1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი | კორონავირუსის 9 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 895  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 108  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 714 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.64 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 137 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  374 836-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.47 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 804-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 421 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 673 შემთხვევა
  • აჭარა – 74
  • იმერეთი – 75
  • ქვემო ქართლი – 52
  • შიდა ქართლი – 31
  • გურია – 11
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48
  • კახეთი – 86
  • მცხეთა-მთიანეთი – 29
  • სამცხე-ჯავახეთი – 13
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 585 საიდანაც: 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 942, აჭარაში – 152, იმერეთში – 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 691 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში – 40, იმერეთში -156.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში – 120, აჭარაში – 4, იმერეთში – 12.

7 364 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 7.

სულ  6 ოქტომბრიდან – 8 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 932 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 784, პირი, აჭარაში – 676, იმერეთში – 1 045.