1 374 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი | კორონავირუსის 13 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, აქედან 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  278 251-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი 756 შემთხვევა
  • აჭარა – 116
  • იმერეთი – 97
  • ქვემო ქართლი – 61
  • შიდა ქართლი – 80
  • გურია – 15
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161
  • კახეთი – 40
  • მცხეთა-მთიანეთი – 30
  • სამცხე-ჯავახეთი – 10
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 7 958 შემთხვევაა, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში –  1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352.

ამ ეტაპზე 400 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7.

323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.