1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში მუშაობის ნებართვას გამარტივებულად ვერ მიიღებენ

პუბლიკა

პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, 2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ პოლონეთში მუშაობის ნებართვის გამარტივებული პროცედურებით და ამ ქვეყანაში დასაქმებისთვის მუშაობის უფლების მისაღებად სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე სარგებლობდნენ გამარტივებული წესებით, რომელთა მიხედვითაც, საჭირო იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ონლაინ გაგზავნა შრომის სამინისტროში.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამჟამად აქვთ გამარტივებული ნებართვა, შეძლებენ მის გამოყენებას ვადის ამოწურვამდე. მარტივი ნებართვის მაქსიმალური ვადა 24 თვეა.

პოლონური სამინისტროს ბრძანების თანახმად, გამარტივებული წესები გავრცელდება სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებზე. საქართველო ამოღებულია ამ სიიდან.

მუშაობის ნებართვის სტანდარტულ პროცედურა მოიცავს აპლიკაციას სამუშაოს ნებართვის; პასპორტს; უკვე დადებულ კონტრაქტს ან სამუშაოს შეთავაზებას; პოლონეთში ცხოვრების უფლებას; დამსაქმებლის რეგისტრაციის საბუთებს, სამედიცინო ხარჯის უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაძლოა, მოითხოვონ სხვა დოკუმენტებიც.