10 დღის განმავლობაში კახეთის გზატკეცილზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

„სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება”, – აღნიშნავენ მერიაში.

მათივე განცხადებით, შეზღუდვის პერიოდში მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.