1 077 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი | 16 აპრილის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 293 321-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.04 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 279 831-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილისი – 641 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 38, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.