ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა;
- აჭარა – 84;
- იმერეთი – 219;
- ქვემო ქართლი – 55;
- შიდა ქართლი – 87;
- გურია – 28;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122;
- კახეთი – 87;
- მცხეთა-მთიანეთი – 35;
- სამცხე-ჯავახეთი – 27;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი.