1 064 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი | 21 მაისის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა. განახლებული მონაცემებით გამოჯანმრთელდა 1 135 კოვიდპაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 29 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 676 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 25, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.