1 710 000 ლარი ეკლესიების დასახმარებლად - თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

პუბლიკა

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ეკლესიების დასახმარებლად ჯამში 1 710 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტში ასევე გათვალისწინებულია საბურთალოს სასაფლაოზე ყოველთა ღირსთა პეჩორელ მამათა სახელობის ეკლესიის მიმდებარე გზის შეკეთებისთვის 58 035 ლარი.

ბიუჯეტის პირველად პროექტში, კეთილმოწყობის ღონისძებებში ეკლესიების დასახმარებლად გათვალისწინებული თანხა რაიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

გლდანის რაიონი – ეკლესიების ფინანსური დახმარება – 150 000 ლარი;

ნაძალადევის რაიონი – ეკლესიების ფინანსური დახმარება – 100 000 ლარი (10 ტაძარი);

დიდუბის რაიონი – ეკლესიის ფინანსური დახმარება – 100 000 ლარი (10 ეკლესია, თითოზე საშუალოდ 10 000 ლარი);

ჩუღურეთის რაიონი – ეკლესიებისა და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება – 150 000 ლარი (რაიონში 15 ეკლესიის დაფინაანსება. საშუალოდ თითოეულს 10 000 ლარი);

ვაკის რაიონი – ეკლესიებისა და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება – 260 000 ლარი (რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 37 ეკლესია. 26 ეკლესიის დასახმარებლად გათვალისწინებულია თითო ეკლესიაზე 10 000 ლარი);

საბურთალოს რაიონი – ეკლესიებისა და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება – 200 000 ლარი („რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 31 ეკლესია-მონასტერი და 1 მუსლიმთა სამლოცველო სახლი. მომართვის შემთხვევაში ვეხმარებით 10000 ლარის ფარგლებში“);

ისნის რაიონი – ეკლესიებისა და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება – 150 000 ლარი (ერთ ეკლესიაზე საშუალოდ 10 000 ლარი);

სამგორის რაიონი – ეკლესიების და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება – 240 000 ლარი;

კრწანისის რაიონი – ეკლესიებისა და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება 100 000 ლარი (10 ეკლესია. ღირებულება სავარაუდოა);

მთაწმინდის რაიონი – ეკლესიებისა და სხვა რელიგიური დაწესებულებების დახმარება – 260 000 ლარი (რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 26 ეკლესია-მონასტერი);

დედაქალაქის ბიუჯეტი წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 1 მილიარდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა.