1 დეკემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 139, შიდა ქართლში – 127, გურიაში – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 237, კახეთში – 253, მცხეთა-მთიანეთში – 126, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1 256.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 152, იმერეთში – 236.

მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 185, აჭარაში – 56, იმერეთში – 44.