საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ერთით გაიზარდა და 810 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა და 683 გახდა.
მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. განახლებული მონაცემები ასეთია:
– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 810;
– აქედან გამოჯანმრთელებული – 683;
– გარდაცვლილი – 13;
– კარანტინის რეჟიმში – 2 915;
– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237;
– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, შაბათ -კვირას დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა იყო საკარანტინე სივრციდან და არის იმპორტირებული შემთხვევები.
მისი თქმით, ამ ეტაპზე Covid-ცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს.