საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მან ასევე გაიხსენა აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროები და განაცხადა, რომ „ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, არ უნდა გვასწავლიდეს ქვეყნის სიყვარულს“.
„ჩვენ გვახსენდება გმირობის არაერთი მაგალითი, ჩვენი გმირების აგვისტოს ომის დროს. უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში. ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ესეც გვახსოვს. ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა არ უნდა გვასწავლიდეს ქვეყნის სიყვარულს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი facebook-სტატუსით გამოეხმაურა მას: