Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 229 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 841 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34%
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 090-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი 652 შემთხვევა
- აჭარა – 59
- იმერეთი – 61
- ქვემო ქართლი – 62
- შიდა ქართლი – 38
- გურია – 8
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58
- კახეთი – 60
- მცხეთა-მთიანეთი – 20
- სამცხე-ჯავახეთი – 18
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 804, აჭარაში – 151, იმერეთში – 402.
ამ ეტაპზე 672 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისშია – 343, აჭარაში – 38, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 170 პაციენტი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.
7 153 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 7 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 931პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 680, პირი, აჭარაში – 685, იმერეთში – 983.