Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 136 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 531 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.70%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევბიდან:
- თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა
- აჭარა – 61
- იმერეთი – 130
- ქვემო ქართლი – 84
- შიდა ქართლი – 62
- გურია – 9
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33
- კახეთი – 69
- მცხეთა-მთიანეთი – 29
- სამცხე-ჯავახეთი – 23
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 799, აჭარაში – 152, იმერეთში – 395.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 633 პირი, მათ შორის, თბილისში – 345, აჭარაში – 35, იმერეთში -144. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 113, აჭარაში – 6, იმერეთში – 14.
853 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 642 – თბილისში, 204- აჭარაში.
7 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 929 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 537, პირი, აჭარაში – 631, იმერეთში – 896.