1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება - მთავრობის გადაწყვეტილება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებისთვის უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი.

„როგორც ცნობილია, სკოლებში არდადეგებია  29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ამასთან დაკავშირებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებით უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი.  ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იმავენაირად უქმე დღეები გამოაცხადოს“, – თქვა ღიბრაძემ.