საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს 1 მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე.
ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა და დაცული იქნება პირბადის მოხმარების წესი.
სასაფლაოზე გასვლა იზღუდება, იკეტება სასაფლაომდე მისასვლელი გზები.