1 398 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი | კორონავირუსის 15 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 867 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 164  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.53 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 700 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  382 734-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 164 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა
  • აჭარა – 93
  • იმერეთი – 115
  • ქვემო ქართლი – 94
  • შიდა ქართლი – 49
  • გურია – 9
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 59
  • კახეთი – 84
  • მცხეთა-მთიანეთი – 27
  • სამცხე-ჯავახეთი – 36
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 326, აჭარაში – 200, იმერეთში – 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში – 400, აჭარაში – 38, იმერეთში -162.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 126 აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 – თბილისში, 267- აჭარაში.  9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 4.

სულ  6 ოქტომბრიდან – 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 943 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 528, პირი, აჭარაში – 1 122, იმერეთში – 1 086.