მაქს ლევინი | უკრაინაში მოკლული ფოტოჟურნალისტი და მის მიერ გადაღებული ბოლო კადრები

პუბლიკა

გაფრთხილება! – მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.

„ყველა უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს, გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს“, – ეს ფრაზა უკრაინელ ფოტოგრაფს, მაქსიმ ლევინს ეკუთვნის, რომელიც 2014 წლიდან აშუქებდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ომს აღმოსავლეთ უკრაინაში.

მაქს ლევინი 2 აპრილს კიევის გარეუბანში მოკლული იპოვეს.

მასთან კონტაქტი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ბოლოს 13 მარტს ჰქონდათ. 40 წლის ფოტოჟურნალისტის ცხედრის პოვნის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

უკრაინული ონლაინმედია LB.ua, სადაც ის მუშაობდა, იუწყება, რომ ლევინს ოთხი მცირეწლოვანი ვაჟი, ცოლი და მშობლები დარჩა. ლევინი ფოტოგრაფობაზე 15 წლიდან ოცნებობდა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამბობს, რომ ლევინი მუშაობდა სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში, რომელთა შორისაა: Reuters, Associated Press, BBC და უკრაინული გამოცემა Hromadske. ის ბოლოს ვიშჰოროდში, კიევის მახლობლად, საბრძოლო ზონაში მუშაობდა. მედიაადვოკატირების ჯგუფი ამბობს იმასაც, რომ ლევინი შეუიარაღებელი იყო და ეცვა პრესის ქურთუკი. „ჟურნალისტების სამიზნეში ამოღება, ომის დანაშაულია“, – ამბობს ორგანიზაცია.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ლევინის დაღუპვის გარემოებებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფოტოჟურნალისტს რუსული ძალების წარმომადგენლებმა ესროლეს, თუმცა დამატებით კონკრეტულ დეტალებზე უწყებას არ უსაუბრია.

მაქს ლევინმა ფოტოების გადაღება რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან დაიწყო. თავისი მასალის გასავრცელებლად ის, გარდა მსოფლიო მედიების გვერდებისა, თავის სოციალურ ქსელებსაც იყენებდა. ქვემოთ მოცემული ფოტოები აღებულია მაქს ლევინის Gooogle-ის პორტფოლიოდან.

მაქს ლევინი/ 24 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 24 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 25 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 25 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 27 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 27 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 28 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 28 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 28 თებერვალი, 2022
მაქს ლევინი/ 2 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 2 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 2 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 3 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 3 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 4 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 4 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 4 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 9 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 9 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 10 მარტი, 2022
მაქს ლევინი/ 10 მარტი, 2022

მაქს ლევინმა 13 მარტს, როდესაც მას ბოლოჯერ ჰქონდა კომუნიკაცია ახლობლებთან, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 11 მარტს გადაღებულ ფოტო, რომელზეც ფრონტის ხაზია ასახული.

მაქს ლევინი/ 11 მარტი, 2022

ფოტოჟურნალისტი გუშინ დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია კიევის მიხაილოვსკის ოქროს გუმბათის ტაძარში გაიმართა.

ფოტო: Andriy Dubchak
მაქს ლევინის საფლავი