1 აშშ დოლარი 3.4 ლარი ღირს - 25 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი

პუბლიკა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 25 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3.4494 ლარია, 1 ევრო კი 3.7436 ლარი;

ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

შეგასხენებთ, რომ 19 მარტს ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა 40 მილიონი დოლარი. 13 მარტს კი 20 მილიონი დოლარი.