Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 22 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 423 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, „პისიარ“ ტესტით – 15 746.
კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 364 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 909 პირი.