა ქურხული

5 ივნისი

     ღამე რამდენჯერმე გაგვაღვიძა განგაშის სირენებისა და დაბომბვის ხმამ, მაგრამ ლოგინიდანაც აღარ ავმდგარვართმიხასი,  ულიანა და ბავშვებიც კი არ გამოსულან საძინებლიდან და ჩვენ რაღა გვრჯიდა ამ ბერიკაცებს,  რომ წამოვმხტარიყავითსად გვერბინა და გვეძუნძულა აქეთიქით. თან უკვე ვარჩევდით ხმაზე, ქვევით ქალაქში ურტყამდა რკინიგზის  ვაგზლისკენისე ახლოს არ იყო, დნეპრში  დრონები ზედ თავზე რომ გვედგა და ვადიმას მთელ სასტუმროს ზედ გვამხობდაისევ ევროპიდან შემოსულ სამხედრო ეშელონებზე ნადირობდნენ ბოზის დაზრდილები

     დილით გაირკვა, რომ ისევისკანდერებითგვბომბავდა რუსული კასპიის  ზღვის სამხედრო ფლოტილიაკასპიის ზღვიდან ლვოვს!…  რა მეომრებიც არიან რუსები, მაგაზეც ეტყობათ, ახლოს რომ ვერ მოდიან, 5000 კილომეტრის სიშორიდან ბრმად ირტყმევინებიანკასპიის ზღვიდან არა, ბარემ ურიუპინსკიდან და ჩებოქსარიდან ისროლონ და მაგრად მოარტყამენ მიზანში

     ასეც მოხდამეორე დილას მთელი ლვოვი სიცილით კვდებოდა და ერთმანეთს უყვებოდნენ, როგორ დაეცა ლვოვის მიმდებარე სოფელშიისკანდერისრაკეტა,  სოფლის ოთხი ფიცრით შეკრულ ტუალეტს.  ჩეჩმას“, ბატონო, აი, ადრე სოფლებში რომუბორნიებიიყო, იმას ხიეს ნახევარი მილიონის  ღირებულების რაკეტა ამ  გოიმებმა. აესე, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარი მილიონი დოლარი ჩაახალეს, ოთხ ფიცარს, რომელშიც, საბედნიეროდ, არავინ არ იყო და რომლის წაქცევასაც,  თუ მაინცდამაინც გალიჩინელების სოფლისჩეჩმისჯინი სჭირთ კრემლში, ერთი ლაზათიანი წიხლიც ეყოფოდა. ნახევარი მილიონი დოლარი ნამეტანი ძვირი დაუჯდათ ამ ბითურებსსამაგიეროდ, გახალისდნენ გალიჩინელები, რომლებმაც გადასარევად იციან ყველაფრის ფასი, მათ შორისუბორნიისადა ცხოვრების. მთელი დღე მეასედ და სულ სხვადასხვა ვარიაციით ჰყვებოდნენ და უკვე ახალახალ ანეკდოტებს  თხზავდნენკაცაპებისენით აუწერელ იდიოტიზმსა და უთავბოლობაზეთან არც  მოსკოლიატ  ნა ვილახ, რუსკიე პიდარასსი და პუტინ  ხუილოს…“ მოძახილი ავიწყდებოდათ

     სამწუხაროდ,  მოსკალიატებიც  ყოველთვის არ აცილებენ   ან ნახევარს აცილებენ, მაგრამ ის ნახევარიც, რასაც მიზანში არტყამენ, სრულიად საკმარისია, რომ სიცილიც მოგისხიპოს და მთელი დღით გაგიფუჭოს ხასიათილვოვის მერე, შუადღისკენ, კვლავ დაუნდობლად დაიბომბა უკრაინის ქალაქები, თანაც სწორედ ის ადგილები, სადაც მე და გოგა ვიყავით და ლამის მშობლიური  გახდა ჩვენთვისისევ დაარტყეს ქალაქ დნეპრს, კერძოდ,  დნეპროვკისადადარნიცისრაიონებს,  დაბომბეს კიევიცრა თქმა უნდა, სასწრაფოდ დავუკავშირდით და მოვიკითხეთ ჩვენებივადიმ გეფტერი და ვალერი სერგეევი და პასუხად მათთვის დამახასიათებელი ფრაზები მოვისმინეთ – „ტა ია ვას უმოლიაუ უ ნიხ ტამ ვ კრემლე ვესტიბულ გარიტმი პობედიმაბნიმაიუბერეგიტე სებია…“ და ძიაძია ვალერას მძიმე ბასი… „სვოლოჩიადნო სლოვა სვოლოჩიბუდტე პო ოსტოროჟნეესეგოდნია ფუტბოლ უელსუკრაინა…“ როგორც ამბობენ, ეს კიევის ყველაზე ძლიერი დაბომბვა იყო აპრილის შემდეგ  ყველაზე ძლიერი ცეცხლისა და დარტყმის ქვეშ  სწორედ ჩვენი ბიჭებისარჩილ შერვაშიძის, კახა მოსაშვილისა და მეიდნელი გიორგას უბანი მოჰყვა. აი, სადაც კაფეთბილისიდანკიევის ალყის, ირპენისა და ბუჩის ბრძოლების დროს ყოველდღიურად უფასოდ  არიგებდნენ პურს. მოგიყევით მათი ამბები 29-30 მაისსმადლობა ღმერთს, ჩვენებიც უსაფრთხოდ გადაურჩნენ რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს  და კაფეთბილისოცისევ თავის ადგილას იდგაისე კი კარგი სანახავი და მოსასმენი იქნებოდა, დაბომბვის დროს მეიდნელი გიორგა როგორშადიოდა რუსეთის მდგომარეობაში…“  და რა პირით უკითხავდა რუსებს თბილისური უბნების ყველა ენასა და დიალექტზე დედას და  ყოველივე კარგებს, კეთილებსა და საუკეთესოს თავისი განუმეორებელი მიხვრამოხვრისა და ყიჟინის თანხლებითმგონი რომ დაიწყო მშობლიური მეიდნიდან და კლორთაღიდან, აგე ორთაჭალასა და ნავთლუღს გაახედა. მე შენ გეტყვი, დაიზარებდა და მოიბეზრებდა თუ რა?.. 

     თუმცა ჭყონიას საბედნიეროდ მეიდნელი გიორგა შორს იყო – 700 კილომეტრით იქით კიევში; ნერვებს ვეღარ მოუშლიდა ამას და  აჩიკო შერვაშიძეს. ამპიდარასტმა რუსებმაცთითქოს დღევანდელი 5 ივნისის დაბომბვის გეგმაც შეასრულეს  მთელი თვეა აქა ვარ და ვერაფრით ვერ გავიგე, ამ აცაბაცა  და უაზრო დაბომბვას რა სამხედრო მიზანი და აზრი აქვს, გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკების, უსახლკაროდ დატოვებისა და ამოწყვეტის, რაც მერე ერთი ათასად უბრუნდებათ, მთელ მსოფლიოში ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯს უძლიერებთ და დაშინებითაც უკვე ვეღარავის ვერ აშინებენ. პირიქით უფრო ამწარებენ ყველას და ამით საკუთარ კრახსა და გარდაუვალ აღსასრულს იახლოებენ, თავისი ჰააგის ტრიბუნალით, თუ კიდევ უარესით არა

     ეს ბოლო დღეები ძალიან გაგვეწელა. მას შემდეგ, რაც ბილეთების გადაცვლის იმედი გადაგვეწურა, მე და გოგა უკვე საათებს ვითვლიდითდღეს საღამოს ორი ფეხბურთი გველოდა და  ეგ ამბავი ცოტათი გვახალისებდა.  უკრაინა უელსს ხვდებოდა. გადამწყვეტი თამაში იყო. გამარჯვებული შემოდგომაზე კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გადიოდა (ესეც ფიფას კორუფცია, უსინდისობა და იდიოტიზმი; ჯერ რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი და ახლა კატარში, თანაც ნოემბერდეკემბერში. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია თუ თანღუთური აქლემების დოღი), მოგვიანებით კი ჩვენები ეთამაშებიან ერთა ლიგაზე ბულგარეთსბულგარეთთან მხოლოდ ერთხელ გავიმარჯვეთ – 1995 წელს, როდესაც ბულგარეთს თავის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავდა. წინა (1994) წელს ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა, სტოიჩკოვი და სასტავი ჰყავდათ, მაგრამ მაინც დავამყნეთ თბილისში 2:1, მაგრამ მაშინ 90-იან წლები იყო და ჩვენც სხვა ბრიგადა გვყავდამას შემდეგ, სადაც დაგვიჭირეს, იქ გადაგვახიეს ბურთი თავზესუ 6:2 და რავიაგე, შარშანაც 4:1  მოგვართვეს. ასე რომ, უკრაინაუელსს უფრო ველოდებოდითმიხასსა და ულიანას სახლში პრინციპულად არ ჰქონდათ  ტელევიზორი და ფეხბურთისადმიც საკმაოდ გულგრილები იყვნენ. ასე დავრჩით ჩვენი მობილურებისა და ინტერნეტის ანაბარააი, სად ვინატრეთ კიევი, „სლავუტიჩუსუბანი, ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი და ნამდვილი გურმანი ძიაძია ვალერა და ფართოეკრანიანი ტელევიზორი, მაგრამ ეგეც არაფერი, ყველაზე კარგი იქ არის, სადაც ჩვენ ვართასე რომ, გაუმარჯოს ლვოვს ლომების ქალაქს

     და გოგამ და მე გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შემოგვევლო ლვოვის ქუჩებისთვის და სადმე კაფესთვის შეგვეფარებინა თავიჩავსხედით ჩვენს მშობლიურ  N3 ტრამვაიში და გავყევით ბოლომდე, ვიდრე ჩვენთვის უცნობ ქუჩებში არ ამოვყავით თავიჩამოვხტით ტრამვაიდან და დავიწყეთ ბოდიალი

     გოგას ისედაც კადრების დარდი ჰქონდა, ამიტომ დააძრო ვადიმ გეფტერისეული ვიდეოკამერა და გადაიღო და გადაიღო, აღარც გამორთოაღარ გამორთო და როგორც 14 მაისს კიევში, ახლაც შეგვიპყრეს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ შევეხეტეთ უადგილო ადგილას, არამედ გაჩერებაზე ერთმა მოწინავე და შეგნებულმასტუკაჩმადაგვაფიქსირა და  თვითონ კი არ გვკითხა, ვინ ოხრები ხართ და რას იღებთო, არამედ იქ დარეკა, სადაც ჯერ არსისიც კი გვესმოდა, როგორ გვაბეზღებდა: „დვოე პოდოზრიწელნიე, ი ნა ვიდ დავოლნა აპასნიე, ადინ ვისოკიი, ვ ბეზრუკავკე ცვეტა კამუფლიაჟა…“ თან, რატომღაც, რუსულად ელაპარაკებოდა, რაც, როგორც მოგახსენეთ, უიშვიათესი მოვლენაა ლვოვში

     გასაგებია, რომ ომია და ყველაფერიმაგრამ ისე გულდასმით ხალისიანად და გულმოდგინედ ჩაგვიშვა, აშკარა იყო, პროფესიონალთან გვქონდა საქმე, აი, თავის მეზობლებზეც რომ ეგრე კოხტად რეკავს, საქმის ცოდნითგაგვიმეტა რაუკრაინელ ძალოვნებს ხუმრობა ნამდვილად არ უყვართ, მით უმეტეს აქ, ლვოვსა და გალიჩინაშიისე გემრიელად მიგვაყენებდნენ  კედელთან და მიგვახვრეტდნენ,  შენი მოწონებული, გეძახა მერე: „თქვენები ვართ, ბიჭოო დაიაკ აშობოჩკა ვიშლა“… რო გაგვაფართხალებდნენ იქა და გაგვაფშეკინებდნენ ფეხებს საკაიფოდ

     რა ვუყოთ ამ ჩემისასმეთქი? – გოგას ვკითხე

     რა უნდა ვუყოთ, ერთი მაგის ოხერი ნასედკა დედაც ვატირე, ხო არ ვესვრით; ღირსი კია, მარა არ გვაქვს სასროლირო გავიქცეთ, სად გავიქცეთ და როცა მოვლენ და დაგვიჭერენ,  დაგვიჭირონო

     ვახ, გიჟია ესა, გეუბნებითთან კი არ გამორთო ეს ოხრად დასარჩენი ვიდეოკამერა. რას ატანდა, მე რომ ვადიკა გეფტერის ყოფა ვატირესულ წაღმაუკუღმა იღოაეგრე, იგრე, ხელუკუღმა, გარეკაური, „ჩერეზსებია“;  რავი, ღმერთმა ნუ იცის ამისმხედრიონელი,“ პოეტი და რეჟისორი  თავი და ტანი

     ხარაშო და ხვალე გნახავთ“… როგორც ჩემი შპანა ვამბობდით ავბედით და სამგზის შეჩვენებულ 90-იან წლებში, როცა შპანაშპანა დავდიოდით.  კაი ხნის მივიწყებული გვქონდა ეს ტერმინი, მაგრამ აგე, სად გამახსენდა და აღვადგენ აწი

     იმ ქუჩაზე არა, მეორე ქუჩაზეც არა და მესამე ქუჩაზე კი გადმოგვიჭრა ორმა ველოსიპედიანმა პოლიციელმა გზა და შეგვაყენესველოსიპედიანი  ეძახე და გადასარევად იყვნენ შეიარაღებულები, ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, ხელკეტები, პატარა იარაღი და ახალთახალიუზებიც…“   ისრაელის, თუ არ შემეშალაკიევში რომ დაგვაკავეს, ისინი უფრო პოსტსაბჭოთასავოკიმენტები იყვნენ, ესენი კისუფთა ევროპელები

     ზრასწეისეთი უაქცენტო და სუფთა რუსულით მიესალმა ეს ჩემის ცოდვით სავსე ჭყონია, თან კამერამომარჯვებული, რომ ლვოველი პოლიციელი სიმწრისგან ჩაბჟირდა და ხელი იარაღისკენ გაექცა

     შჩო ზრასწე?.. შჩო ზრასწე?.. – ამოიხიხინა გაავებულმა.

     გამარჯობა!.. სასწრაფოდ ქართულად მივესალმე. – ქართველები ვართ, ძმა. – განვაგრძე ისევ ქართულად. ამ გოგას აფხაზურმა, სუფთა რუსულმა, უდარენიებმა, როდებმა და პადეჟებმა ხომ ბოლო მომიღო, რა 

      შჩო?.. – მომიბრუნდა ახლა მე, მაგრამ ცოტა შეცვლილი ინტონაციით.  ნა ვას ზვანოკ ბილ; შჩო სნიმაიტე?..

     და სლიშალი მი, კაკ ონ ზვონილ; ეტატ ნე ხაროშიი ჩელოვეკ. – ესლი ბი  სპროსილ, ატვეტილი ბი პო ჩელოვეჩესკი, მი გრუზინი, ცელიი მესიაც ზდეს. ია პისატელ, პიშუ კნიგუ პრო უკრაინუ (რაც მე აქ დაპატიმრებებისას ვიბრალე, მწერალი ვართქო, ტყუილია რა) ონ რეჟისორ, სნიმაეტ ფილმვოტ, რადი ბოგა, სმოტრიტე, ჩიო მი სნიმალი

     კი ჩახედეს კამერას, მარა ესეც ისე;  მაინცდამაინც მიწაზე არ დავუყრივართ, ხელები არ გადაუგრეხიათ; აშკარად დამშვიდდნენ თვითონაც.

     ბუძ ლასკა დოკუმენტიკამერის თვალიერებას რომ მორჩნენ, პასპორტები მოგვთხოვეს

     მეორედ მაშინ დაფეთდნენ, როდესაც  ორივესიჩემი და გოგას პასპორტები მე ამოვიღე გულის ჯიბიდან და არხეინად  გავუწოდე

     ტა ეტა იაკ, პოჩემუ ობე პასპორტა უ ტებია?.. და ეგეთ დროს ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა მიედმოედო და უბრალოდ სიმართლე უნდა თქვა

     და პატამუ შტო, ონ ნე ტოლლკა რეჟისორ,  პოეტ, რასწერიანნი, ვსო წერიეტ; ესლი ონ პასპორტ პაწერიაეტ, ტაგდა ვი პუსწიწე ნას ნა  გრანიცე პოლში?.. ნამ უჟე სკორა დამოი, 11იუნია ვილეტემ ჩერეზ კრაკოვ

     იცინეს გულიანადარც არაფერი წაუშლიათ, არც ის უთქვამთ, არ გადაიღოთო,  ისევ მე დამიბრუნეს ორივე პასპორტი, მოასხდნენ თავიანთ ველოსიპედებს და ხელი დაგვიქნიეს

     ეე, მოიცათ. – ბარემ პოდსკაჟიწე, კოგდა ვაში იგრაიუტ ს უელსამ ი ნა კაკომ კანალე მოჟნა პოსმოტრეწ?..

     ითათბირეს, იკამათეს და ბოლოს საათიც გვითხრეს და ტელეარხიც. ბოლოს, გამომშვიდობებისას,  ისეთი დავიღრიალესლავა უკრაინე!“, რომ ცოტა ზედმეტიც მომივიდა .და ლვოველი პოლიციელები ველოსიპედებიანად  შეხტნენ. – „გეროიამ სლავაო“ – მოგვაძახეს და დაატრიალეს პედლებიმგონი იფიქრეს, ვერ არიან ესენიო!..

     და განა ტყუოდნენ ლვოველი პოლიციელები, პატივცემულო მკითხველებო?.. არა!.. რა ქნა ჭყონიამ?.. შეწყვიტა გადაღება?.. !.. გააგრძელა გადაღება?… არა!..  უარესიჩემს ჭირად, იქვე მახლობელ ეკლესიაში დიდ ქორწილს გადააწყდა და, რატომღაც, იმ ქორწილის გადაღება დაიწყო. თანობშჩიი კადრსკი არ დასჯერდა, გაერია შიგ მაყრიონში და ყველას სათითაოდ იღებდა. მღერის ეს ხალხი ამ  ომიანობის დროს,  გალობსჯვარს იწერენ მონა ღვთისა და მხევალი ღვთისა  და დადის ჭყონია და იღებსარ დატოვა მაყარი, მეჯვარე, ხელისმომკიდე, სიძე და პატარძალიპატარძალიცა, კაცოპატარძალსაც იღებდავაა, გიჟპოეტაა რა, გეუბნები; თან არ დაგავიწყდეთ, სრულიად ფხიზლები ვართ; გუშინს აქეთ წვეთი არ გვაქვს დალეულიმართლა, დედას ვფიცავ

     რაღა დამრჩენოდა?.. შევდექი შემაღლებულზე და მექორწილეებში საქმიანი სახით მობორიალე კამერამომარჯვებულ ჭყონიას თვალს არ ვაცილებდი, რომ, როცა მისი ოპერატორული ნიჭით თავმობეზრებული მაყრიონი თავპირში წაუშენდა, დროზე ჩავშველებოდი და მეც ჩემი წილი მომხვედროდა გვერდებშითან იქვე მოწყალების სათხოვნელად გამოსულ აქაურ ლოთ ბიჭებსა  და ჯიგრებს უშურველად ვურიგებდი გრივნებს, რომ სრულიად უდანაშაულო და ცამდე მართალ ლვოველ მექორწილეებთან ხელჩართული ჩხუბი თუ მოგვიწევდა, ძალიან მაგრად არ დავებეთქეთ

     აგე, რო ატყდებით ხოლმე, ღმერთი არ არიო!… როგორ არ არის?..  გაჭრა კოლეგა ლვოველი  ბომჟებისა დ აბრაძიაგების გალიჩინურმა ლოცვებმა და, რატომღაც, არ გვცემეს, თუმცა ჭყონიას ისე უბღვერდნენ, რომ, როდესაც  ისევ ჩვენს N3 ტრამვაიში ავედით, კარიც საიმედოდ  დაიგმანა და ტრამვაიც ჭრიალჭრიალითა და რახრახით დაიძრა სახლისკენ, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით

     ამ ყოფით მივაღწიეთ ჩვენს სახლამდე; მიხასისა და ულიანას აყვავებულ ბაღში დავსხედით; ახალი თავგადასავლებიდან თავდაღწეულებმა ჩვენ ჩვენი მობილურები მოვქოქეთ, საფეხბურთო არხებიც დავიჭირეთ, ლუდი და ჰორილკაც მოვიმარაგეთ და სულით და გულით ვგულშემატკივრობდით უკრაინას უელსთან მატჩშისხვათა შორის, უელსიც 1958 წლის შვედეთის ჩემპიონატის მერე აღარ გამოჩენილა მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1958 წელი კი 17 წლის  ბრაზილიელი პელეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც ეგრევე გაიბრწყინა და მეოთხედფინალში სწორედ უელსს გაუტანა ერთადერთი გოლი 

     ადრეც მოგახსენეთ, მიხასი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ იყო, თანაც, როგორც ყოველთვის, დიდი სტუმრიანობა ჰქონდა, ამიტომ უკრაინას, ძირითადად, ორი ქართველი, კიევში კი ძიაძია ვალერა ვგულშემატკივრობდითთუმცა გოგოებიულიანა და მისი მეგობარი ნატალია ჰერა (სწორედ ასეთი საინტერესო და მითოლოგიური გვარი ჰქონდა) გვერდით მოგვისხდნენ და ფეხბურთზე მეტად ჩვენს თბილისურ შეძახილებს, ყიჟინას, ხელების შლას და ჩახვეულ ქართულხალხურ სკაბრეზებს ადევნებდნენ თვალყურს

     არა, ერთი ორჯერ მიხასამაც დაგვხედა, ვიღაც ბიჭი მოიყვანა და გაგვაცნო, მწერალიაორომ ავხედე, გულმა რეჩხი კი მიყომართლა მწერალსა ჰგავდამე კიდევ ცუდად მაქვს ეგ დაცდილი, მასტი რომ მართლა იმას ჰგავს, რასაც ამბობს, რომ ესა ვარო ან მასზე რომ ამბობენ, ეს არისოაი, მაგალითად,  ტიპი რომ ამბობს, მაგარი ნაშამორი ვარ, ქალები ჩემზე გიჟდებიანო ან სხვები ამბობენ, ბიჭო ამან ჯადოსნური სიტყვა იცის ქალებთანოეგეთი გამოზმანული, ტკბილმოუბარი, თმებგადავარცხნილია დამხოლოდ შენ ეერთს…“ და, ცხონებული პაკოს თქმის  არ იყოს, აუცილებლად  ფსევდობაბნიკი  გაიჩითებაან მაგარი დაკუნთული ტიპია, მე ისეთი მაგარი ვარ, რო აი, ძაან მაგარი, „ქუჩის აკადემია, ძმაოდა მორჩენილია მაგის საქმე, აკადემია არა ლიცეუმიაზრზე არ არის და ვერაფერი შვილია ქუჩის საქმეებში.. მწერალი ვარო და პას ეგრევეგია ყანჩელსა და ბიძინა კვერნაძეს ასი წელი ვერ შეატყობდი, რომ გენიალური კომპოზიტორები იყვნენდათო ყიფიანზე, მას შემდეგ, რაც ლონდონისვესთ ჰემიგაანადგურეს, „გარდიანმადაწერა, კოლეჯის პროფესორს ჰგავსო; ქერა მიშა მესხი წესიერ ფრიადოსანს ჰგავდა და მთელ მსოფლიოს ამატავებდა; მურთაზ ხურცილავა მოჭიდავეს ჰგავდა; რეზო ინანიშვილიმოწინავე მევენახეს; ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი წარმატებულ კლერკს; ჟან პოლ სარტრი ელამ ბუღალტერს; ანტუან დე სენტ ეკზიუპერი მფრინავსმე რომ ლიტრიანი ან, როგორც ჩემი ებრაელი აბრამსა იტყვის ხოლმე, კილო არაყი მაქვს იღლიაში ამოჩრილი დაციყვებისაკენმივდივართ, კაცი რომ შემომხედავს,  ვინა ვარ და ლოთიმაგრამ აბა ვერ გავლოთდი, არ გამოვიდა ჩემგან არაფერი; ეგრე ადვილი კი არ არის გალოთებახოდა, ეს მიხასას მწერალიც შეხედავდი და სუფთა მწერალი იყო, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა, სტუმარი ვიყავი და სტუმრად  მოვიდაავდექი ხელი ჩამოვართვიმოდიმეთქი, ძმაო, დაგვეწვიე; აგე, თქვენები მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გავიდნენ, უელსს თუ მოუგებენ  და ამან, ამ მწერალმააჰ, არა, არ მაინტერესებს ფეხბურთი, არაინტელექტუალური თამაშიაო

     ისეთი სახე გამიხდა და ისე შევხედე, ჭყონიამ ეგრევე ხელი მტაცა, – დაჯე, გაანებე თავიო – „, წატიმეთქი, შენი ინტელექტუალური და მწერალი დედაც…“ ამ ერთი თვის განმავლობაში რა არ გადაგვხდა, მაგრამ ერთადერთი უკრაინელი აღმოჩნდა, ვინც მაგრა არ დამევასამიხასმაც იგრძნო და სასწრაფოდ გაგვარიდა. მოგვაშორა იქიდან… – აეხლა ამან რა უნდა დაწეროს ამ ბითურმამეთქი  შევჩიოდი ჭყონიას. – ამ ჩემს ფეხებს, თუ ვერც დაწერს, ეგ მადარდე ახლა; დაანებე თავი, ერთი მაგის დედის ტრაკიცფეხბურთს მაყურებინეო, – მეჩხუბა  ჭყონია.

     წავაგეთ. წააგო უკრაინამ და დარჩა, ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზეარადა, როგორ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება,  მთელ უკრაინას და ჩვენ ყველას ერთადმე ცალკე ავტყდი: „ამ მწერალმა დაგვთარსა,  მე ამის არიფი, ინტელექტუალი და ეგზისტენციალური ჭმუნვები და სუყველაფერი რო….“  ნატალის, მიხასასი და ულიანას შემცხვა, თორემ გავგლეჯდი შუაზე, გავაყრევინებდი მთელ  მუზებსეტყობა, თვითონაც იგრძნო, როგორი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც შემოქმედმა, მოაზროვნემ და ინტელექტუალმა და სასწრაფოდ გაერიდა იქაურობას. ფეხბურთი ვიდრე დამთავრდებოდა, მანამდე მოცოცხა

     ბულგარეთისაქართველო, ვეღარ დავიჭირეთ; ფხიზლებიც ვერ ვერკვევით ეგეთებში და უკვე ნასვამებმა სულ ვერაფერი გავაწყვეთ

     ვერ გავაწყვეთ და  გამოუვარდით მე და ჭყონია ამ ჯავრიან გულზე უკრაინელ ჰორილკას ინტელექტუალურად და კარგა რიგიანადაც  ჩამოვთვერით, შენ ხარ ჩემი ბატონი

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი

მეთოთხმეტე ნაწილი

მეთხუტმეტე ნაწილი

მეთექვსმეტე ნაწილი

მეჩვიდმეტე ნაწილი

მეთვრამეტე ნაწილი

მეცხრამეტე ნაწილი

მეოცე ნაწილი

ოცდამეერთე ნაწილი

ოცდამეორე ნაწილი