Говорит Москва! - როგორი შეფასებები მოჰყვა უცხოეთიდან ღარიბაშვილის განცხადებას

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან და აკრიტიკებენ.

ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.

Говорит Москва! – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერს და მმართველ პარტიას აკრიტიკებს ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პუტინიზმს ვეღარ მალავს და ხელისუფლებამ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანა.

ქართული ოცნება” უკვე აღარ მალავს პუტინიზმს. ივანიშვილისა და სხვების სანქცირების დროა, მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს. ღარიბაშვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს ქართველი ხალხი არაა”, – წერს კინზინგერი.

„ვის წარმოადგენთ ბატონო პრემიერ-მინისტრო?”, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება მისი სუვერენული ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს“, – წერს იან კელი.

ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლიც. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება.

„ამბობს იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და იყიდება რუსეთზე. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება,” – წერს ყოფილი ელჩი.

საქართველოს პრემიერს აკრიტიკებს, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისიც.

შესწორება, ომის პროვოცირება NATO-ს არგაფართოებამ გამოიწვია, წერს ლიეტუველი პოლიტიკოსი.

ღარიბაშვილის განცხადებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი და ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილი სარდალი სარდალი, ბენ ჰოჯესიც. გენერალი ჰოჯესი ღარიბაშვილის განცხადებას წარმოუდგენელს უწოდებს.

წარმოუდგენელია – საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?“, – წერს ბენ ჰოჯესი twitter-ზე.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი კი ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთის რუპორი გახდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ“, – დაწერა აუსტრევიჩიუსმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც. მარეკ ზენიშეკის თქმით, ღარიბაშვილმა იცის, რომ რეალობა სხვანაირია, მაგრამ მაინც რუსეთის პროპაგანდის მხარდაჭერა ურჩევნია.

სინამდვილეში ვითარება სრულიად სხვანაირადაა, სწორედაც რომ პირიქით.  საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს იცის, უბრალოდ არჩია რუსული პროპაგანდისთვის დაეჭირა მხარი, – წერს ზენიშეკი twitter-ზე.

ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ალისია კერნსი ღარიბაშვილის განცხადებას „კრემლის სამარცხვინო პროპაგანდას” უწოდებს.

თავდაცვა არ არის ესკალაციაკრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერმინისტრისგან“, – წერს twitter-ზე ალისია კერნსი.


„ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.