1 030 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი | 15 აპრილის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 801 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 030   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  3.14 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  292 244-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 279 389-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი – 538 შემთხვევა
  • აჭარა – 103
  • იმერეთი – 73
  • ქვემო ქართლი – 63
  • შიდა ქართლი – 30
  • გურია – 24
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119
  • კახეთი – 42
  • მცხეთა-მთიანეთი – 25
  • სამცხე-ჯავახეთი – 11
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური8 921 შემთხვევაა, რომელთაგან 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში –  1 294, აჭარაში – 400, იმერეთში – 359.

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, აქედან თბილისში – 213, აჭარაში – 59, იმერეთში -79.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პაციენტი: თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში – 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 163 – აჭარაში.

5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.