​ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ათვლა - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში “ქართულ ოცნებასთან” ოპოზიციის მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა და იდეალურია თუ ის 2021 წელს ჩატარდება, თუმცა მისი თქმით ეს რეალური არაა და  ვადამდელი არჩევნები  სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

“იდეალურია, რომ 2021 წელს მოხდეს ეს ყველაფერი რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნების ჩატარება. ეს იქნება გამოსავალი. ეს ჩემი პირადი აზრია და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს ეს ყველაფერი – გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის, რომ საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს. ამ ნაწილში შეთანხმებასთან თითქმის ახლოს ვართ. ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ათვლა ახალი 4 წლის.”” – განაცხადა მთავარი არხის ეთერში პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.