Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 446 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 446 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 351 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 095 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 387 481-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა
- აჭარა – 125
- იმერეთი – 73
- ქვემო ქართლი – 79
- შიდა ქართლი – 30
- გურია – 16
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54
- კახეთი – 94
- მცხეთა-მთიანეთი – 32
- სამცხე-ჯავახეთი – 12
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 885 საიდანაც: 4 291 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 581, აჭარაში – 245, იმერეთში – 523.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 833 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 39, იმერეთში -172. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 182 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. 1 088 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 334- აჭარაში. 11 506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 10.
სულ 6 ოქტომბრიდან – 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 956 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 986, პირი, აჭარაში – 1 445, იმერეთში – 1 423.