1 015 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი | კორონავირუსის 26 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 697 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 151  პირი, გარდაიცვალა 28 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.56%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 372 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  340 330-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 151 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 321 928-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 682 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი – 550 შემთხვევა
  • აჭარა – 71
  • იმერეთი – 84
  • ქვემო ქართლი – 65
  • შიდა ქართლი – 35
  • გურია – 14
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102
  • კახეთი – 46
  • მცხეთა-მთიანეთი – 28
  • სამცხე-ჯავახეთი – 12
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 13 694 შემთხვევაა, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 094, აჭარაში – 436, იმერეთში – 523.

ამ ეტაპზე 891 მძიმე პაციენტია, რომელთაგან თბილისშია – 405, აჭარაში – 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე სეერთებულია 218 პაციენტი: თბილისში – 147, აჭარაში – 13, იმერეთში – 17.

672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროში: 349 – თბილისში, 284- აჭარაში.

9 082 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 53, ხოლო აჭარაში – 33.

სულ  6 ოქტომბრიდან – 25 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 766 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 327 პირი, აჭარაში – 2 034, იმერეთში – 1 640.