Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 940 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 282 237-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა
- აჭარა – 164
- იმერეთი – 96
- ქვემო ქართლი – 75
- შიდა ქართლი – 85
- გურია – 55
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163
- კახეთი – 63
- მცხეთა-მთიანეთი – 33
- სამცხე-ჯავახეთი – 23
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში.
7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 459 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001.