საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ჩვენ მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები.
„1 ივლისს, როდესაც ჩვენ ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ საერთაშორისო და უცხოელი ტურისტები, ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, რადგან ეს ყველაფერი გაკეთდება, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტის განმტკიცებითა და დაცვით“, – განმარტა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ მომენტისთვის მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა.