1 ივნისი | კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 930 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 002, ხოლო გარდაიცვალა 31  პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.74.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 676 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 65, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.