უკრაინული დღეები - 23 მაისი

ბექა ქურხული

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

23 მაისი

     კვლავ კიევური დილაღამე ძილში, გამთენიისას, აქაც ჩაგვესმოდა საჰაერო განგაშის სირენა, მაგრამ მაინც არ გვტოვებდა განცდა, რომ დნეპრსა და ზაპოროჟიეში ერთი კვირის ყოფნის შემდეგ შედარებით სამშვიდობოს გამოვაღწიეთშეიძლება იმიტომ, რომ საჰაერო განგაშის ხმა შედარებით შორიდან ისმოდა, ანდა  იმიტომაც, რომ დნეპრის სასტუმროს სამხედრო, ყაზარმული პირობების შემდეგ ნორმალურ საწოლებში ვიწექით და კერძო სახლში ვცხოვრობდით

     ვალერა სერგეევისა და მისი ავჩარკაგრეტჰენისგანგანსხვავებით, ძიაძია ვალერას ცოლი, ტანეჩკა, აშკარად ცუდი თვალით გვიყურებდა და დიდად არ ვეპიტნავებოდით, ჩვენი კეთილშობილური და თავგანწირული ზრახვების მიუხედავად.  დაგვიმარტოხელებდა თუ არა,  გამუდმებით  რაღაცას გვერჩოდა  ვგრძნობდით, რა ჯაფად უჯდებოდა ჩვენი სტუმრობა და ცოლის მოგერიება ჩვენს კეთილ მასპინძელს, ძიაძია ვალერას, რომელიც თვითონ მართლა ოქრო იყო  ამიტომ მაქსიმალურად  ვცდილობდით, ნაკლები დისკომფორტი შეგვექმნა. აუარებელ სასმელსაჭმელს ვყიდულობდით გოგა და მე,  ტანეჩკას გულის მოსაგებად; ფეხაკრეფით ვიძურწებოდით სახლიდან  და ვცდილობდით, მხოლოდ დასაძინებლად შევბრუნებულიყავით, რომ ჩვენს მკაცრ დიასახლისს ზედმეტად თვალში არ მოვხვედროდით

     დღეს ჩვენს ქართველ მებრძოლებს ვხვდებით. რაც აქ ვართ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ჩემი სუბიექტური დაკვირვებით (თუმცა შეიძლება, ვცდები კიდევაც), აქ მებრძოლი ქართველი მეომრები, ძირითადად, სამ ნაწილად იყოფიან პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს ნამსახურები გვარდიელები (ძირითადად, აფხაზეთისა და სამეგრელოს მეომრები), პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ნამსახურები სამხედროები დამხედრიონელები…“, თუმცა ესდაყოფა“, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ პირობითია. ისინი უპირველეს ყოვლისა ქართველი მეომრები არიან

     ბუნებრივია, ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიელებისა დამხედრიონელებისუმეტესობა უკვე საკმაოდ ასაკოვანია და გამოცდილი მებრძოლიცოტა უმცროსები  არიან პრეზიდენტ  სააკაშვილის დროინდელი სამხედროები. ასე რომ, ძირითადად, ჩემი ასაკისა და კიდევ უფროსი ხალხია; იშვიათად არიან შედარებით ახალგაზრდები. ისინიც, ძირითადად, რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან,  ან ვისაც მამა, ბიძა ან  უფროსი ძმა ჰყავს რუსებთან ომში დაღუპულიმოკლედ, ვისაც რუსების ჯავრი გვჭირს და ვისი სისხლიც რუსეთს მართებს, ყველანი უკრაინაში გადმოვედით, რუსეთთან საბრძოლველად, პოლიტიკური სიმპათიაანტიპათიის, წარსული დაპირისპირებისა თუ უთანხმოების მიუხედავად. ქართულმა ვენდეტამ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყველა გაგვაერთიანაასე რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ესდაყოფასაკმაოდ პირობითია; ჯერ ამხელა მესამე მსოფლიო ომი, მერე მაინც უცხო ქვეყანა და ბუნებრივია, ყველა ერთად დგასმეომარი და მებრძოლი მაინც სხვაა, ყოველდღიური სიკვდილის ყურება და ცეცხლი სხვანაირად  აწრთობს და აკაჟებს მათ და ომის ორომტრიალი მთლიანად აცლის ნებისმიერ პოლიტიკურ მტვერს, მოტივსა და დავიდარაბასასე რომ, ეს განსხვავება აქ უფრო  შაყირის, ჯარისკაცური ხუმრობისა და გაკენწვლის თემა უფროა, ვიდრე სერიოზული განსხვავება ან განხეთქილების მიზეზი

     როდესაც აფხაზეთისა და სამეგრელოს მებრძოლებს შევხვდით, თავიდან, ცოტა არ იყოს, ალმაცერად გვიყურებდნენ, რადგან იცოდნენ, გოგა ჭყონია  მხედრიონთანრომ იბრძოდა, თუმცა გალელი პარტიზანების  ცხონებული გია როსტობაიას  („მკვლელშიგია ზუხბაიას პროტოტიპი), პოლკოვნიკ კობა ახვლედიანის, იურა კვარაცხელიას და სხვების ხსენებამ უცებ განმუხტა სიტუაცია. მით უმეტეს, რომ რამდენიმე კაცმა გვიცნო კიდევაც,  1999-2001 წლებში აფხაზეთში პარტიზანული რეიდების დროიდან

     ეს ოდიოზურიმხედრიონიხომ ცალკე თემააურთიერთგამომრიცხავი იმიჯით, 90-იანი წლების სახედ თუ ბრენდად ქცეული, ათასი ტყუილმართლითა და ჭორით გაჯერებული ისტორიით პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა (არადა, ახლა ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ 1991 წელს, 22 დეკემბერს,  სამხედრო გადატრიალების დაწყებისას მთელიმხედრიონიციხეში იჯდა და მხოლოდ 28 დეკემბერს გამოუშვეს, ანუ სამხედრო გადატრიალება და თბილისის სამოქალაქო ომი, უკვე თითქმის მთელი კვირა მიმდინარეობდა), სამეგრელოს  უპატიებელი დანაშაულები, რის გამოც  დღემდე გაიგონებთ: „მხედრიონელი ვარ, მაგრამ სამეგრელოში არ ვყოფილვარ, აფხაზეთში ვომობდი…“ აფხაზეთში, რუსეთის წინააღმდეგ მართლა მხეცებივით იომეს. ამას მათი მოწინააღმდეგეები და მტრებიც ვერ უარყოფენ  და ამით ძალიანაც ამაყობენ აქ უკრაინაშიც „„მხედრიონიუკვდავია ძმაო…“

      საერთოდ, დღეს ცოტას ახსოვს თავადმხედრიონისდაარსების ისტორია ან საიდან მოვიდა ეს დასახელება მხედრიონი“, რომელმაც ისეთი ამბები დაატრიალა, რომ ახლაც, წლების შემდეგ,  მათ ავად ან კარგად ხსენებას დანაღმული მინდვრის გადავლასავით უფრთხიან

    მხედრიონი“, ისევე როგორცთეთრი გიორგი“, 9 აპრილის შემდეგ შეიქმნა (როდესაც რუსმა სამხედროებმა ქაშუეთისა და მთავრობის სასახლის წინ, ზედ რუსთაველის პროსპექტზე, სასანგრე ნიჩბებით დაგვჩეხეს), როგორც გასამხედროებული ორგანიზაციები, ვიდრე ეროვნული გვარდია დაარსდებოდა: როდემდე უნდა გვხოცონ რუსებმა ასე დაუსჯელად, ვენც ხომ ხელი უნდა შევუბრუნოთ, ამათი დედაც ვატირეო

     თვითონ სახელწოდებამხედრიონიპირდაპირ იყო აღებული ერთიანი საქართველოს მეფის, სვეტიცხოვლის ამშენებლისა და ბიზანტიის იმპერატორის, ბასილი ბულგართმმუსვრელის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლის,  გიორგი პირველის (1014-1027) როქის სპის, ანუ დღევანდელი სპეცდანიშნულების რაზმის სახელიდან (ვახუშტი ბაგრატიონი ქართლის ცხოვრებამე-4 ტომი) და, თუ არ ვცდები, ეს სახელი მათთვის  თავად აკაკი ბაქრაძემ შეარჩია, ანუ დაანათლათავიდანმხედრიონიდათეთრი გიორგიერთად იყვნენ და ძალიანაც მეგობრობდნენ; მოგვიანებითთეთრ გიორგიში“, ძირითადად, პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე მებრძოლები გაერთიანდნენ, ბოლოს კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ სამოქალაქო ომი, ეროვნული ტრაგედია და კატასტროფა

       საერთოდ, ძალიან საინტერესოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ხელისუფლებას, ცოცხალი თავით ლუსტრაციის კანონი არ მიუღია. მაგალითად, ჩვენთან ერთნაირ სასტარტო პირობებში მყოფმა პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა  დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე  გახსნესკაგებესარქივები არავინ არ დაუსჯიათ, არ ჩაუქოლავთ და სამარცხვინო ბოძზე არ გაუკრავთ; უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს და ამიტომაც არიან ჩვენზე წინ წასული და ჩამოყალიბებული სახელმწიფოები, ამდენი ხანია, უკვე ნატოსწევრებიც და ევროკავშირისაც და აქეთ გვიწევენ ლობირებასასევე, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუძიებია საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმე, სამხედრო გადატრიალებიდან მკვლელობამდე!..  ასევე გამოუძიებელია და თეთრი ლაქებით სავსე საქართველორუსეთის სამი ომი ცხინვალში,  აფხაზეთსა და ისევ ცხინვალში     

      აუცილებლად შესასწავლია პირველ რიგში საქართველოს ისტორიის, მათ შორის სამხედრო ისტორიისთვისაც, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ეროვნული გვარდიის,“ „მხედრიონის“, სხვადასხვა ბატალიონისა და შენაერთის ისტორია, რომ ასე სამზარეულოსა და ორღობის  ჭორაობის ან ობივატელის მიერ ფბს კლავიატურაზე კაკუნის დონეზე არ იყოს დარჩენილი ჩვენი ქვეყნის უახლესი, დრამატული, ტრაგიკული და სისხლიანი ისტორიადა, ბოლოს და ბოლოს, მართლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას  ბევრი ბიჭი დაგვეღუპა ამ ომებში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი,  მადლობა ღმერთს, დღესაც ცოცხალია  და პოლიტიკური და სახელმწიფო ნების, რეალური მუშაობისა და ინიციატივის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, მეტიც აუცილებელია ყველაფრის გამოკვლევა და გამოძიება; ოღონდ, აუცილებლად სახელმწიფო კომისიის დონეზე, სამხედრო ექსპერტების, ისტორიკოსებისა და საზოგადოების სერიოზული ჩართულობით

     , რამოდენა ვილაპარაკე კაცომაგრამ სინამდვილეში გულწრფელად მჯერა და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ საქართველოს ისტორიის უახლეს წლებს საგულდაგულოდ არ შევისწავლით, ყველაფერს ოფიციალურად არ გამოვიძიებთ და იურიდიულ და ოფიციალურ  დასკვნებს არ დავდებთ, თუ პარლამენტი საბოლოოდ არ მიიღებს ლუსტრაციის კანონს და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ძალიან გაგვიჭირდება სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება

     მეტროსლავუტიჩთანშევხვდით ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც  უკრაინულუცხოურ ლეგიონშიმსახურობენ დათო აბულიძე, იგივე  თუში  და სოხუმელი მებრძოლი… „თუში“, ჩვეულებრივად, სამხედრო ფორმით მოვიდა, სოხუმელი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილისაერთოდ, ქართველები, გარდა კონკრეტულიქართული ლეგიონისა“,  თითქმის ყველა უკრაინულ შენაერთში იბრძვიან, „აზოვიდანდაწყებულიუცხოური ლეგიონითდამთავრებული… „თუშმაეგრევე იცნო გოგა ჭყონია და გახარებული გადაეხვია ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში იბრძოდნენ ერთად, რუსეთის წინააღმდეგ… „თუშისძმა კი, ფაქტობრივად, გოგას  თვალწინ დაიღუპა ტყვარჩელთან. ჩვენც უამრავი  საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა თუშეთიდან: ნუგზარ იდოიძე, გოჩილაიძეებიდათომ წარგვადგინა სოხუმელთან, რომელიც თავიდან ცოტა გამომცდელად გვიყურებდა, რაც ბუნებრივიც იყო ჯერ უცხო ხალხი, მერე ომშითუმცა სოხუმელთანაც მალე ვიპოვეთ საერთო ხალხი, იგივე  იურა კვარაცხელია, სოსო ბჟალავა, გია კილასონია, გელა ჩქვანავაუცებ მოვშინაურდით და იქვე კაფეში ჩამოვსხედით მოსალაპარაკებლად. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიმსჯელეთ, რა და როგორძირითადი, რაც გავარკვიეთ, ის იყო, რომ ბიჭები აქამდე მარიუპოლში იბრძოდნენ, ანუ სამხრეთის ფრონტზე. ჯერჯერობით, კიევში არიან; როდის და სად უკრავენ თავს, წინასწარ არ იციან და ვერც ეცოდინებათ შეიძლება, ერთ საათში; შეიძლება, ერთ დღეში; შეიძლება, კვირაშიომის წესი როგორც  არის. ჩვენ სრული მზადყოფნა გამოვუცხადეთ: როგორც კი დაგვირეკავთ, ბოტასებს ამოვიცვამთ და მოვდივართთქოერთადერთი პრობლემა უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყო 11 ივნისს გვქონდა წამოსასვლელი ბილეთები აღებული, მაგრამ გოგა და მე  უცებ შევთანხმდით თუ წავედით, ერთი ბილეთის დედაც ვატირეთ, ან გადავცვლით, ან რამეს ვიზამთო

     თუშმა“, ოღონდ, ხომ იცით, 50 პროცენტ სიკვდილზე მივდივართ ყოველ ჯერზე ვიღაც გვეღუპება და გვეჭრებაოაქაც თავი დავუქნიეთ. ვიცით, ამხელა გზაზე რისთვისაც მოვდიოდით; ეგრე შეიძლება, აქაც დაგვეცეს ჭურვი, რუსებისას რას გაიგებ, როდის რა?.. მოკლედ, ჩავარტყით ხელი, კონტაქტები გავცვალეთ, ჩვენი მისამართიც დავუტოვეთ, სადაც ვიყავით და უკვე ვიშლებოდით, როცა ისეთი კლასიკურიმიმინოდაგვემართა, აი, არც ვიცი, მოგიყვეთ თუ არა; ისეთი დაუჯერებელი სომხურქართული ისტორია შეგვემთხვა   მართლამიმინო…“  იფიქრებთ, რომ  გია დანელიას ფილმიდან გადმოვამღერე, მაგრამ ნაღდად ეგრე იყო და მაინც უნდა დავწერო; თან აგე ბიჭებიც იქ იყვნენ, სამი სული ტო

     ასე გამწარებულები ვსხედვართ ეს ოთხი ქართველი, თან ერთმანეთს ვეცნობით, ვუყურებთ, ვინ ვინა ვართ, ვთათბირობთ, სად ჩავიხოცებით ამ უკრაინაში და ბიჭო, გავიხედე და ერთი სომეხი ჯიგარი არ მოგვადგა?.. შორიდანვე ვიცანით, ისეთი დარბაისლური სომხური ცხვირი და ნაღვლიანი თვალები მოიყოლა, ცხონებული ფრუნზიკა მკრტიჩიანი ფეხზე წამოუდგებოდა და ქუდს მოუხდიდა. 

     ბრატია ვი გრუზინი, და?.. პო რაზგავორუ უზნალ…“.  ჰა ახპეროჯან  ნსტირ…“   წავუსომხურე, როგორც თბილისელ ბიჭს შეეფერება. ჩემს ჯეელობაშივზროსლებიამბობდნენ,  ვინც ცოტა სომხური არ იცის, ის თბილისელი არ არისო!.. 

     მნე პომოშჩ ნუჟნა…“  ლავ ნსტირ მარდ…“  კაი,  დაჯექიმეთქი მოვიპატიჟე; დავანებეთ ამ ოთხმა ქართველმა ერთმანეთს  და უკრაინის ომს თავი  და მოვუბრუნდით ამ ჩვენს სომეხ ძმას, რო,  აბა, რა გაჭირვებია

           უ მენია ტუტ მაშინა, ს გრუზინსკიმი ნომერამი“… სასწრაფოდ ხაზი გაუსვახაჩუ ვერნუტსა დამოი, ნო  ნე მოგუ, კაკ ვიბრატსა?..“ 

           აბა, გზისასთუშსვინ დაასწრებდა; აბულიძემ დასავლეთ უკრაინაში  წადი, ივანო ფრანკოსკისთან სამხრეთით დაუხვიე რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველოში ხარ; იქიდან კიდევ რაღა უნდაო…“ „ნეეტ, ახპერ ნეე…“ უარესად მოიწყინა სომეხმა ია ჟე არმიანინ, კაკ ია პრაედუ ჩერეზ ტურციუ, ზარეჟუტ!..“  

          ვახახლა, სოხუმელი მიუბრუნდა მაშინაო, თუ თურქეთს ვერ გაივლი, ჩერეზ პოლონეთი, ბელარუსი და რუსეთი შემოუარე და წადი სახლში. მანდ ზუსტადაც კაციშვილი ხელს არ გახლებს და სახლამდეც მშვიდობით ჩახვალო…“ „ნეე ბრატ ისევ იუარა ჩვენმა მეზობელმა, ეტა სლიშკომ დალეკოო, კოგდა ია დაბერუს…“

        მაშინაო ახლა ჭყონიამ აიღო სიტყვა: აქვე გაყიდე მანქანა, ჩაიდე ჯიბეში ფული და წაფრინდი შენს მზიურ სომხეთშიო…“  გამომივიდა ესეც კომერციის მამა 

         როგორც ჩანს, ჩვენი სომეხიც მასე ფიქრობდა: „,ეეე, ბრატჯან, ვი ნე ზნაეტე ეტიხ უკრაინცევ, კაკიე ანი  სკუპიე ელი, ვიდიატ, შტო ზასტრიალ  ტუტ ი ვსიო დიოშევა ი დარომ  ხატიატო…“ 

         ვაა, გაგიგონია?.. რა გინდა, რომ ქნა?… 

         კარგი მაშინამოვიღე მეც ხმა… „დაბრუნების დრო რო მოგვივა, ჩვენ წაგიყვანთ სახლში.  საკაიფოდ დამყავს მანქანა; გზაში ერთმანეთს შევენაცვლებით და თურქეთსაც ისე გაგატარებ,  თითსაც ვერავინ დაგაკარებს, თბილისამდე მოგყვებით და მერე წადი შენს გზაზე მეთქი…“  სომეხმა ისე  შეშფოთებულმა შემომხედა, აშკარად იფიქრა, ვერ არის ეს ჯანზე ვიღაცაა, უარეს შარში არ გამხვიოსო და სასწრაფოდ გაბრუნდა უკან თავის ძვირფას,  ქართულ ნომრიან მანქანასთან

     მართლაც ეგრე იყო, აი, მართლა! ამასობაში ეს დღეც დამთავრდა; გოგა და მე ვალერას სახლში შევიპარეთჩვენს სომეხ ძმას  კი გულდაგულ შევპირდი, თურქეთზე უსაფრთხოდ გაგატარებმეთქი, მაგრამ თვითონ სუ ფეხაკრეფით  ავცდი ტანეჩკას, საიდანმე რომ არ გამოგვხტომოდა; მეორე სართულზე გავმაგრდით და მომავალ დღეს დაველოდეთ