Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტი, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 33 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 680 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი -581
- აჭარა – 96
- იმერეთი – 84
- ქვემო ქართლი – 55
- შიდა ქართლი – 42
- გურია – 16
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100
- კახეთი – 55
- მცხეთა-მთიანეთი – 23
- სამცხე-ჯავახეთი – 14
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი.