1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2537 ლარი გახდა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული ინფორმაციით, 1 აშს დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი გახდა, 1 ეურო კი 3.8267 ლარი. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2295 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0242 შეადგინა. ევროს ცვლილებამ 0.0217 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 23 სექტემბერს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.