ФСБ ამტკიცებს, რომ რუსეთში ბომბის ნაწილები საქართველოს გავლით შეიტანეს

პუბლიკა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთში ბომბის ნაწილები საქართველოს გავლით შეიტანეს.

ФСБ-ს განცხადებით, ბომბის ნაწილები ელექტროგამათბობლებში იყო შენიღბული და „ტერორისტული თავდასხმების“ მიზნით, ისინი რუსეთში ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს გავლით შეაპარეს. რუსეთში ამტკიცებენ, რომ შეაჩერეს „ტერორისტული თავდასხმები“, რომლებიც უკრაინას ყირიმში ჰქონდა დაგეგმილი.

„უსაფრთხოების სამსახურებმა, გახსნეს და მოახდინეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო არხის ლოკალიზება, რომლის მეშვეობითაც ბულგარეთიდან რუსეთში, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით, საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად შენიღბული ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტების კონტრაბანდა ხდებოდა. ტვირთები ამ ჯგუფის წევრებს ტერორისტული საქმიანობისთვის უნდა გამოეყენებინათ“ – ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.