ИНТЕРФАКС: რუსეთში აქტიურად იჯავშნება საახალწლო ტურები საქართველოს მიმართულებით

პუბლიკა

„საქართველო შემოდგომაზე რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა, ტურების გაყიდვების სიღრმე დეკემბრის ბოლომდე აღწევს, საახალწლო არდადეგების ჩათვლით”. – ამის შესახებ Interfax Tourism წერს ტუროპერატორ FUN&SUN-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვხედავთ საქართველოში პაკეტურ ტურებსა და მიწისზედა განსახლების მოთხოვნის შესამჩნევ ზრდას. უფრო მეტიც, ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიული ტურები თბილისში. ახლა მოთხოვნა ექსკურსიის პროგრამებზე გადავიდა. გაყიდვების სიღრმე დეკემბრის ბოლოს აღწევს, საახალწლო არდადეგების ტურები უკვე აქტიურად იჯავშნება“, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა ივანოვამ.

მისივე თქმით, დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს.

გამოცემა წერს, რომ 14 ოქტომბრიდან Azimut ფრენებს მინვოდი-თბილისი-მინვოდის, 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისი-სოჭის, ხოლო 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტით განახორციელებს. გარდა ამისა, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (29 ოქტომბრიდან) ავიაკომპანია Red Wings-ის ფრენები ჟუკოვსკიდან (მოსკოვის რეგიონი) თბილისის მიმართულებით ამოქმედდება.

წერენ, რომ ავიაკომპანია „აზიმუტი” უკვე ახორციელებს ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე, Red Wings კი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტებზე. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ახორციელებს.