1 ივლისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს - თბილისის მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება, მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა კი ძალაში რჩება და მკაცრად გაკონტროლდება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან“, – აცხადებს მერია.