1 იანვრიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარი იქნება

პუბლიკა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი (ანუ ხელფასი საშემოსავლო გადასახადის დაკავებამდე) 2025 წლის პირველი იანვრიდან 16 250 ლარი იქნება. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. ინფორმაცია თავდაპირველად „მედიაჩეკერმა“ გაავრცელა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი 2020 წლის სექტემბერში აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.

2020 წლის სექტემბერში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ანაზღაურება 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გიაზრდა. მაშინ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ „მედიაჩეკერს“ განუცხადა, რომ დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ.