მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა მსუბუქდება.
„კერძოდ, დღვანდელი გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან კვების ობიეტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – განაცხადა ბრიფინგზე საოპერაციო შტაბის უფროსმა.