10-11 დეკემბრის ღამეს ადმინისტრაციული წესით კიდევ 6 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

გასულ ღამეს, პროტესტის მე-13 ღამეს 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

არსებული მონაცემებით, დღემდე სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია საპროტესტო აქციების მონაწილე 40-მდე ადამიანი.

ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-ზე მეტი პირი.

300-ზე მეტ ადამიანზე უწყებაში ფიზიკურად სასტიკად იძალადეს. აქციის ბევრ მონაწილეს აქვს ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანება, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთი დამნაშავე პოლიციელი არ დაუსჯია.