1 808 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი | 17 ივლისის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო გარდაიცვალა – 22.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.86%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 78, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი. 1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.